საერთაშორისო

19:58 | 3.03.2018 | ნანახია 5464 - ჯერ

საქართველოს მორიგი გამარჯვება რაგბი ევროპის ჩემპიონატზე

2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესპანეთი 23:10 დაამარცხა.

სოსო მათიაშვილმა პირველ ტაიმში სამი ჯარიმა ზუსტად შეასრულა და გუნდს ცხრა ქულა მოუტანა. ესპანეთმა კი საჯარიმო დარტმით 3 ქულა 30-ე წუთზე აიღო და "ბორჯღალოსნებმა" მიმდინარე ტურნირზე მშრალი სერია შეწყვიტეს.

მეორე ნახევარის დასაწყისში ქართველებმა საჯარიმო ლელოთი შვიდი ქულა მოიპოვეს. ასევე მატჩის ბოლოსკენ ესპანეთმა და საქართველომ თითო-თითო ლელო დადეს და საბოლოოდ მილტონ ჰეიგის შეგირდებმა 13 ქულის სხვაობით მოიგეს.


კომენტარები (40)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:17 | 04.03.2018
BEERTRANCE (1073)

რაგბში ძალიან იშვიათობაა რო ნაკრებში 8 წელზე მეტი დარჩეს მწვრთნელი. ასე რომ ნებისმიერი შედეგის მიუხედავად მგონია რო რაგბის კავშIრი გაუშვებდა მილტონს.

ეგ თამაშI მგონია განწყობის პრობლემა ჰქონდათ ჩვენებს, და ესპანელები ნამეტანი მოტივირებულები იყვნენ. ღრუსებთან წაგების შიში უსაფუძვლოა. ბევრად სუსტები არიან ესპანელებზე და ჩვენები უფრო ყურადღებით ითამაშებენ.

13:15 | 04.03.2018
barashka (1)

გაშლილი თამაში ძალიან კარგად გამოგვდის და მაინც სულ დაბორკილს თამაშობენ,რამდენიც გავშალეთ თამაში იმდენი გარღვევა გამოგვივიდა მაგრამ რადგინდა მიმყოლი არასდროს არ გვყავს.ახლები დარბიან ძველებს სირბილი უმრავლესობას უკვე ეზარებათ ან აღარ შეუძლიათ ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.ესპანეთთან რო ასე გაგიჭირდება ექვს ერზე პრეტენზია ზედმეტია სტაბილურობა გვაკლია ხან ისეთ გუნთან გავიბრწყინებთ ხან ასეთებტან კვდებიან. მეტი ლამაზი რაგბი გომოვიდოდა ბევრად ჯარიმებზე ფიქრი რომარ დაეწყოთ ვითომ ინგლისს ვეთამაშებოდით პირდაპირ ლელოებზე უნდა ეთამაშატ პირველივე ტაიმიდან

01:04 | 04.03.2018
გუსანი (34)

Tokageo ს ვეთანხმები, მოგების მიუხედავად ძალიან ჩაგგვაფიქრა თამაშმა, ჰეიგმა გააჟღერა, რომ მჩ შემდეგ მიდის საქართველოდან, დროც არის., სტაგნაციაშია ნაკრები, როგორც ქვეყანა, ახალი ,,სისხლია" საჭირო,

00:53 | 04.03.2018
გუსანი (34)

ვკითხულობ კომენტარებს და მიხარია, რომ ძირითადში სწორედ არის გაანალიზირებული დღევანდელი თამაში, ურა პატრიოტიზმიდან რეალურს ვუახლოვდებით,, ბოლო 1-2 წელია ძიებაშია ნაკრები, თაობაც იცვლება, წინსვლა ჯერ არ ჩანს, კონკურენტები კი უმატებენ, რაც თავისთავად კარგია, 6 ერთან ჩამორჩენა კი სამწუხაროთ მხოლოდ შერკინებაში შევამცირეთ, ამ კომპონენტშიც ესპანეთი ვერ დავჩაგრეთ , იმედია ბიჭები და მწვრთნელები უკეთ გაანალიზებენ ხარვეზებს და რუმინეთთან ჩავარდნა აღარ გვექნება ,~უკეთესი მომავლის იმედით......

