სამხრეთ აფრიკის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთელის ვინაობა ცნობილია. “ქურციკების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მსოფლიო თასის ორგზის მფლობელს რასი ერასმუსი გაწვრთნის.
“მანსტერის” ყოფილმა დამრიგებელმა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირთან კონტრაქტი 2023 წლის მსოფლიო თასის დასრულებამდე გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ ერასმუსმა ზემოხსენებულ თანამდებობაზე ალისტერ კუცია შეცვალა, რომელიც ცუდი შედეგების გამო დაკავებული პოსტიდან ერთი თვის წინ დაითხოვეს.
ერასმუსი სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილი მოთამაშეა. ის “სპრინგბოქსის” ღირსებას 1997-2001 წლებში იცავდა და 36 მატჩში 7 ლელოს გატანა მოახერხა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია