რაგბი ევროპის 2018 წლის მეოთხე ტურის მატჩში ბორჯღალოსნები კრასნოდარშირუსეთს ერკინებიან. შეხვედრა 10 მარტს, საქართველოს დროით 16 საათზეგაიმართება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია იმედიშემოგვთავაზებს.
საქართველოს ნაკრები კრასნოდარში 8 მარტს საღამოს მიემგზავრება, ხოლო დილის 10საათზე ბორჯღალოსნები შევარდენზე ტრადიციულ ღია ვარჯიშს გამართავენ.
ღია ვარჯიშზე დასწრება ყველა გულშემატკივრისთვის თავისუფალია.
მედია წარმომადგენლების საყურადღებოდ: ღია ვარჯიშის გადაღება ნებადართულია მხოლოდ პირველი 15 წუთის განმავლობაში, ინტერვიუების ჩაწერა დაგეგმილია ვარჯიშის დამთავრებისთანავე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მატჩის შემდეგ, 18 მარტს, 16 საათზე, ბორჯღალოსნები დინამოზე ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, რუმინეთს ანთიმოზ ივერიელის და რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასების დასაბრუნებლად ერკინებიან. მატჩზე დასასწრები ბილეთები შეიძინე აქ TKT.GE/Rugby.
რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უსაფრთხოებას სერიოზული ყურადღება მიაქციოს ვისაც ეხება, თორემ ღრუსეთში ფაშისტების ტვინში რა მოიხარშება არავინ არ იცის, ბოღმით არიან გადავსებულები ღორისშვილები ! ! !
გამარჯვება ბიჭებო ! ! !
ამ თემაზე მეც სერიოზულად ვფიქრობ ხოლმე რუსეთში ყოველი ვიზიტის წინ.
წარმატებები ბიჭებო! გულშემატკივრები არც მაქ მოგაკლდებათ, რაგბი ჩვენი თამაშია!
წარმატებები ჩვენო სასახელო ქართველებო! გფარავდეთ უფალი!
მშვიდობით გემგზავროთ და გამარჯვებით დაბრუნებულიყავით "ბორჯღალოსნებო" ! ! !
აბა თქვენ იცით.