20:16 | 04.03.2018
პანტელეიმონი (1218)

გეთანხმები

23:37 | 03.03.2018
tokageo (45)

გაუმარჯოს. ჩვენ ბიჭებს მადლობა ბოლომდე ბრძოლისთვის. ეს იყო ერთადერთი დადებითი ამ თამაშში საქართველოსთვის.
სამწუხაროდ ნეგატივზე მეტი მაქვს სასაუბრო: ბიჭებს საშინლად უჭირთ აშკარა ფავორტის რანგში თამაში. განწყობა იყო საშინელი. ვფიქრობ ტაქტიკურად მისაღები ჯარიმებისდარტყმა ესპანეთის ნაკრებთან ნაღდად მიუღებელი, მითუმეტეს პირველი ტაიმის საწყის წუთებში და 0-0-ზე. ჩვენ 6 ერის შეფობას უნდა ვაჩვენოთ რომ ყველა გუნდს 10 თავით ვჯობთ, ჩვენ კი სახლში ესპანეთთან პრემიალური ქულის აღება ვერშევძელით. სადაა საუცხოო ქართული მოლი? 5 მეტრში რომ ხარ მეტოქის ჩათვლის ხაზთან განა რა ძალამ უნდა გაგაჩეროს? ცოტა მსაჯიც მომთმენი გამოდგა 3ჯერრო შერკინებას დანიშნავ 5 მეტრში იგივე ადგილას ჯარიმის გამო, მგონია რომ ტექნიკური ლელო პირველ ტაიმში 2-ჯერ უნდა ჩაეთვალა მინიმუმ და რეზიდიულ შერკინებაში დაჯარიმებებზე ყვითლებიც რამდენჯერმე უნდა აეფრიალებინა, მაგრამ დავანებოთ მსაჯს თავი. დააკვირდით ჩვენს ბურთის შეყვანას თამაშში ცენტრიდან, ან აბრაგანს, მათიაშვილის და ლობჟანიძის გარდა ყველა მიუწვდომელ სიშორეზე ურტყამს, სადაც ჰაერიდან ჩამხსნის შანსი არ გვაქვს, ვერ ვუსწრებთ. ახლა ესპანელთა დარტყმებს დააკვირდით, ყველაჩვენიმოგებული ბურთიც კი უმძიმეს საჰაერობრძოლებში ხერხდებოდა, სულ იყვნენ მათ ამოწეულ ბურთზე წვდომის მანძილზე ესპანელები. მიყოლა გარღვევაზე - 4ჯერ მაინც გავჭერით ხაზი, არცერთხელ მეორე კაცი არ მიყვა შემტევს საპასედ. დანეგატივის გვირგვინი - დერეფანი, ეს იყო სრული კატასტროფა. როცა ესპანეთთან ასე გემართება, წარმოიდგინეთ რა იქნება ირლანდია-შოტლანდიასთან, ან იგივე იტალიასთან. მე მაგარი იმედგაცრუებული დავრჩი. ასეთი განცდა მაქვს, რომ ძველმა და საშუალო თაობააც ამოწურა (ან მალე ამოწურავს) შესაძლებლობები. ახალი თაობა სწავლობს სწორად, იმათ მეტი პრაქტიკა აქვთ თანატოლ ექვს ერელებთან, ისინი უკეთესს შეძლებენ. სიჩქარეებიც ეტყობათ ახლებს უფრო მაგარი, დღეს სიჩქარეები პირველი მნიშვნელბისაა.
და ბოლოს: მელიტონი ჭეშმარიტი ქართველია, კარგი კაცია, ფასდაუდებელი სამუშაო გასწია ქართული რაგბისთვის, მაგრამ თვითონაც ხვდება, რომ უკვე შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს. ფედერაციის მხრიდან სწორი ტაქტიკაა, რომ მსოფლიოს დამთავრებამდე ის რჩება ნაკრებში. ნაკრები ერთი ოჯახია და 1 წლით ადრე ახალი ოჯახის თავი აშკარად დიდ ვნებათაღელვას გამოიწვევდა მოთამაშეებში. იმას მისი კაპრიზებიც ექნებოდა, სანამ მენტალიტეტს გაარჩევს და ა.შ. მსოფლიოს შემდეგ ჰეიგი განთავისუფლდება, ძალიან ზუსტი ინფორმაცია მაქვს "რაგბის მამებისგან", უკვე სავარაუდო მწვრთნელიც თვალდადგმულია. მეტს ნუ შემეკითხებით. დაველოდოდ 2019-ს. მე მჯერა რომ შედეგს გავიმეორებთ და მილტონ ჰეიგს დიდი პატივით გავაცილებთ ნაკრებიდან. ძალიან მაგარი იქნება თუ ქართულ საკლუბო რაგბზე გადაერთვება და საკლუბო ტურნირში გაუძღვება რომელიმე ქართულ გუნდს, მე პირადად ბათუმელი ვარ და ბათუმისთვის ვიოცნებებდი მას.
ნიაზი ყველაზე მაგარი კომენტატორია, ვინ კი მინახავს და მომისმენია. "ვირს პიტნა არ უყვარდა, ცხვირში ატენიდენო", მარტო ეს ფრაზა რად ღირს

