საერთაშორისო

23:30 | 26.02.2018 | ნანახია 1949 - ჯერ

კროკეტი “ოლ ბლექსიდან” წავიდა

ვეტერანმა ახალზელანდიელმა ბურჯმა უაიტ კროკეტმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. აღნიშნულ ინფორმაციას “ოლ ბლექსის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

35 წლის მორაგბეს “კივების” რიგებში დებიუტი 2009 წელს ჰქონდა. მან ამ დროის განმავლობაში 71 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და 2 ლელოს გატანა მოახერხა. უაიტმა “ოლ ბლექსის” მაისურით უკანასკნელად 2017 წლის ნოემბრის ტესტებზე, უელსთან მოგებულ მატჩში ითამაშა.

ზემოხსენებული წყაროს ცნობით, კროკეტი უკანასკნელ სეზონს ატარებს სუპერ რაგბიში, სადაც ჩატარებული მატჩების მხრივ რეკორდსმენია – 188. ის მოქმედი ჩემპიონის “კრუსეიდერსის” ღირსებას 2006 წლიდან იცავს.

კროკეტი ახალი ზელანდიის ნაკრებთან ერთად 2015 წლის მსოფლიო თასის მფლობელი გახდა, ხოლო “კრუსეიდერსთან” ერთად “ზე რაგბი” 3-ჯერ მოიგო.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:20 | 28.02.2018
mefe333 (4)

"კივები" რაღაც ახალი თიკუნია ზელანდიელების? ცოტა დაუკვირდით რეებს წერთ. სირცხვილია

19:11 | 01.03.2018
ika (35)

ეტყობა თქვენთვისაა ახალი. სირცხვილი ისაა, როდესაც რაღაც არ იცით, არ ამოწმებთ ინფორმაციას და სხვას აძლევთ უადგილო შენიშვნებს. ზაალ გიგინეიშვილის მიმოხილვებს მაინც გადახედეთ )) ახალზელანდიელებს ეძახიან "კივებს", ხოლო "ოზებს" ავსტრალიას და უსაფუძვლო პრეტენზიებს, ჯობს ჯერ გადაამოწმოთ, ის რაზეც წერთ

0.092425