2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველომ ესპანეთი 23:10 დაამარცხა. მატჩის შემდგომი პრესკონფერენციის კომენტარები:
ბორჯღალოსნების თამაში ჰეიგმა შეაფასა:
„გუშინ ვამბობდით და დღეს ყველანი დავრწმუნდით, რომ ამჟამად ესპანეთის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. ჩვენ მოთმინება კარგად გამოვიყენეთ, შევქმენით შესაძლებლობებიც, რომელთა ნაწილი სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. ვმუშაობთ და გვსურს, რომ უფრო მრავალფეროვნად ვითამაშოთ, მაგრამ ამას დრო ჭირდება. შესრულებაში ყველაფერი არ გამოგვდიოდა, თუმცა ეს მეტოქის კარგ თამაშზეც მეტყველებს და სწორედ მათ არ მოგვცეს ჩანაფიქრის განხორციელების შესაძლებლობა.
„ამ მომენტისთვის ტრავმები არავის აწუხებს. დაველოდებით ექიმების დასკვნებს და მას შემდეგ გადავწყვეტთ დავიმატებთ თუ არა ვინმეს დარჩენილი ორი თამაშისთვის“.
მას კითხვა საკუთარ მომავალზეც დაუსვეს - დარჩება თუ არა ბორჯღალოსნების მწვრთნელად 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ:
„ახლა ჩემი და მთელი გუნდის ფიქრი მხოლოდ 2019 წლის მსოფლიო თასს უკავშირდება. არ მჩვევია შორსმიმავალ გეგმებზე ფიქრი. როდესაც დასრულდება იაპონიის მსოფლიო თასი, რომელიც იმედია ჩვენთვის წარმატებული იქნება, ამის შემდეგ დავსხდებით რაგბის კავშირის პრეზიდენტთან და მაშინ გაირკვევა დავრჩები თუ არა საქართველოს ნაკრებში“.
უნდის კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ აღნიშნა, რომ ესპანეთი ისეთი სუსტი აღარაა, როგორც წინა წლებში და მათი დამარცხება მარტივი აღარაა:
„ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ ჯარიმები კარში დაგვერტყა, დავწინაურებულიყავით ერთი გარდასახული ლელოს ფარგლებში და მერე გვეთამაშა ლელოზე. მეტოქემ კარგი დაცვა ითამაშა, სწრაფად წევდა ხაზს. ჩვენ მიჩვეულები ვართ ამ მეტოქის ადვილად, დიდი სხვაობით დამარცხებას, მაგრამ ახლა ეს ის გუნდი აღარაა. გვქონდა თამაშის აჩქარების მცდელობები, რაღაც მომენტებში ეს გამოგვდიოდა, თუმცა იყო შეცდომებიც“.
თამაშის ხარისხით და მცირე სხვაობით მარცხით კმაყოფილი დარჩა ‘ლომების’ თავკაცი სანტიაგო სანტოსი:
„თამაშით და შედეგით კმაყოფილი ვარ. საქართველოში ამაზე მცირე სხვაობით მხოლოდ ერთხელ დავმარცხდით, სხვა შემთხვევებში კი ფაქტობრივად უშანსოდ ვიყავით. ჩვენ ვეჩვევით მოგებამდე მისვლას. მოვა დრო, როდესაც მოგებაზე ვიფიქრებთ და მხოლოდ მცირე სხვაობით მარცხი აღარ დაგვაკმაყოფილებს“.