23:43 | 03.03.2018
DataN24 (215)

არამგონუია ჰეიგი შემდგომ დათანხმდეს ადგილობრივ კლუბში მუშაობას , წესით გაცილებით სარფიანი შემოთავაზებები ექნება და არამგონია უარი თქვას

00:22 | 04.03.2018
tokageo (45)

ეგ სხვა საქმეა, მე ვისურვე უბრალოდ თორემ, ჰეიგი მინიმუმ საფრანგეთის პრო დ2-ს ან ინგლისის ლიგა პრემიერს ნაღდად გაქაჩავს

22:43 | 03.03.2018
წინ ბათუმი-ს დინამო!!! (4)

ფორმა ხომ ცალკე თემაა მეორადებში ნაყიდს გავს შინდისფერი კვართები ჯობია ყველას,მაგრა მომწონდა საფეხბურთო ნაკრების შინდისფერი ფორმა 90-იან წლებში,ის ფორმა ლიტვაში 4:0 რომ მოვიგეთ

22:40 | 03.03.2018
წინ ბათუმი-ს დინამო!!! (4)

ეხლა ბევრი ვიცი გამკიცხავს მაგრამ ვფიქრობ დღეს ჩვენებმა ბუკმეკერებზე ითამაშეს ასე უელსთან არ დაგვირტყმია ჯარიმები,აუტზე გადაგვქონდა აქ კი პირველ ტაიმში თითქოს ავსტრალიას ვეთამაშებოდით ისე გულმოდგინეთ ასრულებდნენ ჯარიმებს
P.S.მამრიკიშვილი მაგარი კაცია

22:33 | 03.03.2018
arsenaa (21)

ეეე, ნეტავ მართლა ფორმის ფერი იყოს პრობლემა ! არადა, გუნდი ვერ თამაშობს თავისი შესაძლებლობის 50%-ს, ფაქტიურად პორტუგალიასთან და რუსეთთანაც ძალიან გაუჭირდება, და მით უმეტეს რუმინეთთან წაგება რეალურია

22:27 | 03.03.2018
LApaata (115)

გაცრუებული ვარ)

22:23 | 03.03.2018
ogafa (407)

ყოჩაღ

22:21 | 03.03.2018
temuchin (431)

ჩემო აზრით ბიჭები ვერ განეწყვნენ და ეს ნამდვილად არ მიმაჩნია გამართლებად, უფრო პირიქითაც, როცა გულშემატკივარი სტადიონს ავსებს უნდა ადგე და ბოლომდე ბრძოლით დააფასო, დღეს მე ეს მხოლოდ ალაგ ალაგ გამონათებებში დავინახე. ცოტა ნაწყენი ვარ... ესპანეთის მეორე გუნდთან მეტი გვართებდა საკუთარ მოედანზე, მით უფრო რაგბი ევროპის ჩემპიონატს ჩვენთვის სხვა დანიშნულება აღარ აქვს გარდა რაგბის მამებისთვის ჩვენი გადაზრდის დამტკიცებისა. ასე რომ ყველა თამაშს მთელი ძალებით და მონდომებით უნდა ვთამაშობდეთ!

20:17 | 04.03.2018
პანტელეიმონი (1218)

+1

22:05 | 03.03.2018
aleqsandre1977 (8)

მგონი ჰეიგმა ამოწურა თავის ტაქტიკური რესურსი, ფაქტია რომ ნაკრებს წინსვლა არააქვს და ერთ ადგილს ტკეპნის.რამდენი ლეგიონერიც არუნდა აიყვანოს ესპანეთმა, მათთან ასე არუნდა გაჭირვებოდათ და ეს ინდივიდუალური შეცდომები ხომ საერთოდ კრიტიკას ვერუძლებს, მომენტების ამდენი ვერგამოყენება შეიძლება კლასის არქონას დააბრალო მაგრამ შემადგენლობას რომ გადახედავ ვერგაიგებ რახდება, ისეთ გუნდებში თამაშობენ და ამასთანავე ესეთ შეცდომას უშვებენ.












21:47 | 03.03.2018
DataN24 (215)

ამასობაში თაზო მჭედლძე ძირითაფშია და ლელოც დაუდო უკვე მონპელიეს პირველი ტაიმი მთავრდება

21:50 | 03.03.2018
DataN24 (215)

თანაც 14 ნომერზე დააბრუნეს

21:46 | 03.03.2018
erovnuli-nakrebi (224)

ძალიან ცუდად ვითამაშეთ. არაფერი არ მომეწონა ჩვენს თამაშში. არ მესმის, ასეტი პირველი ხაზი გვყავს და მოლს რატომ ვერ ვაყენებთ? დროა მელიტონი წავიდეს

21:40 | 03.03.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ისე გამომივიდა, რომ ესპანეთს დღეს თუ არა ხვალ იღებდნენ 6 ერში.. მხედველობაში მქონდა, რომ მათ ყველაფერი აქვთ და სურვილის (რაც მგონი აქვთ) შემთხვევაში ეს ჩვენზე ადრე შეუძლიათ. თანაც თუ მხედველოვპბაში მივიღებთ, რომ 6 ერი მარტო სპორტულ ინტერესებისათვის არაა შექმნილი, უფრო სწორად ახლა ფინანსებს უფრო უყურებენ.

21:35 | 03.03.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ძაან მაინერესებს სად არიან ძველი მორაგბეები ურუშაძე, დათუნაშვილი, ხინჩეგაშვილი ? მათ რაგბის თამაშს დაანებეს თავი? თუ იცით ვინმემ სად მოღვაწეობენ დაწერეთ. საქართველოში არიან?

21:31 | 03.03.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ესპანელები განვითარებას განაგრძობენ... ჯერ ერთი აქვთ ფული და ეკონომიკა, მოსახლეობაც ჩვენზე 10-ჯერ და მეტჯერ მეტი ყავთ. არაფერი, რომ არ ვთქვათ ესპანური წარმომავლობის ფრანგებზე, არგენტინელებზე, ახალ ზელანდიელებზე, ავსტრალიელებზე.. უფრო დიდი შანსი აქვთ ფიჯელი, ტონგოელი, სამოელი მორაგბეების ნატურალიზების. ესპანეთში კი ბავშვებიდან ყველა კი არ ივარგებს ფეხბურთში და კალათბურთში. გაიხსნება რაგბის სკოლები. ბევრი ესპანელი ითამაშებს 6 ერის ქვეყნების გუნდების ჩემპიონატებშიც. უფრო მეტი შესაძლებლობები აქვთ კლუბები ჩართონ სხვადასხვა გათამაშებებში. ესპანელებს უყვართ გუნდური თამაშები. თანაც თუ 6 ერის მამები ნახავენ, რომ ესპანეთი პროგრესირებს ყველაფერში შეუწყობენ ხელს, რომ პირველ რიგში ჩვენს დონემდე მივიდნენ, მერე იტალიის და ა. შ. ეს 6 ერში შემოსავლების ახალი წყარო იქნება. მერე კი შეუძლიათ 6 ერი გადააქციონ 7 ერად.. რომ ქონდეს გერმანიას, ბელგიას, ჰოლანდიას, პორტუგალიას, შვეიცარიას შანსი გააქცევდნენ შემდეგში 8 9 10 და ასე შემდეგ, ერად.

21:10 | 03.03.2018
maxo_65 (458)

ძალიანაც კარგი ესპანეთმა ასეთი წინააღმდეგობა რომ გაგვიწია, ბელგიის და გერმანიის სემდეგ დავეშვით მიწაზე, იმედია რუსებთან და რუმინელებთან თავიდანვე შევიქმნით უპირატესობას და მეტი მობილიზირებულები ვიქნებით

21:06 | 03.03.2018
maxo_65 (458)

ვერ შევა ესპანეთი ჩვენზე ადრე, და კაი ხანი მოუწევს ცდა...ფული კი ჩადეს მაგრამ რამდენ ხანს უნდა იყვნენ ლეგიონერების ხარჯზე, მარტო მაგათ იმედზე ფონს ვერ გახვალ...ჩვენთვის ცუდი სულაც არაა ესპანეთი რომ გაძლიერდეს ან სხვა გუნდი კიდევ, მაგრამ მეეჭვება ძალიან..რაგბი ისეთი თამაშია გენი უნდა გიწყობდეს ხელს..ესპანელებს ახალგაზრდა თაობა არ ყავთ კარგი, ამის გარეშე შორს ვერ წავლენ

21:02 | 03.03.2018
თორღვა პანკელი (387)

ბექა გორგაძე ძალიან დაეხმარებოდა ნაკრებს მაგრამ არ ვიცი სად გაქრა ეს მორაგბე, ვინმემ თუ იცით დაწერეთ გორგაძეზე, ჰაერში თამაშის ნამდვილი ოსტატია და საერთოდ ბევრი არ გვყავს მასეთი უნივერსალური მორაგბე გორგაძე რომაა. ამ თამაშიდან გამომდინარე არ ვწუწუნებ მაგრამ, შარიქაძის, მიქაუტაძის და თაზოს არ ყოფნაც დიდი დანაკლისია ჩვენთვის, მაგრამ აქ დანაკლისის გარეშეც უნდა ვნაყავდეთ ყველას.

21:07 | 03.03.2018
maxo_65 (458)

ტრამვა აქვს, თითქმის ერთი წელია, მაგრამ ბორდომ მაინც აიყვანა, გაისად ბორდოში ითამაშებს...

21:13 | 03.03.2018
თორღვა პანკელი (387)

ჰოო ბორდო მახსოვს, მანდ Pro D2-და გადავიდა, მაგრამ ასეთი მძიმე ტრავმა თუ ქონა არ ვიცოდი, იმედია მალე ჩადგება მწყობრში, ბექამ დიდი რაგბი უნდა ითამაშოს.

21:16 | 03.03.2018
maxo_65 (458)

ახალი სეზონიდან შეუდგება საქმეს..

21:01 | 03.03.2018
maxo_65 (458)

რაც შეეხება გორგოძეს რა თქმა უნდა უდიდესი ძალა იყო ცვენთვის, მაგრამ ვფიქრობ არანაკლები ბიჭებიც მოდიან..გორგაძე არის ერთ-ერთი კარგი მაგალითი, ძალიან მეიმედება მაგ ბიჭის...ისე შაშან მამუკა გვყავდა რუმინეთთან და მაინც წავაგეთ..

21:01 | 03.03.2018
dinamo222 (692)

ესპანეთის განვითარება არ დამთავრდება იმდენი ფული ჩაიდო რაგბში და ისეთი ტრადიციები და ინფრასტრუქტურააქვთ ! მე მაგალითად სულაც არ გამიკვირდება რომ ესპანეთი შევა ჩვენზე ადრე 6 ერში ის კი არა ყოველთვის მიკვირდა რატომ არ იყვნენ იგივე საფრანგეთის დონეზე

20:56 | 03.03.2018
dinamo222 (692)

ფორმას რაც შეეხება მართლა რაღაცა დურაქობაა ხან ღვინისფერიო ხან მოკრი ასვალტის ფერიო ხან გატყორვცნილი ბაქაყის ფერიო @@ ძველი შავ წითელი ფორმები ჯობდა ბევრად

20:55 | 03.03.2018
maxo_65 (458)

ხდება ხანდახან ისეც რომ გუნდს შეიძლება არ წაუვიდეს თამაში, ამის ნათელი მაგალითი ინგლისი იყო წინა ტურში შოტლანდიასთან რომ წააგო, ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ..ესპანელები ლეგიონერების ხარჯზე გაძლიერდენ და მათი უპირველესი მიზანი მსოფლიოზე მოხვედრაა...მსოფლიოზე ათრევენ ესპანეთს და იქვე დაამტავრებენ განვითარებას...23-დან 18 ლეგიონერი ყავთ..ცადა მასე რუმინეთმა და ვერ დადო შედეგი

21:00 | 03.03.2018
dinamo222 (692)

ესპანეთის განვითარება არ დამთავრდება იმდენი ფული ჩაიდო რაგბში და ისეთი ტრადიციები და ინფრასტრუქტურააქვთ ! მე მაგალითად სულაც არ გამიკვირდება რომ ესპანეთი შევა ჩვენზე ადრე 6 ერში ის კი არა ყოველთვის მიკვირდა რატომ არ იყვნენ იგივე საფრანგეთის დონეზე

20:54 | 03.03.2018
dinamo222 (692)

ჩვენი მთავარი მინუსი და უბედურება სისწრაფის უქონლობაა ! სისრაფეა ყველგან საჭიროა აბრაგანებზე უკვე ვთქვი და მაგალითად რაქიდან 9 ნომერს რომ გამოჰქონდა ბურთი ხშირად ძალიან გვიან გამოჰქონდათ და ამის მიუხედავად ჩვენი ხაზი და ფრთები ჯერ კიდევ არ იყვნენ დაწყობილები და ბევრჯერ უბრალოდ არ იცოდნენ ჩვენმა 9 ნომრებმა ვისთვის მიეცათ ბურთი

20:48 | 03.03.2018
maxo_65 (458)

ერთი და იგივე შეცდომებს ვუშვებთ სულ..მხედველობაში ის მაქვს რომ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ თავიდანვე.. უნდა მოვიპოვოთ სოლიდური უპირატესობა და ამის შემდგომ უნდა ვიფიქროთ ლაღ თამაშზე..მეტოქეს რომ დაანახებ ძალისმიერად შეგნებულად არ ეთამაშები და ცდილობ ხელდახელ თამაშს, რა თქმა უნდა შანსი მეტი აქვს წინააღმდებობა რომ გაგიწიოს...ჩვენ თვითონვე მიგვყავს სიტუაციის დაძაბვამდე..ისე ლელო არ ჩაგვითვალეს, შერკინებაში იმათი პირველხაზელი სულ წვებოდა და მსაჯიც თვალებს ხუჭავდა..ეს არ გვამართლებს...ეს რაქები კიდევ რა გაგვიხდა ასეთი..მაინც დიდი მადლობა ბიჭებს, წარმატებებს ვუსურვებ...ჩვენ იტალიაზე უკეთესი გუნდი გვყავს და პირველი დონის გუნდებთან უფრო მობილიზირებულები გავდივართ...რაგბი არის ჩვენი თამაში

20:47 | 03.03.2018
mamulo (31)

თუ ასე ვითამაშეთ ნოემბერში,იტალია უშანსოდ მოგვიგებს და მინიმუმ 10 წლით დასამარდება ჩვენი 6 ერში მიღების იდეა.ისე ესპანეთის მე2 ნაკრები რომ ლელოს დაგიდებს და ასე გთამაშება,6 ერში რა გესაქმება?

20:47 | 03.03.2018
DataN24 (215)

გეთანხმებით რომ არჩანს გორგოძის შემცვლელი და კარგი იქნებოდა მსოფლიოზე გვყოლოდა მეორე ხაზში , ძალიან გაგვიჭირდება მიქაუტაძე გვყავს ერთი, ნემსაძე ასაკშია უკვე არადა 4-5 მეორეხაზელი მაინც ხო უნდა გყავდეს რეზერვში რომ არჩევანი გქონდეს

20:44 | 03.03.2018
თორღვა პანკელი (387)

ხანდახან კრიტიკაც აუცილებელია, ერთადერთი კარგი ამბავი აქ ის არის რომ მოვიგეთ, სხვა ამბავში ყველგან პრობლემები ქვქონდა, მე მახსოვს თამაშები სადაც დერეფნებში და აუტებში გადასარევად ვითამაშედ და პროგრესი აშკარად ჩანდა, მაგალითად ტესტი არგენტინასთან. დღეს აუტები სრული კატასტროფა იყო, რაქში კი საერთოდ ესპანეთს უნდა ვჭამდეთ, რაც ვერ დავინახე, შერკინებაში აქ ჩვენ მეტოქედ საერთოდ არავინ მეგულება, ბევრი პრობლემა იყო და ბევრის თქმა შეიძლება. კიდევ ერთი, რა გახდა ეს ფორმა რომ შეუცვალონ ნაკრებს არ ვარგა, აშკარად უშნოა და ამაზე გაცილებით ლამაზი და ეფექტური იყო აქამდე შინდისფერი, თეთრი, თუ შავი ფორმები. მაინც დიდი მადლობა გამარჯვებისათვის ჩვენს ლომ ბიჭებს! დარწმუნებული ვარ შეცდომებს სათანადოდ ჩავუღრმავდებით და აუცილებლად გამოვასწორებთ, ალბათ ცოტა არ იყოს და გერმანიის და ბელგიისნაირ(პატივისცემის მიუხედავად)გუნდებთან თამაშისას ცოტა მოვდუნდით, ასევე დარწმუნებული ვარ, გაცილებით პრინციპულ მეტოქეებთან, რუსეთთან და რუმინეთთან ყველა ეს ლაფსუსი გამოსწორებული იქნება და როგორც ყველა ველით, ისე მაჟორულ ნოტაზე ჩავამთავრებთ ამ ჩვენთვის აშკარად შეუფერებელ და ჩამყაყებულ ჩემპიონატს, რაგბი ჩვენი თამაშია!

20:50 | 03.03.2018
maxo_65 (458)

შარშან უკეთესი ფორმა გვქონდა, დარჩეს შინდისფერი და იყოს თეთრი, რა უბედურებაა ეს მელნისფერი

20:56 | 03.03.2018
თორღვა პანკელი (387)

თან რომ ჩააცივდნენ! უკვე შევწუხდი მესამე თუ მეოთხე თამაშია ეს ფორმა აცვია ნაკრებს.

20:44 | 03.03.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ვერ დავმალავ - დიდი შიშით ველი რუსეთში თამაშს.

