ცნობილმა სარაგბო გამოცემამ Planetrugby.Com-მა 6 ერის ჩემპიონატის მე-3 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თხუთმეტეულში ყველაზე მეტი, შვიდი მოთამაშე შოტლანდიის ნაკრებიდან ფიგურირებს, რომელმაც შაბათს “მარიფილდზე” ინგლისის დამარცხება (25:13) მოახერხა.
მესამე ტურის გამორჩეული გუნდი ასეთია:
უკანა ხაზი
15. რობ კერნი (ირლანდია), 14. კეით ეარლსი (ირლანდია), 13. ჰიუ ჯონსი (შოტლანდია), 12. ოუენ ფარელი (ინგლისი), 11. რემი გროსო (საფრანგეთი), 10. ფინ რასელი (შოტლანდია), 9. კონორ მარი (ირლანდია);
შერკინება
1. კიან ჰილი (ირლანდია), 2. სტიუარტ მაკინალი (შოტლანდია), 3. სიმონ ბერგჰანი (შოტლანდია), 4. ჯეიმს რაიანი (ირლანდია), 5. ჯონი გრეი (შოტლანდია), 6. ჯონ ბარკლი (შოტლანდია), 7. ჰემიშ უოტსონი (შოტლანდია), 8. მარკო ტაულენი (საფრანგეთი).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბასტარო სადაა?
ეგ ძაან მიქარეს, ეტყობა ისევ ის იმნაირების დამამცირებელი შეძახილი ვერ აპატიეს.