ჩემპიონატები

22:35 | 28.02.2018 | ნანახია 1905 - ჯერ

კაინომ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ახალი ზელანდიის ნაკრები 34 წლის მესამეხაზელმა ჯერომ კაინომ დატოვა. “ოლ ბლექსის” ოფიციალური ვებგვერდი წერს, რომ 2018 წლის სუპერ რაგბის დასრულების შემდგომ, ის “ბლუზს” დატოვებს და კარიერას ერთ-ერთ ფრანგულ კლუბში განაგრძობს, რაც ავტომატურად სანაკრებო კარიერის დასრულებას ნიშნავს, რადგან როგორც მოგეხსენებათ, “ოლ ბლექსში” ლეგიონერებს არ იძახებენ.

ვეტერან მორაგბეს “კივების” რიგებში დებიუტი 2004 წელს ჰქონდა, 81 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და 10 ლელოს გატანა მოახერხა. ის ახალი ზელანდიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასის გამარჯვებული ორჯერ (2011, 2015 წლებში) გახდა.

კაინო “ბლუზში” 2004-2012 წლებში თამაშობდა, შემდეგ ორი სეზონი იაპონურ “ტოიოტა ვერბლიცში” ითამაშა და 2014 წელს “ბლუზში” დაბრუნდა, სადაც სეზონის ბოლომდე გაირჯება. მან ჯამში ოკლენდური ფრანჩიზის კვართი 125-ჯერ მოირგო და 14 ლელო დადო.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.07489