მერაბ კვირიკაშვილი და კახა ასიეშვილი 2018 წელს თავიანთ პირველ სანაკრებო მატჩს 10 მარტს კრასნოდარში, რუსეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩი საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირი რეპორტაჟი ტელეკომპანია ‘იმედის’ და ‘რაგბი თივის’ ეთერით გაიმართება.
გასულ შაბათს ესპანეთთან მოგებული მატჩის შემდეგ, ჰეიგმა სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა. უკანა ხაზში ბრუნდება ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი, რომელიც წელს ნაკრების კვართს პირველად მოირგებს და საკუთარ მონაგარს 109-მდე გაზრდის. სოსო მათიაშვილი, რომელმაც მანამდე სამივე თამაში 15 ნომერზე დაიწყო ფრთაზე გადაინაცვლებს, სადაც სანდრო თოდუას ჩაანაცვლებს.
პირველ ხაზში ლევან ჩილაჩავას ნაცვლად თამაშს ანტონ ფეიქრიშვილი იწყებს. ის გერმანიასთან შეცვლაზე შევიდა, სასტარტოში კი ბოლოს შარშან ივნისში, კანადის წინააღმდეგ იდგა.
ერთი ცვლილებაა მეორე ხაზში და შალვა სუთიაშვილის ნაცვლად გუნდის კაპიტანგიორგი ნემსაძეს ნოდარ ჭეიშვილი შუწყვილდება, რომელიც ძირითადში ბელგიასთან და გერმანიასთან იდგა.
სუთიაშვილმა მარქაფაში გადაინაცვლა, სადაც კიდევ ერთი სიახლეა და ზურაბ ჟვანიას ნაცვლად თამაშში კახა ასიეშვილი ჩაერთვება.
10 მარტს მე-80 სანაკრებო კეპს მოიხვეჭს გუნდის კაპიტანი გიორგი ნემსაძე; 50-ეს 2017 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბე, ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი; მონაგარს 40-მდე დაამრგვალებს ლაშა ლომიძე.
სტატისტიკა
რუსეთს ვეთამაშებით 1993 წლიდან. მათ პოლონეთში პირველი თამაში მოგვიგეს, მას შემდეგ კი ‘დათვები’ (რუსეთის ნაკრების თიკუნი) დავამარცხეთ 19-ჯერ და ერთხელაც (2002 წლის 3 მარტი) ფრე იყო. ამ 21 რკენის ჯამური ანგარიშია 528:245, ხოლო ლელოთა ფარდობა 59/16.
ბორჯღალოსნებიდან რუსეთი ყველაზე მეტჯერ - 12, უძლევიათ მამუკა გორგოძესა დამერაბ კვირიკაშვილს.
რუსეთთან დადებული ლელოებით ლიდერობენ ბესო უდესიანი და ირაკლი მაჩხანელი - 5; 4 ლელოა გიორგი ჩხაიძის ანგარიშზე, 3-3 კი გაიტანეს გია ლაბაძემ,მამუკა გორგოძემ და დავით კაჭარავამ;
ღია ვარჯიში
კრასნოდარში გამგზავრებამდე, დღეს დილით ბორჯღალოსნებმა ‘შევარდენის’ სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან მომავალ მატჩზე ისაუბრეს.
მილთონ ჰეიგს კარგად ესმის რამხელა მნიშვნელობა აქვს მომავალი თამაშს ქართველებისთვის:
„ვემზადებით თამაშისთვის, რომელსაც ისტორიულად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართველი ქომაგისთვის. ჩვენ მათი კარგად გვესმის, მათ განწყობას სრულად ვიზიარებთ და შესაბამისად მოვემზადეთ. რუსეთთან მატჩს მენტალურად და ფიზიკურად მომზადებულები ვხვდებით. ტრავმების გამო გვაქვს გარკვეული ცვლილებები, თუმცა ეს არაფერს ცვლის, კრასნოდარში მოსაგებად მივდივართ“.
შალვა სუთიაშვილი ამბობს, რომ განვლილ დღეებში გუნდმა ესპანეთთან დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე იმუშავა:
„ესპანეთთან მოგებულ მატჩში გვქონდა ხარვეზები და ეს კვირა მათ გამოსწორებას დაეთმო. ჩვენი მიზანია, რომ ყველა თამაში მოვიგოთ. რუსეთს პროგრესი აქვს, კარგადაა მომზადებული და მათ ჩვენს პროგრესირებად თამაშს დავუპირისპირებთ. კარგად გვესმის, რომ რუსეთთან მატჩის წინ გულშემატკივრებში განსაკუთრებული მოლოდინია და ამ შეხვედრას ჩვენთვისაც ორმაგი დატვირთვა აქვს“.
თავისი თანაკლუბელების წინააღმდეგ (ენისეი ეს ტე ემ) თამაშს მოუთმენლად ელისმიხეილ გაჩეჩილაძე:
„განვიხილეთ მეტოქის თამაში და ვეცდებით, რომ შაბათს მწვრთნელების დავალებები ზუსტად შევასრულოთ. მოუთმენლად ველი რუსეთთან თამაშს, რომლის ბირთვსაც ჩემი გუნდელები წარმოადგენენ“.
