რაგბი ევროპის 2018 წლის მესამე ტურის მატჩამდე (საქართველო - ესპანეთი) ბორჯღალოსნები ღია ვარჯიშს გამართავენ, რომელიც ხვალ, 1 მარტს, 16:00 სთ-ზე შევარდენის ბაზაზეა დაგეგმილი.
ღია ვარჯიშზე დასწრება ყველა გულშემატკივრისთვის თავისუფალია.
მედია წარმომადგენლების საყურადღებოდ: ღია ვარჯიშის გადაღება ნებადართულია მხოლოდ პირველი 15 წუთის განმავლობაში, ინტერვიუების ჩაწერა დაგეგმილია ვარჯიშის დამთავრებისთანავე.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველო ესპანეთს 3 მარტს, 18 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე უმასპინძლებს.
საქართველო - ესპანეთი | 3 მარტი, 18:00 | მესხის სტადიონი
ბილეთები იყიდება ონლაინ TKT.GE/Rugby და მესხის სტადიონის სალაროებში (11:00-19:00)
რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იოლ მოგებას ველი მაინც.
სანერვიულო არაფერია მაგრამ მაინც ყურადღებით უნდა ვიყოთ ესპანეთთან.
რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !