3 მარტს ‘მიხეილ მესხზე’ ესპანეთის 23:10 დამარცხების შემდეგ, ბორჯღალოსნებმა ერთი დღე დაისვენეს და ორშაბათიდან ‘შევარდენის’ სანაკრებო ბაზაზე ვარჯიში განაახლეს.
2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში, მილთონ ჰეიგის შეგირდები კრასნოდარში ‘დათვებად’ წოდებულ რუსეთის ნაკრებს შეერკინებიან. ეს ამ ნაკრებების 22-ე დაპირისპირებაა და ურთიერთშეხვედრებში ქართველები დიდი უპირატესობით ლიდერობენ.
რუსებმა მხოლოდ ერთადერთი მატჩი მოიგეს, შორეულ 1993 წელს სოპოტში (პოლონეთი), მას შემდეგ ერთხელ - 2002 წელს თბილისში ფრეს დასჯერდნენ, დანარჩენ 19 შემთხვევაში კი, გამარჯვება ბორჯღალოსნებს დარჩათ.
განვლილი 21 შეხვედრიდან 11 საქართველოში გაიმართა, 7 რუსეთში, ხოლო სამი ნეიტრალურ მოედანზე. ქართველებს მეტოქე ზედიზედ 16-ჯერ ყავთ დამარცხებული, აქედან 3-ჯერ კრასნოდარში, ქალაქში სადაც მომავალი შეხვედრა გაიმართება.
იქ ‘დათვებმა’ პირველად 2001 წელს გვიმასპინძლეს და 23:25 დამარცხდნენ, 2003 წელს 17:23, ხოლო 2004 წელს 15:27. მას შემდეგ რუსებმა მასპინძელი ქალაქი ორჯერ შეცვალეს, თუმცა შედეგი უცვლელი დარჩა და კრასნოდარს 14-წლიანი შესვენების შემდეგ ვუბრუნდებით.
მეტოქე გასვლით შეხვედრებში ყველაზე დიდი სხვაობით 2016 წელს, სოჭში დაგვიმარცხებია - 24:7; ურთიერთ-შეხვედრების ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობა 2012 წელს თბილისში დაფიქსირდა - 46:0; სულ მეტოქეს გავუტანეთ 59 ლელო და მივიღეთ 16, ხოლო ქულათა ბალანსი 528:245-ზეა.
ერთი ცვლილება გაფართოებულ რაზმში
ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა მომავალი შეხვედრისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა.
‘სტად ფრანსეს, ბურჯის, ზურაბ ჟვანიას ნაცვლად, შეკრებაზე ‘ბრივის’ ბურჯ კარლენ ასიეშვილს უხმეს, რომლის ანგარიშზეც 29 კეპი და 3 ლელოა. ასიეშვილმა ნაკრების კვართით ბოლოს შარშან ნოემბერში, უელსის წინააღმდეგ ითამაშა. მწვრთნელებს მისი გამოძახება ესპანეთთან მატჩისთვისაც სურდათ, თუმცა ფრანგული კლუბის თხოვნა გაითვალისწინეს და კახა ერთი კვირით ‘ბრივს’ დაუთმეს.
განსხვავებული პოზიციებით
2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე თამაშს გუნდები განსხვავებულ სიტუაციაში ხვდებიან. ბორჯღალოსნებმა სამივე შეხვედრა მოიგეს, აქედან ორი ბონუსით - ბელგიასთან 47:0 და გერმანიასთან 64:0, ხოლო 3 მარტს ესპანეთს 23:10 სძლიეს.
‘დათვები’ 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვისაც იბრძოდნენ, მაგრამ ორივე კონკურენტთან დამარცხდნენ და ფლეი ოფში გასვლის შანსიც დაკარგეს. პირველ ტურში მათ ესპანეთი მიიღეს 13:20 წააგეს, 17 თებერვალს ბელგია 48:7 დაამარცხეს, ხოლო გასულ შაბათს რუმინელებს დასკვნით 20 წუთში ვერ გაუძლეს, 15:15-ის შემდეგ 10 უპასუხო ქულა მიიღეს და 15:25 დამარცხდნენ.
ამრიგად, მე-4 ტურის წინ საქართველო სატურნირო ცხრილში 14 ქულით ლიდერობს, მას 5 ქულით ჩამორჩება რუმინეთი, 6-ით ესპანეთი, ხოლო რუსეთს 6 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზეა. ბელგია 5 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო გერმანია ჯერაც უქულოდაა.
მსოფლიო თასის შესარჩევ ცხრილში, სადაც რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი წლის შედეგები ითვლება (საქართველოსთან გამართული მატჩების გამოკლებით), რუმინეთი 7 თამაშიდან 24 ქულით პირველ ადგილზეა, მას 3 ქულით ჩამორჩება ესპანეთი, რომელსაც ერთი შეხვედრა რეზერვში აქვს, ხოლო რუსეთმა 7 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო, 15 ქულა აქვს და ლიდერებს ვეღარ დაეწევა.
ამრიგად, ‘დათვებს’ მიზნად რაგბი ევროპაზე მაქსიმალურად მაღალი ადგილის დაკავება დარჩათ და ბორჯღალოსნებთან წარუმატებელი სერიის შეწყვეტას მაქსიმალურად ეცდებიან. მაგრამ ბორჯღალოსნებს რუსებთან მე-20 გამარჯვების მოპოვება და რაგბი ევროპის თასის დაბრუნება სწყურიათ!
10 მარტის თამაში საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი რეპორტაჟი „იმედზე“ და „რაგბი თივიზე“ იქნება.
საქართველოს ბორჯღალოსნები
მოვარჯიშე რაზმი 2018 წლის "რაგბი ევროპაზე" რუსეთთან სათამაშოდ
No | სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
უ | მერაბ კვირიკაშვილი | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1983 | 108 | 16ლ 147გ 150ჯ 3ა [833 ქ] 5სბ |
უ | სანდრო თოდუა | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1987 | 70 | 9ლ 2სბ |
უ | ბექა წიკლაური | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1989 | 29 | 5ლ 24გ 15ჯ 2ა [124 ქ] |
უ | სოსო მათიაშვილი | კრასნი იარ [რუს სუპერ] | 1993 | 7 | 4ლ 11გ 9ჯ [78 ქ] |
უ | ანზორ სიჭინავა | აკადემია [საქ დ 10] | 1995 | 4 | ლ სბ |
შ | დავით კაჭარავა | ენისეი [რუს სუპერ] | 1985 | 107 | 22ლ [4 კაპ] 3სბ |
შ | ლაშა მალაღურაძე | კრასნი იარ [რუს სუპერ] | 1986 | 82 | 4ლ 40გ 25ჯ 3ა [184 ქ] 2სბ |
შ | გიორგი კოშაძე | რუსთავის ხარები [საქ დ 10] | 1996 | 9 | 4ლ |
შ | გიორგი კვესელაძე | მარნეულის არმაზი [საქ დ 10] | 1997 | 5 | 3ლ |
10 | ლაშა ხმალაძე | ბათუმი [საქ დ 10] | 1988 | 60 | 8ლ 4გ [48 ქ] |
10 | რევაზ ჯინჭველაშვილი | მარნეულის არმაზი [საქ დ 10] | 1995 | 7 | : |
9 | ვასილ ლობჟანიძე | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 30 | 5ლ |
9 | გელა აფრასიძე | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1998 | 6 | : |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | მიხეილ ნარიაშვილი | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1990 | 49 | 2ლ სბ |
1 | კახა ასიეშვილი | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1987 | 29 | 3ლ |
2 | შალვა მამუკაშვილი | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1990 | 52 | 5ლ სბ |
2 | ბადრი ალხაზაშვილი | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1995 | 7 | : |
3 | ლევან ჩილაჩავა | ტულონ [სფრ ტოპ14] | 1991 | 38 | 7ლ სბ |
3 | ანტონ ფეიქრიშვილი | კარდიფ [უელ პრო 14] | 1987 | 25 | 6ლ 2სბ |
3 | გიორგი მელიქიძე | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 5 | ლ |
2ხ | გიორგი ნემსაძე | ბრისთოლ [ინგ ჩემპ] | 1984 | 79 | 13ლ [3 კაპ] 5სბ |
2ხ | შალვა სუთიაშვილი | ანგულემ [სფრ პრო დ2] | 1984 | 64 | 2ლ [15 კაპ] 3სბ |
2ხ | ნოდარ ჭეიშვილი | შონბრი [სფრ ფედ1] | 1990 | 9 | : |
3ხ | ვიტო კოლელიშვილი | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1989 | 46 | 4ლ [1 კაპ] 2წბ 6სბ |
3ხ | გიორგი თხილაიშვილი | ბათუმი [საქ დ 10] | 1991 | 43 | 10ლ სბ |
3ხ | ლაშა ლომიძე | ლონდონ აირიშ [ინგ პრემ] | 1992 | 40 | 5ლ + შ სბ |
3ხ | ოთარ გიორგაძე | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 10 | 2ლ |
3ხ | გიორგი ცუცქირიძე | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1996 | 7 | სბ |
3ხ | მიხეილ გაჩეჩილაძე | ენისეი [რუს სუპერ] | 1990 | 3 | ლ |
რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ახლა ესპანეთთან მაინც წკიპზე გავლის მერე ღრუსებთან სათანადო მოტივაციით გავლენ ალბათ სათამაშოდ.
ოეე, რას ქვია კლუბის თხოვნა გაითვალისწინეს????
თუ ნაკრებს სჭირდება არ გადავუარე კლუბს თავზე??
ყველაფერში ესეთი ბულკები როგორ გვყვანან, ტფუი...
სამივე გაფუჭებული დერეფანი ალხაზიშვილის კისერზეა და ეს ესპანელებთან არ მოხდა პირველად, მგონია რომ მელიტონას ჰუკერის პოზიციაზე ალხაზიშვილის ალტერნატივა ყავს მოსაძებნი ! ! !
ჩაგვიგდია თამაშები ჩვენ ამ ჩემპიონატზე და არა ერთხელ, შარშან ეს რუმინეთთან დაგვემართა და თასის წაგებად დაგვიჯდა, წელს ესპანეთთან დაგვემართა, კი მოვიგეთ მაგრამ ამ მოგებამ უფრო მეტი კრიტიკა დაიმსახურა ვიდრე შექება, კარგია რომ ეს ასე ვთქვათ უხასიათო თუ შეცდომებით სავსე თამაში ესპანეთთან დაგვემართა და თან მოვიგეთ. აწი არც რუსებს და არც რუმინელებს მიზერული შანსიც არ ააქვთ ჩვენთან, ეს მარტო ჩვენი სენი არაა, საერთოდ რაგბს ახასიათებს და არა მარტო რაგბს, აგერ შოტლანდიამ 6 ერში პირველივე მატჩში განადგურდა უელსთან, მერე კი ინგლისს ბურთი თავზე გადაახია, შეცდომები ბევრი დაგვიშვია რაგბში მაგრამ, ფეხბურთისგან განსხვავებით ეს შეცდომები დაგვინახავს და გამოგვისწორებია კიდეც, წარმატებები ბიჭებს, რაგბი ჩვენი თამაშია!