20:50 | 03.03.2018
DataN24 (215)

მთლად მაგის საფუძველი არ გვაქვს რომ რუსეთის გვეშინოდეს მითუმეტეს ანდენი შეცდომების და კრიტიკის შემდეგ თან რუსეთთან ზე მოტივირებულები გამოვალთ მოედანზე

20:48 | 03.03.2018
dinamo222 (692)

რუსებს იოლად მოვუგებთ ესპანეთზე გაცილებით სუსტია

20:45 | 03.03.2018
თორღვა პანკელი (387)

არააა არანაირად, გადავუვლით!

20:42 | 03.03.2018
არჩილ სოხუმელი (484)

სამწუხაროდ გორგოძის შემცვლელი არ ჩანს. ხანდახან გორგოძე მარტო იგებდა თამაშს თუ შეიძლება ასე ითქვას.

20:47 | 03.03.2018
dinamo222 (692)

მარტო გორგოძეში არაა საქმე არანაირი წინსვლა არ გვაქვს ფაქტიურად

20:41 | 03.03.2018
dominici99 (94)

jurnalustebs kitxvevi ar gichndebat? morigi gamarjveba ar unda iyos satauri

20:39 | 03.03.2018
არჩილ სოხუმელი (484)

კომენტარია საქართველოს თამაშზე

20:39 | 03.03.2018
dinamo222 (692)

დღესდღეობით 6 ერზე ლაპარაკი უაზრობაა 5-10 წლის წინ უფრო ვიყავით მზად 6 ერისთვის ვიდრე დღეს მაშინ ჩვენც გაცილებით ძლიერი ნაკრები გვყავდა და ირლანდია შოტლანდია იტალიაც არ იყვნენ ჩვენზე განსაკუთრებით ძლიერები (განსაკუთრებით შოტლანდია და იტალია) დღეს კი შოტლანდიას და იტალიას ძალიან მაგრა აქვთ მომატებული განსაკუთრებით შოტლანდიას და ირლანდიაზე საერთოდ არაა ლაპარაკი !

20:37 | 03.03.2018
არჩილ სოხუმელი (484)

stripslashes((strlen('www.rugger.info')>0?'www.rugger.info':'www.rugger.info')) ნახეთ დაიდო ინფორმაცია საქართველოს თამაშზე.

20:33 | 03.03.2018
DataN24 (215)

მე ვფიქრობ ხაზს მეტი თავისუფლება უნდა ძაან იშვიათად, რომ სწრაფად გავათამაშოთ ბურთი აუტუდან შემოგდებას სწრაფად ცოტა მოუმატეთ ამ ბოლო დროს , ასევე მორკინალები არ აცლიან ხანდახან 9 ნომერს გატანას ხაზზე

20:26 | 03.03.2018
არჩილ სოხუმელი (484)

სამწუხაროდ 6 ერი ადრეა ჩვენთვის. წინა სტაიაზე დავწერე ძირითადები, რომ ჩამოსულიყვნენ წარმომიდგენია როგორ გაგვიჭირდებოდა მეთქი. გაგვიმართლა, რომ ამ გათამაშებაში ესპანეთი შინ მივიღეთ. ესპანელები შინ ძირითადით გვეთამაშებოდნენ და მაშინ ვერ ვითყვი, რომ 100% გავიმარჯვებდით. ჩემი აზრით ძირითადი უფრო ძლიერად თამაშობს და არამგონია მეორე ნაკრებთან უფრო გვიჭირდეს თამაში. წარმოიდგინეთ ძირითადების გარეშე, რომ გვეთამაშა უელსთან.. ან იგივე ესპანეთთან. ასეთი თამაშით რუსეთთან რუსეთში გაგვიჭირდება. ბოლო თამაშებიდან წინა ევროპის ერთა თასზე (ესპანეთთან, რუსეთთან თბილისში, რუმენითთან..) კანადასთან, უელსთან, აშშ-თან... თვით ბელგიასთან და გერმანიასთან გამოჩნდა ჩვენი ხარვეზები. ყველაზე ცუდია ისაა, რომ მოლს ვერ უძალიანდებით, ჩვენსავე ხაზთან ლელოსგან თავს ვერ ვიცავთ. სისწრაფე, წინთამაში ეს ჩვენი აქილევსის ქუსლია. ნახეთ უელსს ძირითადები სულ დამტვრეულები ყავდა, მაგრამ მაინც როგორ თამაშობდა. ჩვენ კი დღეს ძაან დაგვაკლდა მიქაუტაძე და შარიქაძე...