„ესპანეთის ნაკრებში მრავლად არიან ნატურალიზირებული მოთამაშეები და მიმაჩნია, რომ დღეისათვის ეს განვითარების სწორი გზაა. გასათვალისწინებელია, რომ ფრანგ მოთამაშეებს ესპანური ფესვები აქვთ და ისინი ესპანელები არიან. ჩვენ გვყავს მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები ფეხბურთში, კალათბურთში, წყალბურთში, ფრენბურთში და იმისათვის, რომ მედიის ყურადღების ცენტრში ვიყოთ, საჭიროა გვქონდეს შედეგი. სწორედ ამ შედეგს და ხარისხს ემსახურება ნატურალიზირებული მოთამაშეების მოწვევა. მნიშვნელოვანია, რომ ახალმა თაობამ სწორედ ხარისხიან რაგბს უყუროს და თითონ ეცადოს მსგავსი რაგბის თამაში.“
მარცხმა გული დაწყვიტა მეტოქის კაპიტანს, დენიელ სნის:
„ამ მომენტისთვის შედეგით კმაყოფილი არ ვარ. შესაძლოა, რამდენიმე კვირა რომ გავა და ამ თამაშს გავიხსენებ, სხვაგვარად ვიფიქრო. დღეს ჩვენ გვყავს საუკეთესო გუნდი, რაც კი ესპანეთის ნაკრებს ოდესმე ყოლია. თუ კითხვას დავსვამთ ასე - შეგვმატა თუ არა ამ თამაშმა თავდაჯერებულობა გიპასუხებთ - დიახ, შეგვმატა“.
რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მგონია მსაჯს პირველი ლელო, რომ დაენახა და ჩაეთვალა მერე უფრო სხვა თამაში წავიდოდა. ესპანელებიც უფრო გაიხსნებოდნენ და ჩვენ უფრო თავდაჯერებულები ვითამაშებდით. მე უფრო მინდა იმაზე ვთქვა, რომ სისწრაფე გვაკლია. არ გვყავს სწრაფი მორაგბეები. ძაან ბევრი ხარვეზია წინ თამაშში. არ ვიცი ესპანეთში როგორ ვითამაშებდით - შარშან უფრო სუსტ ესპანეთის ნაკრებთან ძაან გაგვიჭირდა. მაფიქრებს მატჩი რუსეთში, არა იმიტომ, რომ რუსეთს ძლიერ გუნდად მივიჩნევ არამედ მეშიანია საქართველოს ისევ არ გამოუვიდეს თამაში. ბოლო ორი მატჩია, რუსეთი როგორც კი მიეძალება ჩვენს 22-ს ლელოს ვუჩვებთ, ასე იყო სოჭში შარშანწინ და ასევე თბილისში შარშან. ძაან გვიჭირს მოლის შეკავება - ბოლო თამაშებიდან ჩანს ეს. აშშ გვაჯობა მოლში.
BEERTRANCE ვერ დაგეთანხმები მოდუნებულები იყვნენო, თავიდანვე ვუტევდით და ლელოზე ვთამაშობდით, დავდეთ კიდეც 100% ლელო მაგრამ მსაჯმა არ ჩათვალა. საერთოდ ვიდოეო რეფერი რატომ არ იყო არ მესმის. უბრალოდ ხაზთან ახლოს რომ ხარ მანდედან წესით ამ შერკინების პატრონი ულელოოდ არ უნდა წამოხვიდე. აიტაცე გადადე, რასაც მამუკა აკეთებდა კარგად. ჩილაჩავასაც შეუძლია და ჟვანიასაც მაგრამ ვერმოვახერხეთ. ერთი რამ ნუ დაგვავიწყდება. ჩვენ ვეთამაშეთ ესპანეთის ნაკრების კვართებში გადაცმულ მგლებს. ჩვენ კიდევ ალბათ ცხვრები გვეგონა. ვისი ბრალია, ალბათ ისევ ჩვენი. მილტონ ჰეიგის მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ ერთი რამ ცხადია ესპანეთთან თამაში ვერ ასწავლა გუნდს. უფრო იმათ მოგვახვიეს საკუთარი თამაში თავს. რაქებში გვჯობნიდნენ, დაკიდებულ ბურთებზეც, რაც ჩვენი აქილევსის ქუსლია. ცდილობდნენ თამაში აერიათ და სისწრაფის ხარჯზე ლელო დაედოთ. ჩვენ მიყოლა არ გვივარგოდა, უფრო ცენტრიდან ვცდილობდით ხაზის გაჭრას, რამდენი ბოლომდე ჩავათამაშეთ იმდენი ამოგვიწიეს ხაზი, ისინი კი ამას უკეთ აკეთებდნენ. თუმცა ბევრი პოზიტივი იყო ჩვენ თამაშში.
1. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გუნდში არიან მოთამაშეები, რომლებიც მუდმივად სტაბილურად თამაშობენ კოლელიშვილი, თხილაიშვილი, კაჭარავა უკკვე დაემატა მათიაშვილი.
2. რამდენიმე მოთამაშემ თავი აშკარად ლიდერად წარმოაჩინა, რაც ძალიან საჭიროა და არც გამკვირვებია, იმიტომ რომ პირველი შემთხვევა არ იყო. ეს იყო პირველ რიგში ვასო ლობჟანიძე, რომელიც მაღალ ბურთზე თამაშით, დაცვაში კარგი თამაშით და გარღვევებით გუნდს დამატებით ძალას აძლევდა. აგრეთვე მათიაშვილიც კარგია და იყო კიდევ ერთი ორი
3. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ნელ-ნელა სათადარიგოთა სკამი სულ უფრო სოლიდური ხდება, და ვინც თამაშში ერთვება უფრო ამწვავებს თამაშს, ესე იგი სრულყოფილი თუ არა უკეთესი ჩანაცვლება ხდება ხოლმე და აქ განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მელიქიძის კარგი ჩართვა, რაც სავსებით ლოგიკურად ლელოთი დაგვირგვინდა. სრულყოფილი შეცვლების გარეშე დიდ გუნდებს ვერ მოუგებ და ძალიან მიხარია და ეს ჰეიგის დიდი დამსახურებაა, რომ ეს ჩვენ გუნდში პრობლემას არ წარმოადგენს.
საერთო ჯამში უნდა ითქვას, რომ ესპანეთს ამ თამაშისთვის მეტი მოტივაცია ჰქონდათ. პირველი, მათ გადმოყვათ მეტი პოზიტივი განვლილი თამაშიდან, 2. ბევრი მათგანი ცდილობდა კარგად ეთამაშა, რომ დაიმკვიდროს ადგილი პირველ გუნდში, ყველას უნდა მსოფლიოზე თამაში 3. ფავორიტები ჩვენ ვიყავით და მათ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ
რავი მაშინ ვიტყოდი მოტივაცია აკლდათო.
აი მერამდენედ არის რომ თავიდანვე ჯიუტად ლელოზე თამაში რო არ ღირს ყოველთვის. იქ ჯარიმა უნდა გაეტანათ და მერე უფრო ათამაშდებოდენ.
წარმატებები
რაღაც არ მოველოდი ეგეთ თამაშს. მოდუნებულები იყვნენ თითქოს და საჭირო დროს დროზე მოვიდენ აზრზე.
გაუმარჯოს. ჩვენ ბიჭებს მადლობა ბოლომდე ბრძოლისთვის. ეს იყო ერთადერთი დადებითი ამ თამაშში საქართველოსთვის.
