ამბები

2:00 | 4.11.2014 | ნანახია 3005 - ჯერ

“ბორჯღალოსნების” თბილისური შეკრება დაიწყო
ტონგელი “ზღვის არწივებიც” საქართველოში არიან

3 ნოემბერს საქართველოს ეროვნული სარაგბო გუნდი შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ნოემბრის ტესტებისთვის მზადებას შეუდგა.

მილტონ ჰეიგის განკარგულებაში მყოფმა “ბორჯღალოსნებმა” დილით დარბაზში ივარჯიშეს, საღამოს ვარჯიში კი მინდორზე გამართეს.

ნაკრების სანოემბრე რაზმი პარასკევს გახდა ცნობილი. შერჩეულ მოთამაშეთა შორის ორი ახალგაზრდა მორაგბეა: მურაზ გიორგაძე (“არმაზი”) და გიორგი აფციაური (“აია”). გიორგაძეს ორი კეპი აქვს მოხვეჭილი. მისი დებიუტი 2014 წლის თბილისის თასზე, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩზე შედგა.

აფციაურს, რომელსაც ეროვნული ნაკრების კვართი ჯერ არ სცმია, თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. წლეულს სექტემბერში მან თბილისის “კავკასიელების” შემადგენლობაში ევროპული საკლუბო რაგბის “ჩელენჯ ქაპის” საკვალიფიკაციო სერიაში იასპარეზა.

როგორც მოგეხსენებათ. ტრავმების გამო, წლევანდელ ნოემბრის კამპანიაში ნაკრებს ვერ დაეხმარებიან მამუკა გორგოძე, შალვა სუთიაშვილი (ორივე მუხლის ტრავმა) და დავით ზირაქაშვილი (ტვინის შერყევა). ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადიან ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე, თედო ზიბზიბაძე, ანტონ ფეიქრიშვილი და დავით ხინჩაგიშვილი.

გუშინ გამთენიიისას თბილისში ტონგელი “ზღვის არწივებიც” ჩამოვიდნენ, რომლებიც 8 ნოემბრის ტესტისთვის მზადებას ავჭალის სარაგბო სტადიონზე გააგრძელებენ.

მთავარი მწვრთნელის, მანა ოთაის განცხადებით, თბილისამდე გუნდმა რამდენიმე დღიანი შეკრება დიდ ბრიტანეთში გაიარა და რომ საქართველოში კარგად მომზადებული ჩამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ ტონგა 2015 წლის მსოფლიო თასის C ჯგუფში ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი კონკურენტია. საქართველომ და ტომგამ უკანასკნელად 1999 წელის 28 მარტს, მსოფლიო თასის რეპეშაჟში თბილისში ითამაშეს. ის შეხვედრა “ბორჯღალოსნებმა” ერთი ქულის სხვაობით – 28:27 მოიგეს, მაგრამ მანამდე ტონგაში 37:6 წაგების გამო, მაშინ ფინალურ ეტაპზე გასვლა ვერ მოვახერხეთ.

ფოტოები >>>

ბორჯღალოსნების ნოემბრის ტესტ სერიის რაზმი:

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

15

მერაბ კვირიკაშვილი

მონლიუსონ [სფრ ფედ 1]

1983

77

11ლ 100გ 96ჯ 3ა [552ქ]

15

ბექა წიკლაური

ლოკომოტივი [საქ]

1989

16

ლ 8გ 12ჯ 2ა [63ქ]

15

გიორგი აფციაური

ქუთაისის აია [საქ]

1994 0

:

14/11

ირაკლი მაჩხანელი

არმაზი [საქ]

1981

72

24ლ [12 კაპ]

14/11

თამაზ მჭედლიძე

აჟენ [სფრ პრო დ2]

1993

18

4ლ

14/11

მურაზ გიორგაძე

არმაზი [საქ]

1994 2

13/12

დავით კაჭარავა

კრასნოიარსკის ენისეი [რუს]

1985

73

14ლ [2 კაპ]

13/12

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ]

1987

42

3ლ

13/12

მერაბ შარიქაძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1993

25

7ლ [1 კაპ]

10

ლაშა მალაღურაძე

ბანიერ [სფრ ფედ 1]

1986

49

3ლ 24გ 20ჯ 3ა [132ქ]

10

ლაშა ხმალაძე

ლელო სარასენს [საქ]

1988

31

3ლ

9

გიორგი ბეგაძე

ბოლნისის ყოჩები [საქ]

1986

25

:

9

ვაჟა ხუციშვილი

რუსთავის ხარები [საქ]

1993

11

:

შერკინება [ფორვარდები]

1

მიხეილ ნარიაშვილი

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1990

18

1

ზურაბ ჟვანია

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1991

10

2ლ

2

სიმონ მაისურაძე

ვალანს [სფრ ფედ 1]

1986

25

2

შალვა მამუკაშვილი

სეილ შარქს [ინგ პრემ]

1990

24

2ლ

3

დუდუ ქუბრიაშვილი

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1986

35

2ლ

3

ლევან ჩილაჩავა

ტულონ [სფრ ტოპ 14]

1991

15

3ლ

4/5

ლევან დათუნაშვილი

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1983

61

3ლ

4/5

გიორგი ნემსაძე

ტარბ [სფრ პრო დ2]

1984

41

7ლ

4/5

კოტე მიქაუტაძე

ტულონ [სფრ ტოპ 14]

1991

23

4/5

ლაშა ლომიძე

ბეზიე [სფრ პრო დ2]

1992

4

:

4-8

გიორგი ჩხაიძე

ლილ [სფრ ფედ 1]

1981

75

10ლ [1 კაპ]

6/7

ვიტო კოლელიშვილი

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1989

28

3ლ

6/7

გიორგი თხილაიშვილი

ბათუმი [საქ]

1991

13

8

დიმიტრი ბასილაია

პერპინიონ [სფრ პრო დ2]

1985

35

6ლ

8

ბექა ბიწაძე

ლოკომოტივი [საქ]

1991 9

სამწვრთნელო შტაბი

მილთონ ჰეიგ

მთავარი მწვრთნელი

[ზელ]

მაიქლ ბრედლი

მწვრთნელი

[ირლ]

დიდიე ბეს მწვრთნელი [სფრ]
ილია მაისურაძე მწვრთნელი

ილია ზედგინიძე

მწვრთნელი

ვასილ აბაშიძე

მენეჯერი

ოთარ იაშვილი მენეჯერი
დავით რამიშვილი ვიდეო ანალიტიკოსი
ქელვინ მორისი ფიზ.მომზადება [ინგ]
სკოტ კრინი ფიზ.მომზადება [ზელ]
ირაკლი ჭყონია ფიზ.მომზადება
ბენჟამინ მოადაბი ოსტეო [სფრ]
ჟან-ვენსან მიშელი ფიზიო [სფრ]
გიორგი ჭუმბურიძე ექიმი
აბესალომ აბრამიშვილი მასაჟისტი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.073649