20:17 | 03.03.2018
DataN24 (215)

და კიდებ უდიდესი სუსტი წერტილი ყველა ჩვენი მეტოქე გერმანია ბელგიაც კი დაჯიდებულ ბურთებზე პრობლემებს გვიქმნიან ჩვენ კი მაშინ ჩავრბივართ 2-3 პასი რომ უკვე გაჯეთებულია და შეტევა დაწყებული რა საჰაერო ბრძოლაზეა საუბარი

20:23 | 03.03.2018
ICEMAN (162)

ესპანეთს აქვს მომატებული და თან ტრადიციულად უხერხული მეტოქეა ჩვენთვის ასე რომ მე იოლ მოგებას არც ველოდი, თუმცა იმაში დაგეთანხმები რომ დაკიდებულ ბურთებზე ამ ექვსეულშიც კი ვიჩაგრებით აღარაფერს ვამბობ ელიტარულ ნაკრებებზე, თან ეს პრობლემაა უკვე წლებია და რა გახდა ერთი ნორმალური მორაგბის პოვნა რომელიც ესპანეთის დონის გუნდებთან მაინც ივარგებს დაკიდებულ ბურთებზე

20:27 | 03.03.2018
DataN24 (215)

მთლიანი კომპლექსი არ გვივარგა არც დარტყმა აბრაგანის არც ჰაერში თამაში და თან რაც არუნდა ცუდად თამაშობდე ჰაერაში ვერ ხტებოდე ეკემენტარულია სწრაფი არბენა და წინ მაინც ჩახურე შებიჭე ჰაერში თუ შენზე მაღალია და მაღლა ხტება ადის ხაზი ყველა ერთად ძუნძულით გეგონება ხურდებიან

20:25 | 03.03.2018
ICEMAN (162)

ესევე სერიოზული პრობლემაა ბურთის ჩათამაშებით უპირატესობის შექმნა, რატომღაც ბურთის ჩათამაშებისას ადგილზე ველოდებით ბურთს როცა წესით მოძრაობაში უნდა ხდებოდეს ეს და სიჩქარე აკრეფილზე

20:22 | 03.03.2018
dinamo222 (692)

აბრაგანები ყოველთვის იყო ჩვენი სუსტი წერტილი და იგივე დონეზე დავრჩით კი არა უკან წავედით (თუ მეტოქეებმა მოუმატეს სისწრაფეებს სასწაულად) ჩვენ დარტყმებს ვინღა ჩივის ძუნძულით რომ "გავრბივართ" ბურთზე იმათი დარტყმულებიც ლამის ყველა წავაგეთ @

20:15 | 03.03.2018
DataN24 (215)

ამაზე უკმაყოფილო წაგებითაც არ ვიქნებოდი ალბათ, ვერაფერში ვერ ვივარგეთ შერკინებაშიც კი, ამდენი ხუთმეტრიანი შერკინებიდან ვერცერთხელ ვერ გავათამაშეთ ბურთი ნოემალურად ამხელა უპირატესობის ფონზე, წავაგეთ რამდენიმე შემტევი აუტი ვერცერთხელ ვერ/არ დავაყენეთ მოლი, მეორე მესამე ხაზმა ვერც რაქი ასუფთავა სწრაფას ვერც ღკეტვაში ივარგა და წაღებაშიც ვერ იყიჩაღეს მაინცდამაინც, ხაზიც საკმაოდ უფერული იყო გუნდურად ვერცერთი უპირატესიბა ხაზზე ინდივიდუალური გარღვევებზე არცერთი ახლოს მიმყოლი მოკლედ ესოანეთის მეორე გუნდმა შერკინების მიწოლის გარდა ყველაფერში გვაჯობა ფაქტობრივად ძალიან სუსტი მომეჩვენა დღეს ჩვენი გუნდი , ფიზიკურ კონტაქტწვშიც ვერ ვიყავით ყიჩაღად მოკლედ სულ ნეგატიური მომენტები მახსენდება იმდენად ბევრი იყო იმედია დროებითი ჩავარდნა იყო და გამოვასწორებთ
ერთადერთი პოზიტივი ამ თამაშიდან არის ესპანეთის გაძლიერება და მეტი შესაძლებლობა ძლიერ გუნდთან შეხვედრის. სულ გვაქ სურვილი ძლუერ გუნდებთან შეხვედრის მეტად გვანახებსო შეცდომებს, რაც ამ თანაშში ხარვეზები გამოჩნდა კი გვეყოფა გასარჩევად კარგახანს

20:08 | 03.03.2018
dinamo222 (692)

ასეთი თამაშით ვაპირებთ 6 ერში შესვლას ? ასეთი დერეფნებით ასეთი აბრაგანებით ?

(ლამის ყველა აბრაგანი მოგვიგეს ) ასეთი "სისწრაფით" ? ის კი არადა ხანდახან ძალისმიერ ბრძოლებშიც გვჯობნიდნენ @

0.138363