ამბები

12:09 | 4.11.2014 | ნანახია 3678 - ჯერ

რეიტინგის მომკის დროა

დადგა ნანატრი ნოემბერი და ტესტ-მატჩების დრო, რომელმაც უნდა დაგვანახოს, თუ რა დონეზე უმყოფება ქართული სანაკრებო რაგბი. მომავალი სამი შეხვედრის შედეგები აისახება მსოფლიოს საერთაშორისო საბჭოს რეიტინგზეც, თუმცა, ქართველთა წინსვლა პარალელურ მატჩებზეც იქნება დამოკიდებული.

8 ნოემბერს, 17 საათზე, საქართველოს ნაკრები “მიხეილ მესხზე” ტონგას მასპინძლობს, რომელიც 2015 წლის მსოფლიო თასზეც იქნება “ბორჯღალოსნების” მეტოქე. ამ თამაშს მილტონ ჰეიგის შეგირდები 70,46 ქულით მე-15 ადგილზე ხვდებიან, კუნძულელები კი, 72,58 ქულით მე-13 პოზიციაზე არიან. 15 და მეტი სხვაობით გამარჯვების შემთხვევაში, ქართველები 1,4 სარეიტინგო ქულას მიიღებენ, ამდენივეს დაკარგავს ტონგა და შესაბამისად, “ბორჯღალოსნები” მის წინ აღმოჩნდებიან. 15-ქულამდე გამარჯვების შემთხვევაში, ქართველთა ნამატი 0,937 ქულა იქნება და კუნძულელები კვლავ ქართველების წინ იქნებიან, თუმცა, სხვაობა მნიშვნელოვნად შემცირდება.

ფრის შემთხვევაში თითქმის არაფერი იცვლება, მარცხი კი 1,06, ან 1,594 ქულას (15 და მეტი ქულით მარცხის შემთხვევაში) დაგვაკარგინეს. საქართველოს წინსლაზე, ან უკუსვლაზე (ღმერთი ნუ გაგვწირავს), ორი მატჩის შედეგი იქონიებს გავლენას. 8 ნოემბერს ჩვენს წინ მყოფი იტალია მე-9 ადგილზე მყოფ სამოას მასპინძლობს და თუ დამარცხდა, 0,757, ან 1,136 ქულას დაკარგავს. სამაგიეროდ, გამარჯვების შემთხვევაში მატება 1,24, ან 1,864 ქულა იქნება. ამავე დღეს რუმინეთი ბუქარესტში აშშ-ს ეთამაშება და პერსპექტივაში 0,588, ან 0882 ქულის აღება შეუძლია. მარცხი მათ 1,4, ან 2,12 ქულად დაუჯდებათ.

მსოფლიო რეიტინგს კვლავინდებურად ახალი ზელანდია ლიდერობს, რომელსაც დაახლოებით 3 ქულით ჩამორჩება სამხრეთ აფრიკა. მესამე ადგილზე ევროპის მოწინავე ინგლისია. 8 ნოემბერს ინგლისი სწორედ “ოლ ბლექსს” მასპინძლობს, სამხრეთ აფრიკა კი, ექვსი ერის გამარჯვებულს და ქართველთა მომავალ მეტოქე ირლანდიას ეწვევა.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 3 ნოემბრისთვის

  • (1). ახალი ზელანდია 93,15
  • (2). სამხრეთ აფრიკა 90,41
  • (3). ინგლისი 85,68
  • (4). ავსტრალია 84,53
  • (5). ირლანდია 83,44
  • (6). უელსი 80,70
  • (7). საფრანგეთი 80,01
  • (8). შოტლანდია 77,75
  • (9). სამოა 76,35
  • (10). არგენტინა 75,97
  • (11). იაპონია 75,63
  • (12). ფიჯი 74,58
  • (13). ტონგა 72,58
  • (14). იტალია 70,92
  • (15). საქართველო 70,46
  • (16). რუმინეთი 68,42
  • (17). კანადა 67,77
  • (18). აშშ 67,30
  • (19). ურუგვაი 63,58
  • (20). რუსეთი 62,29
  • (21). ესპანეთი 60,65
  • (22). ნამიბია 59,26
  • (23). პორტუგალია 57,73
  • (24). ჰონკონგი 57,63
  • (25). კორეა 57,22
  • (26). გერმანია 56,32
  • (27). ზიმბაბვე 55,83
  • (28). ჩილე 54,54
  • (29). მოლდოვა 54,10
  • (30). ბელგია 53,90
  • (31). უკრაინა 53,58
  • (32). კენია 53,25
  • (33). ჰოლანდია 52,25
  • ...


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079825