საქართველოს ბორჯღალოსნები
"რაგბი ევროპა" | IV რაუნდი | – რუსეთი
შაბ 10/03 2018 | კრასნოდარ, კუბან | 16.00 საქ
1989 - 2017 206 ტესტი | 252 ბორჯღალოსანი | სრულად
No | სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
15 | მერაბ კვირიკაშვილი | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1983 | 108 | 16ლ 147გ 150ჯ 3ა [833 ქ] 5სბ |
11 | სოსო მათიაშვილი | კრასნი იარ [რუს სუპერ] | 1993 | 7 | 4ლ 11გ 9ჯ [69 ქ] |
13 | დავით კაჭარავა | ენისეი [რუს სუპერ] | 1985 | 107 | 22ლ [4 კაპ] 3სბ |
12 | გიორგი კვესელაძე | მარნეულის არმაზი [საქ დ 10] | 1997 | 5 | 3ლ |
14 | ანზორ სიჭინავა | აკადემია [საქ დ 10] | 1995 | 4 | ლ სბ |
10 | ლაშა ხმალაძე | ბათუმი [საქ დ 10] | 1988 | 60 | 8ლ 4გ [48 ქ] |
9 | ვასილ ლობჟანიძე | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 30 | 5ლ |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | მიხეილ ნარიაშვილი | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1990 | 49 | 2ლ სბ |
2 | შალვა მამუკაშვილი | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1990 | 52 | 5ლ სბ |
3 | ანტონ ფეიქრიშვილი | კარდიფ [უელ პრო 14] | 1987 | 25 | 6ლ 2სბ |
4 | გიორგი ნემსაძე^კაპ | ბრისთოლ [ინგ ჩემპ] | 1984 | 79 | 13ლ [3 კაპ] 5სბ |
5 | ნოდარ ჭეიშვილი | შონბრი [სფრ ფედ1] | 1990 | 9 | : |
6 | გიორგი თხილაიშვილი | ბათუმი [საქ დ 10] | 1991 | 43 | 10ლ სბ |
7 | ვიტო კოლელიშვილი | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1989 | 46 | 4ლ [1 კაპ] 2წბ 6სბ |
8 | ლაშა ლომიძე | ლონდონ აირიშ [ინგ პრემ] | 1992 | 39 | 5ლ + 2შ სბ |
თადარიგი [რეზერვი] | |||||
23 | გიორგი კოშაძე | რუსთავის ხარები [საქ დ 10] | 1996 | 9 | 4ლ |
22 | ლაშა მალაღურაძე | კრასნი იარ [რუს სუპერ] | 1986 | 82 | 4ლ 40გ 25ჯ 3ა [184 ქ] 2სბ |
21 | გელა აფრასიძე | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1998 | 6 | : |
16 | ბადრი ალხაზაშვილი | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1995 | 7 | : |
17 | კახა ასიეშვილი | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1987 | 29 | 3ლ |
18 | გიორგი მელიქიძე | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 5 | ლ |
19 | შალვა სუთიაშვილი | ანგულემ [სფრ პრო დ2] | 1984 | 64 | 2ლ [15 კაპ] 3სბ |
20 | მიხეილ გაჩეჩილაძე | ენისეი [რუს სუპერ] | 1990 | 3 | ლ |
12.30 @ 8/03_2018
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას რაგბისტები კი არ უნდა უძღვნიდნენ შედარებით სუსტ ნაკრებთან გამარჯვებით, არამედ სპეცსამსახურები ოსანდარების ჩასიკვდილებით.
მაგას ძამიკო ტრაკი უნდა, ტრაკი ! ! !
მე ვისიც მჯერა, იმათ ვთხოვ გააკეთონ გასაკეთებელი ! ! !
ერთი 10 წელი მაინც იქნება, რაც საქართველო-რუსეთის სარაგბო დაპირისპირებამ სპორტული მნიშვნელობა სრულიად დაკარგა.
ჩვენ ბევრად მაღალი დონის მოთამაშეები გვყავს, ვიდრე მათ. არსებული პოლიტიკური ვითარება კი ქართველ მორაგბეებს აიძულებს, მაქსიმალური კონცენტრაციით მოეკიდნონ ყოველ მატჩს.
და როცა ძლიერი გუნდი სრული პასუხისმგებლობით უდგება დილეტანტებთან თამაშს, რა შედეგიც დგება ამ დროს, ყველასთვის ნათელია.
სამწუხაროთ ესპანელებთან არ იყო ფეხით თამაში, რომელიც ხმალაძეს, ლობჟანიძეს კარგად გამოდის.
შეცდომები იქნეს მთავარია მინიმუმზე დაყვანილი.
chilachava ra mizezit ar aris?
კარგი იქნება, თუ "ბორჯღალოსნები" 10 მარტს, რუსეთში გამარჯვებას, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას მიუძღვნიან ! ! !
მათიაშვილი ბელგია გერმანიასთან არ ყოფილა და სასტარტოში როგორ დაიწყო საინტერესოა