ჩემპიონატები

19:20 | 28.02.2018 | ნანახია 1495 - ჯერ

სუპერ რაგბის მე-2 ტურის სიმბოლური

“სანზაარის” ოფიციალურმა ვებგვერდმა სუპერ რაგბის მე-2 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

პლანეტის უძლიერესი სარაგბო, საკლუბო ჩემპიონატის კვირის საუკეთესო თხუთმეტეულში ყველაზე მეტი, ოთხი მოთამაშე იაპონური “სანვულვზიდან” მოხვდა, რომელიც ავსტრალიურ “ბრამბიზთან” დაძაბულ ბრძოლაში (25:32) დამარცხდა.

“ზე რაგბის” ტურის გამორჩეული გუნდი ასეთია:

უკანა ხაზი

15. დენი ჰეილეტ-პეტი (“რებელსი”, ავსტრალია), 14. ჰოსეა საუმაკი (“სანვულვზი”, იაპონია), 13. ტიმოტი ლაფაელე (“სანვულვზი”, იაპონია), 12. თეიჰორანი უალდენი (“ჰაილენდერსი”, ახალი ზელანდია), 11. აპიუე დიანტი (“ლაიონსი”, სამხრეთ აფრიკა), 10. ბერნარდ ფოლი (“ვორათასი”, ავსტრალია), 9. უილ გენია (“რებელსი”, ავსტრალია);

შერკინება

1. სტივენ კიტსჰოფი (“სტორმერსი”, სამხრეთ აფრიკა), 2. დამიენ ფიცპატრიკი (“ვორათასი”, ავსტრალია), 3. ალან ალაალატოა (“ბრამბიზი”, ავსტრალია), 4. რუდოლფ გერჰარდუს სნიმანი (“ბულსი”, სამხრეთ აფრიკა), 5. ლუდ დე იახერი (“ბულსი”, სამხრეთ აფრიკა), 6. კაზუკი ჰიმენო (“სანვულვზი”, იაპონია), 7. პიტერ ლაბუშანი (“სანვულვზი”, იაპონია), 8. აკირა იოანი (“ბლუზი”, ახალი ზელანდია).


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.102194