ბორჯღალოსნები

19:40 | 28.02.2018 | ნანახია 1772 - ჯერ

აისი- ქართული რაგბის ოფიციალური ლუდი

კომპანია „გლობალ ბიარ ჯორჯიას“ პროდუქცია ლუდი ‘აისი’, 2018 წლის თებერვლიდან საქართველოს რაგბის კავშირისა და ბორჯღალოსნების ოფიციალური ლუდი გახდა. მხარეებს შორის 2-წლიან სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი დღეს, 28 თებერვალს ‘ავჭალის’ სარაგბო სტადიონზე მოეწერა. მას ბორჯღალოსნები და მილტონ ჰეიგი ესწრებოდნენ.

ლუდი ‘აისი’ რაგბის კავშირისა და ბორჯღალოსნების სპონსორი 2019 წლის ბოლომდე იქნება და 3 მარტს ესპანეთთან დაგეგმილი მატჩიდან იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასის ჩათვლით, ჩვენი გუნდი ‘აისით’ დაბრენდილი კვართებით (ზურგზე) ითამაშებს.

„სიხარულით მინდა გაცნობოთ, რომ თიბისი ბანკის შემდეგ, ლუდი ‘აისი’ რაგბის კავშირისა და ბორჯღალოსნების ერთ-ერთი ძირითადი სპონსორი ხდება. ჩვენი პარტნიორობა და მეგობრობა მინიმუმ ორი წელი, 2019 წლის მსოფლიო თასის დასრულებამდე გაგრძელდება“ - განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

‘ჯიბიჯის’ გენერალურმა დირექტორმა შოთა ხობელიამ აღნიშნა, რომ კომპანია რაგბის კავშირთან სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლებს, მათ შორის ახალგაზრდული ნაკრებების, ქვიშის და თოვლის რაგბის ჩათვლით.

„ჩვენთვის დიდი პატივია ქართული რაგბის გვერდში დგომა და დიდი გამოწვევაა ვიყოთ ქვეყნის ყველაზე წარმატებული გუნდის „ოფიციალური ლუდი“. ჩვენი და საქართველოს რაგბის კავშირის ერთობლივი მიზანია, საზოგადოებაში რაგბის პოპულარიზაცია და თამაშის დღის, როგორც დღესასწაულის მნიშვნელობის გაზრდა. ეროვნული ნაკრების ყოველი თამაში გულშემატკივრისთვის უკვე გამარჯვების დღეა და სწორედ ამის პოპულარიზაციას შევეცდებით მომდევნო წლების განმავლობაში. ამისათვის გავიზიარებთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და დავნერგავთ გულშემატკივრობის ახალ ტრადიციას, როგორიცაა თითოეულ თამაშზე „დღის საუკეთესო მოთამაშის“ და „დღის საუკეთესო გულშემატკივარის“ დასახელება.

განსაკუთრებული მოლოდინი გვაქვს 2019 წლის მსოფლიო თასის მიმართ. ‘აისი’ მაქსიმუმს გააკეთებს, რათა მისი სვლელობისას საქართველოში განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობა შეიქმნას, რომელიც გულშემატკივრებს გააერთიანებს“ - თქვა ხობელიამ.

ლუდი ‘აისი’ უკვე უშვებს სპეციალურ, რაგბის კონკრეტული სერიებისადმი მიძღვნილ ლუდს და საესპანეთო მატჩის პრეზენტაცია მოედანზევე შედგა. გოჩა სვანიძემ ‘აისის’ წარმომადგენლებს საზეიმო ვითარებაში გადასცა ბორჯღალოსნების ხელმოწერით დამშვენებული კვართი და რაგბის ბურთი.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:56 | 01.03.2018
BEERTRANCE (1073)

თამაშებზე მისატანი პარტია მაინც მოხარშონ წესიერად.

11:10 | 01.03.2018
ilarioni (138)

ისე ეს აისი არასდროს მაქვს გასინჯული და კარგი ლუდია? იმიტომ, რომ ალბათ თამაშებზე აწი აისი გაიყიდება და ხომ უნდა ვიცოდეთ რას გვასმევენ?

23:19 | 28.02.2018
პანტელეიმონი (1218)

+1

19:51 | 28.02.2018
თორღვა პანკელი (387)

ძალიან კარგი! გავაძლიეროთ რაგბი, რაგბი ჩვენი თამაშია!

0.090755