საერთაშორისო

19:50 | 7.03.2018 | ნანახია 1954 - ჯერ

6 ერი: ერთი იძულებითი ცვლილებით ირლანდიის წინააღმდეგ

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა, 6 ერის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

“ნარშავების” სასტარტო თხუთმეტეულში ერთადერთი ცვლილებაა და ისიც იძულებითი: ტრავმირებული ფრთა ტომი სიმური, ბლეირ კინგჰორნმა შეცვალა, რომელიც ნაკრების ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშებს. ორი ახალი მოთამაშე გამოჩნდა მარქაფაში: კვაჭი ფრეისერ ბრაუნი, რომელმაც ტრავმა ახლახანს მოიშუშა და გარემარბი ლი ჯონსი.

შოტლანდიელთა შემადგენლობა ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი

15. სტიუარტ ჰოგი (“გლაზგო უორიორსი”, 57 კეპი), 14. ბლეირ კინგჰორნი (“ედინბურგი”, 1), 13. პიტ ჰორნი (“გლაზგო უორიორსი”, 31), 12. ჰიუ ჯონსი (“გლაზგო უორიორსი”, 13), 11. შონ მეიტლენდი (“სარასენსი”, ინგლისი, 32), 10. ფინ რასელი (“გლაზგო უორიორსი”, 34), 9. გრეიგ ლეიდლოუ (“კლერმონი”, საფრანგეთი, 60) ;

შერკინება

1. გორდონ რიდი (“ლონდონ აირიში”, ინგლისი, 30), 2. სტიუარტ მაკინალი (“ედინბურგი”, 15), 3. სიმონ ბერგჰანი ("ედინბურგი", 7) , 4. გრანტ გილქრისტი (“ედინბურგი”, 21) , 5. ჯონი გრეი (“გლაზგო უორიორსი”, 41), 6. ჯონ ბარკლი (“სკარლეტსი”, უელსი, კაპიტანი, 69), 7. ჰემიშ უოტსონი (“ედინბურგი”, 18), 8. რაიან უილსონი (“გლაზგო უორიორსი”, 35);

მარქაფა

16. ფრეისერ ბრაუნი (“გლაზგო უორიორსი”, 29), 17. ჯეიმი ბათი (“გლაზგო უორიორსი”, 6), 18. უილემ ნილი (“ედინბურგი”, 20), 19. ტიმ სუინსონი (“გლაზგო უორიორსი”, 34), 20. დევიდ დენტონი ("ვუსტერ უორიორსი", ინგლისი, 36) , 21. ალი პრაისი (“გლაზგო უორიორსი”, 13), 22. ნიკ გრიგი (“გლაზგო უორიორსი”, 2) , 23. ლი ჯონსი ("გლაზგო უორიორსი", 7).

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ნაკრები 6 ერის მეოთხე ტურის მატჩში "ავივა სთედიუმზე" ირლანდიის ნაკრებს ესტუმრება. შეხვედრა შაბათს საქართველოს დროით 18 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
3.647863