უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეტლანდმა, 6 ერის ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა.
“დრაკონები” იტალიის ნაკრებს გადახალისებული შემადგენლობით ეთამაშებიან. სასტარტო თხუთმეტეულში ერთბაშად 10 ცვლილებაა. მეორეხაზელი კორი ჰილის გარდა, ყველა მორკინალია შეცვლილი, ხოლო უკანახაზში დენ ბიგანი, ლი ჰალფპენი და სკოტ უილიამსი დაისვენებენ.
უელსელთათვის სასიამოვნო ინფორმაცია ის გახლდავთ, რომ ტრავმა მოიშუშა და ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა ტაულუპე ფალეტაუ, რომელიც ალუნ უინ ჯონსის არყოფნაში, “აძურისთან” მატჩში კაპიტანი იქნება. მიმდინარე 6 ერში სასტარტოში პირველად იქნება ჯორჯ ნორთი, რომელიც წინა ორ შეხვედრაში თამაშში მარქაფადან ჩაერთო.
უორენ გეტლანდმა ასეთი შემადგენლობა შეარჩია:
უკანა ხაზი
15. ლიამ უილიამსი (“სარასენსი”, ინგლისი, 46 კეპი), 14. ჯორჯ ნორთი (“ნორთჰემპტონი”, 71), 13. ოუენ უატკინი (“ოსპრეიზი”, 3), 12. ჰედლი პარკსი (“სკალეტსი”, 4), 11. სტეფ ევანსი (“სკარლეტსი”, 8), 10. გარეთ ენსკომბი (“კარდიფ ბლუზი”, 14), 9. გარეთ დევისი (“სკარლეტსი”, 30);
შერკინება
1. ნიკი სმიტი (“ოსპრეიზი”, 16), 2. ელიოტ დი (“დრაგონსი”, 5), 3. ტომას ფრანცისი (“ექსეტერ ჩიფსი”, ინგლისი, 29), 4. კორი ჰოლი (“დრაგონსი”, 13), 5. ბრედლი დევისი (“ოსპრეიზი”, 60), 6. ჯასტინ ტიპურიკი (“ოსპრეიზი”, 55), 7. ჯეიმს დევისი (“სკარლეტსი”, 0), 8. ტაულუპე ფალეტაუ (“ბათი”, ინგლისი, კაპიტანი, 70);
მარქაფა
16. კენ ოუენსი (“სკარლეტსი”, 55), 17. რობ ევანსი (“სკარლეტი”, 23), 18. სამსონ ლი (“სკარლეტსი”, 37), 19. სებ დევისი (“კარდიფ ბლუზი”, 3), 20. ელის ჯენკინსი (“კარდიფ ბლუზი”, 5), 21. ალედ დევისი (“სკარლეტსი”, 7), 22. რის პატჩელი (“სკარლეტსი”, 7), 23. ლი ჰალფპენი (“სკარლეტსი”, 76).
შეგახსენებთ, რომ უელსის ნაკრები 6 ერის მეოთხე ტურის მატჩში “ფრინსიფალითი სთედიუმზე” იტალიის ნაკრებს დაუხვდება. შეხვედრა კვირას საქართველოს დროით 19 საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია