საფრანგეთის მეორე ელიტური დივიზიონის 24-ე ტურის მატჩში, პლეი-ოფის საგზურისთვის მებრძოლი "ბაიონა" საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ "კარკასონს" დაუხვდა და დიდი ანგარიშით 52:26 იმარჯვა.
"კარკასონი" ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფებოდა, მიჯრით ოთხი მატჩი ჰქონდა მოგებული და ბოლო ადგილსაც თავი დააღწია, თუმცა "ბაიონასთან" ვეღარაფერს გახდა და უშანსოდ დამარცხდა. ისიც უნდა ითქვას, რომ სტუმრები 27-ე წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ და თითქმის ერთი საათი რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდნენ.
ჩვენთვის ეს თამაში საინტერესო იმით გახლავთ, რომ სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა ქართველი ბურჯი მირიან ბურდული, რომელმაც მინდორზე პირველი ტაიმი დაჰყო და მე-4 წუთზე ლელოს გატანა მოახერხა. 27 წლის მორაგბე საფრანგეთში პირველ სეზონს ატარებს და პრო დ2-ში სადებიუტო ლელო დადო.
"კარკასონი" 39 ქულით ბოლოს წინა, მე-15 პოზიციაზე იმყოფება და "დაქსს" ორი ქულით ჩამორჩება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შესანიშნავი ლელო იყო, წარმატებას გისურვებ მირიან ! ! !
ქართველი ბურჯები უკვე კლასიკაა, ყოჩაღ მირიან.
კარგი ლელო იყო, უკანახაზელის სტილში, ყოჩაღ მირიან!