უმცროსი ბორჯღალოსნები, რომლებიც პოლონეთში გასამართი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის (ყოფილი ელიტ დივიზიონი) ემზადებიან, 3 მარტს გამთენიისას საფრანგეთში, ტულონში გაემგზავრნენ, სადაც 9-დღიან შეკრებას გაივლიან.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დავით ჩავლეიშვილმა შეკრებაზე 32 მორაგბე წაიყვანა, რომელთაგან 26 შეირჩევა და ისინი მარტის ბოლოს პოლონეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.
მგზავრობის შემდეგ, გუშინ გუნდმა ერთი, აღდგენითი ვარჯიში ჩაატარა. უმცროსი ბორჯღალოსნები დღეს ორჯერ ივარჯიშებენ, ხვალ მართვადი თამაში (ვარჯიში) ექნებათ ‘ნიცასთან’, ხოლო 10 მარტს ‘ექს-ან-პროვანსის’ ახალგაზრდულ გუნდს შეხვდებიან.
„საფრანგეთში ის ბიჭები წავიყვანეთ, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ, ასევე სარეზერვო მოთამაშეები. 6 მარტს ‘ნიცას’ ახალგაზრდულ გუნდთან მართვადი თამაში გვექნება, უფრო ერთობლივი ვარჯიში, ხოლო 10 მარტს ‘ექს-ან-პროვანსთან’ საკონტროლო შეხვედრას გავმართავთ“ - ამბობს ჩავლეიშვილი.
ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, 25 მარტს, უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე ჰოლანდიის ნაკრები იქნება, ნახევარფინალში კი პორტუგალიასა და რუსეთის წყვილს შორის გამარჯვებულს ეთამაშება. დანარჩენ მეოთხედფინალებში ესპანეთი ბელგიას, ხოლო საფრანგეთი რუმინეთს შეხვდება.
ფრანგულ შეკრებაზე მიემგზავრებიან
დავით აბდუშელიშვილი (ლელო-სარასენსი), ნუგზარ სომხიშვილი (არმია), ვანო კარკაძე (აია), ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), საბა კურატიშვილი (არმაზი), ლუკა ჭელიძე (ლელო-სარასენსი), ირაკლი მჭედლიშვილი (ლელო-სარასენსი), ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო-სარასენსი), ტარიელ გვიმრაძე (ხვამლი), ომარი ფერაძე (არმაზი), ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), იოანე იაშაღაშვილი (იუნკერები), ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი), ნიკოლოზ ღამბაშიძე (ლელო-სარასენსი), საბა კურტანიძე (ხვამლი), მიხეილ ალანია (ჯიქი), გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი), გიორგი თევდორაძე (აია), დავით გობეჯიშვილი (აია), ნიკა ცინცაძე (ხვამლი), ლაშა ლომიძე (აია), დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი), ირაკლი სიმსივე (აია), ზურაბ ქავთარაძე (ხარები), ოთარ ლაშხი (იუნკერები), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), გოჩა ჩანადირი (არმაზი), ავთანდილ კალაძე (იუნკერები), ზურაბ მინდიაშვილი (აკადემია), დავით გასვიანი (აია), ლევან ქუშაშვილი (ლელო-სარასენსი).
მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი
მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე
რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია