სიახლეები

23:45 | 5.03.2018 | ნანახია 3319 - ჯერ

ჩემპიონთა თასის ფინალის 36000 ბილეთი გაყიდულია – “სან მამესზე” ანშლაგი იქნება

ესპანეთში რაგბის მიმართ ინტერესი რომ გაიზარდა, ამაში რაგბი ჩემპიონატის უკანასკნელმა ორმა ტურმა დაგვარწმუნა, როდესაც ესპანეთის ნაკრებმა ჯერ მადრიდში რუმინეთის ნაკრები დაამარცხა, რითაც ფაქტობრივად 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური გაინაღდა და ამ შეხვედრას 15000 ადამიანზე მეტი დაესწრო. შაბათს კი, გადახალისებული შემადგენლობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს და მხოლოდ 10:23 წააგეს.

ახლა კი კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას შემოგთავაზებთ. როგორც მოგეხსენებათ, წელს ევროთასების ფინალებს ბილბაო უმასპინძლებს და შეხვედრები “სან მამესზე” გაიმართება, რომელიც 53289 ადამიანს იტევს. ცნობილი ესპანური გამოცემა Marca წერს, რომ ბილეთების გაყიდვის ტემპმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და ფინალამდე ორი თვით ადრე, ჩემპიონთა თასის ფინალური შეხვედრის 36000 ბილეთზე მეტია გაყიდული, ხოლო ჩელენჯ ქაფის გადამწყვეტი მატჩისთვის 20000 ბილეთზე მეტია დაჯავშნული.

ჩემპიონთა თასის ფინალური შეხვედრის ბილეთების 54% ესპანეთში იყიდება, 20% ინგლისში, ხოლო 18% - საფრანგეთში. რაც შეეხება ჩელენჯ ქაფს, აქ ინგლისს 25.85% შეხვდა, საფრანგეთს კი 13.79%.

ცნობისთვის, წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროთასების ფინალური მატჩები დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და საფრანგეთის გარეთ ტარდება.

შეგახსენებთ, რომ ჩელენჯ ქაფის ფინალი 11 მაისს გაიმართება, ხოლო ევროპის უძლიერესი ტურნირის გადამწყვეტი მატჩი 12 მაისს შედგება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:18 | 06.03.2018
BEERTRANCE (1073)

ერთგვარი წამოქაჩვა პორტუგალიასაც ჰქონდა და ღრუსებსაც, პორტუებმა 2007 წელს ითამაშეს მსოფლიოზე ღრუსებმა 2011-ში მარა იმის მერე 2-ეს ჩავარდნა აქვს, ა ეს თუ გადალახეს ესპანელებმა მაშინ მართლა საინტერესო იქნება, მაგდენიც წესით ვერ უნდა გაბედონ (თუმცა რა იცი) რო ესპანეთი შეუშვან და ჩვენ არა.

10:54 | 06.03.2018
ანდროიდი (50)

ძალიან კარგი იქნება თუ ასე გააგრძელებს ესპანეთი, საინტერესო მეტოქეა.

09:12 | 06.03.2018
ceri (2)

კარგია, ესპანეთი კომერციულად საინტერესო იქნება ექვსი ერისთვის და თუ ეგენი შეუშვეს მერე ჩვენი შეშვებაც მოუწევთ, ისე რაღა მანდ შესვლა და რაღა ნატოში )))

02:35 | 06.03.2018
თორღვა პანკელი (387)

მივესალმები ესპანეთში რაგბის განვითარებას და სულ არ მაინტერესებს ეს რის ხარჯზე მოხდება, კი შეყარეს ნაკრებში ძირითად საფრანგეთიდან ჩამოყვანილი მორაგბეები, მაგრამ როგორც მათმა მწვრთნელმა აღნიშნა მათ ესპანური ფესვები ქონიათ. როდესაც რაგბის დონე და პოპულარობა აიწევს ესპანეთში და ბავშვებშიც დიდი ინტერესი გაჩნდება, მერე აღარავის ჩამოყვანა აღარ დაჭირდებათ, მე რაგბის ერთ რიგით გულშემატკივარს ყელში ამომივიდა, ამხელა ევროპაში ბრიტანელების, ფრანგების და რაგბში დღეს არაფრის მთქმელი იტალიის იქეთ რომ ვერ მიდის ასეთი მაგარი სპორტი როგორიც რაგბია.

23:07 | 06.03.2018
temuchin (431)

1000%

0.134439