ამბები

15:05 | 5.11.2014 | ნანახია 1849 - ჯერ

“ბორჯღალოსნების” ღია ვარჯიში 6 ნოემბერს “შევარდენზე” გაიმართება

ხუთშაბათს “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე “ბორჯღალოსნები” ღია ვარჯიშს გამართავენ. 2014 წლის ნოემბრის ტესტ-სერიის პირველი ღია ვარჯიში 16:30 საათზე დაიწყება.

ტრადიციულად, ფოტო-ვიდეო გადაღება დაწყებიდან 10 წუთის განმავლობაში არის ნებადართული, ხოლო ხვალ, 6 ნოემბერს მედია საშუალებების წარმოადგენლებს ფოტო-ვიდეო გადაღების წარმოება პირველი 30 წუთის განმავლობაში შეეძლებათ.

ქართული რაგბის ქომაგებს მოგიწოდებთ ხუთშაბათს მობრძანდეთ შევარდენზე და დაესწროთ ჩვენი გუნდის ღია ვარჯიშს.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ტესტ-სერიის პირველ მატჩს, საქართველოს ეროვნული ნაკრები შაბათს, 8 ნოემბერს ტონგას წინააღმდეგ გაამართავს. მსოფლიო თასამდე ერთი წლით ადრე, “ბორჯღალოსნები” ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს მესხის სტადიონზე 17:00 საათზე ერკინებიან!

მატჩის ბილეთები, რომლებიც 3 და 5 ლარი ღირს, მესხის სტადიონის სალაროებში ყოველდღიურად, 11 საათიდან 19 საათამდე იყიდება. შეგახსენებთ, რომ ყველა ბილეთი დანომრილია.

“ბორჯღალოსნები” ნოემბრის ტესტ-სერიაში ბოლო რამოდენიმე წელიწადია რაც მონაწილეობენ. წლეულს პირველივე საშინაო ტესტში ტონგას, 2015 წლის მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის კონკურენტ ნაკრებ გუნდს ვეთამაშებით.

აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია 8 ნოემბრის ტესტ-მატჩზე სტადიონის გავსება და მხურვალე ქომაგობა. ქართული რაგბის ყველა ქომაგს მოგიწოდებთ დროულად იზრუნოთ ბილეთების შეძენაზე, 8 ნოემბერს თამაშამდე ერთი საათით ადრე მობრძანდეთ მესხის სტადიონზე და ერთად ვუქომაგოთ ბორჯღალოსნებს!

რაგბი ჩვენი თამაშია!


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.073159