6 ერი

19:47 | 12.02.2016 | ნანახია 2367 - ჯერ

იტალიელების პასუხი ჯონსს

იტალიელები უკმაყოფილონი არიან ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის -ედი ჯონსის თამამი განცხადების გამო. ავსტრალიელმა სპეციალისტმა ,,Planet Rugby’’-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას სამიზნეში ჰყავს ამოღებული „აძურა“ და ყველანაირად შეეცდება მის „მიბეგვას“. ამის საპასუხოდ იტალიელებმა განაცხადეს, რომ ამ თამაშის შედეგით ჯონსს აიძულებენ თავისი სიტყვები უკან წაიღოს.

მიკელე კამპანიარო (იტალიის ნაკრების კაპიტანი): „ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ ავსტრალიელის სიტყვებს. უბრალოდ გვსურს, რომ დავუმტკიცოთ ჩვენი შესაძლებლობები ინგლისს და სულ სხვა თვალით დავანახოთ იტალიის ნაკრები. ჩვენ არც შოტლანდია ვართ და არც ირლანდია. მინდა კარგად გაიაზროს რას წარმოადგენს ჩვენი გუნდი. ბევრი ახალი და კარგი მოთამაშე გვყავს და ენთუზიაზმიც გვაქვს, ამიტომ თავდაჯერებულად გავალთ მოედანზე და ჯონსს თავის სიტყვებს „შევაჭმევთ“.

იტალიას 6 ერის ჩემპიონატში არასდროს დაუმარცხებია ინგლისი, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ,,აძურა’’ უწინდელზე ძლიერია. გარდა ამისა, იტალიელები საკუთარ მოედანზე ითამაშებენ, რაც მათ თავდაჯერებულობას შემატებს. შეგახსენებთ, რომ ინგლისისა და იტალიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 14 თებერვალს, „სტადიო ოლიმპიკოზე’’ თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ელენე ლომსაძე


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:46 | 14.02.2016
→ LELOS← (98)

მეორე ტაიმში აგარ მგონია გაუძლოს იტალიამ.

18:19 | 14.02.2016
→ LELOS← (98)

ნორმალურად ეთამაშება ჯერჯერობით იტალია .

13:57 | 13.02.2016
გუბერნატორი (11)

ჯონსს არა და კამპანიაროს კი მოუწევს სიტყვების უკან წაღება

00:48 | 13.02.2016
BEERTRANCE (1073)

ძალად თუ არ წააგო ინგლისმა

0.086514