საქართველოს ნაკრების და “კლერმონის” მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი არ დაისჯება.
სადისციპლინო კომიტეტმა გუშინ ტოპ 14-ის მე-18 ტურში მომხდარი ინციდენტი განიხილა, როდესაც 38-ე წუთზე 28 წლის “ბორჯღალოსანმა” “ოიონას” მორაგბე ჰიკა ელიოტი მაღალი ბოჭვით შეაჩერა და ყვითელი ბარათი დაიმსახურა. კომიტეტმა ჩათვალა, რომ განსაკუთრებულ უხეშობას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, ვიქტორი გაამართლა.
ცნობისთვის, კოლელიშვილმა მიმდინარე სეზონში “კლერმონის” კვართი 13-ჯერ მოირგო. საქართველოს ნაკრებში კი 2008 წლიდან თამაშობს და 45 მატჩში 4 ლელო აქვს გატანილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვიტო, გვეიმედები ! ! !
კარგია რომ სასჯელი აცდა მაგრამ ცოტა ფრთხილად უნდა იყოს, ასე შეიძლება ვინმე შემოაკვდეს.