ლეგიონერები

15:37 | 8.03.2018 | ნანახია 3901 - ჯერ

ნაოპერაციები მერაბ შარიქაძე შემოდგომაზე დაბრუნდება

მერაბ შარიქაძის ტრავმის შესახებ უკვე მოგახსენებდით, ახლა კი შევიტყვეთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და 24 წლის სპორტსმენი თამაშს სულ ცოტა სექტემბრამდე ვერ შეძლებს, თუმცა რეაბილიტაციამ შესაძლოა ნოემბრამდეც გასტანოს. ზოგადად ასეთია ჯვარედინი მყესების გაწყვეტის ფასი.

შარიქაძემ ტრავმა თავის კლუბში, საფრანგეთის პრო დ2-ში მოასპარეზე "ორიაკში" მიიღო. საკლუბო სტადიონი "ბარადელი" კოხტა და ლამაზია, მაგრამ მასზე ხელოვნური საფარია დაგებული, რომელიც ზრდის მსგავსი ტრავმების ალბათობას. ჰოდა, ჩვენი კაპიტნის ჯვარედინი მყესებიც სწორედ სინთეტიკურმა "ბალახმა" იმსხვერპლა.

მერაბმა ბოლოს 12 იანვარს, "ანგულემის" წინააღმდეგ ითამაშა, შემდეგ კი ვარჯიშზე დაშავდა - მუხლზე დაეცა და ეროვნულ გუნდში უკვე ტრავმირებული გამოცხადდა. ჩვენი ნაკრების მედიკოსებმა მორაგბე თავდაპირველად დაამშვიდეს, 6-კვირიანი თერაპია საკმარისი იქნებაო, რაც ინგლისის ნაკრების ექიმმაც დაადასტურა, რომელმაც შარიქაძე ბორჯღალოსნებისა და "ვარდების" ერთობლივი ვარჯიშებისას შეამოწმა.

მაგრამ სინამდვილე უფრო მკაცრი აღმოჩნდა და მერაბ შარიქაძეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ოპერაციისშემდგომი რეაბილიტაციის ხანგრძლივობის შესახებ კი ამ ნიუსის თავშიც მოგახსენეთ - ჩვეულებრივ, 6-8 თვე გრძელდება. თუმცა, დღეს რეაბილიტაციამდეც შორია - მერაბს რამდენიმეკვირიანი დასვენება სჭირდება, ვიდრე აღდგენით ვარჯიშებსა და პროცედურებს შეუდგება.

იმედია, ჩვენი კაპიტანი მაქსიმალურად მოკლე დროში მომჯობინდება, რათა ნოემბერს საუკეთესო კონდიციებით შეხვდეს. ალბათ გახსოვთ: 10 ნოემბერს ჩვენს ნაკრებს ბოლო წლების და შესაძლოა არსებობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტ-მატჩი ელის - იტალიის ეროვნულ გუნდთან...


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:41 | 09.03.2018
BEERTRANCE (1073)

შეძლებისდაგვარად მალე მომჯობინებას ვუსურვებ. ბუკას გარეშე წარმოუდგენელიც არის უკანა ხაზი

10:56 | 09.03.2018
temuchin (431)

ბუკა ძალიან გვჭირდები, დროზე გამოჯანმრთელებას გისურვებ და ბოლო ტრავმა ყოფილიყოს შენთვის.

10:29 | 09.03.2018
buratino (480)

მალე გამოჯანმრთელება და ფორმის აღდგენა, მერაბ!

17:15 | 08.03.2018
გიგო (5)


მალე სრულფასოვან გამოჯანმრთელებას და დაბრუნებას ვუსურვებ ბუკას

17:07 | 08.03.2018
პანტელეიმონი (1218)

ჯანმრთელობას გისურვებ ბუკა ! ! !

16:26 | 08.03.2018
თორღვა პანკელი (387)

ჯანმრთელბას გისურვებ ბუკა უნდა მომჯობინდე იტალიისათვის, შენი უმწვავესი ბოჭვების გარეშე გაჭირდება "მაკარონნიკებთან".

0.078552