სამწუხაროდ ნეგატივზე მეტი მაქვს სასაუბრო: ბიჭებს საშინლად უჭირთ აშკარა ფავორტის რანგში თამაში. განწყობა იყო საშინელი. ვფიქრობ ტაქტიკურად მისაღები ჯარიმების დარტყმა ესპანეთის ნაკრებთან ნაღდად მიუღებელია, მითუმეტეს პირველი ტაიმის საწყის წუთებში და 0-0-ზე. ჩვენ 6 ერის შეფობას უნდა ვაჩვენოთ რომ ყველა გუნდს 10 თავით ვჯობთ, ჩვენ კი სახლში ესპანეთთან პრემიალური ქულის აღება ვერ შევძელით. სადაა საუცხოო ქართული მოლი? 5 მეტრში რომ ხარ მეტოქის ჩათვლის ხაზთან განა რა ძალამ უნდა გაგაჩეროს? ცოტა მსაჯიც მომთმენი გამოდგა 3ჯერ რო შერკინებას დანიშნავ 5 მეტრში იგივე ადგილას ჯარიმის გამო, მგონია რომ ტექნიკური ლელო პირველ ტაიმში 2-ჯერ უნდა ჩაეთვალა მინიმუმ და რეციდიულ შერკინებაში დაჯარიმებებზე ყვითლებიც რამდენჯერმე უნდა აეფრიალებინა, მაგრამ დავანებოთ მსაჯს თავი. დააკვირდით ჩვენს ბურთის შეყვანას თამაშში ცენტრიდან, ან აბრაგანს, მათიაშვილის და ლობჟანიძის გარდა ყველა მიუწვდომელ სიშორეზე ურტყამს, სადაც ჰაერიდან ჩამოხსნის შანსი არ გვაქვს, ვერ ვუსწრებთ. ახლა ესპანელთა დარტყმებს დააკვირდით, ყველა ჩვენი მოგებული ბურთიც კი უმძიმეს საჰაერო ბრძოლებში ხერხდებოდა, სულ იყვნენ მათ ამოწეულ ბურთზე წვდომის მანძილზე ესპანელები. მიყოლა გარღვევაზე - 4ჯერ მაინც გავჭერით ხაზი, არცერთხელ მეორე კაცი არ მიყვა შემტევს საპასედ. და ნეგატივის გვირგვინი - დერეფანი, ეს იყო სრული კატასტროფა. როცა ესპანეთთან ასე გემართება, წარმოიდგინეთ რა იქნება ირლანდია-შოტლანდიასთან, ან იგივე იტალიასთან. მე მაგარი იმედგაცრუებული დავრჩი. ასეთი განცდა მაქვს, რომ ძველმა და საშუალო თაობამაც ამოწურა (ან მალე ამოწურავს) შესაძლებლობები. ახალი თაობა სწავლობს სწორად, იმათ მეტი პრაქტიკა აქვთ თანატოლ ექვს ერელებთან, ისინი უფრო მეტს შეძლებენ. სიჩქარეებიც ეტყობათ ახლებს უფრო მაგარი, დღეს სიჩქარეები პირველი მნიშვნელბისაა.
და ბოლოს: მელიტონი ჭეშმარიტი ქართველია, კარგი კაცია, ფასდაუდებელი სამუშაო გასწია ქართული რაგბისთვის, მაგრამ თვითონაც ხვდება, რომ უკვე შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს. ფედერაციის მხრიდან სწორი ტაქტიკაა, რომ მსოფლიოს დამთავრებამდე ის რჩება ნაკრებში. ნაკრები ერთი ოჯახია და 1 წლით ადრე ახალი ოჯახის თავი აშკარად დიდ ვნებათაღელვას გამოიწვევდა მოთამაშეებში. იმას მისი კაპრიზებიც ექნებოდა, სანამ მენტალიტეტს გაარჩევს და ა.შ. მსოფლიოს შემდეგ ჰეიგი განთავისუფლდება, ძალიან ზუსტი ინფორმაცია მაქვს "რაგბის მამებისგან", უკვე სავარაუდო მწვრთნელიც თვალდადგმულია. მეტს ნუ შემეკითხებით. დაველოდოდ 2019-ს. მე მჯერა რომ შედეგს გავიმეორებთ და მილტონ ჰეიგს დიდი პატივით გავაცილებთ ნაკრებიდან. ძალიან მაგარი იქნება თუ ქართულ საკლუბო რაგბზე გადაერთვება და ევროპულ საკლუბო ტურნირში გაუძღვება რომელიმე ქართულ გუნდს, მე პირადად ბათუმელი ვარ და ბათუმისთვის ვიოცნებებდი მას.
ნიაზი ყველაზე მაგარი კომენტატორია, ვინ კი მინახავს და მომისმენია. "ვირს პიტნა არ უყვარდა, ცხვირში ატენიდნენო", მარტო ეს ფრაზა რად ღირს