ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა 3 მარტს ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. რაზმი 29 მორაგბისგან შედგება, რომელთაგან 13 ბექია, ხოლო 16 მორკინალი.
მათგან 10 - 8 ბექი და 2 მორკინალი დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს, თითო-თითო ინგლისის პრემიერშიფიდან, ჩემპიონშიფიდან და პრო 14-ის უელსური კლუბიდანაა, 10 საფრანგეთის ტოპ 14-ში თამაშობს, 2 პრო დე2-ს წარმოადგენს, ერთი ფედერალ1-ის კლუბიდანაა, ხოლო 4 რუსეთის, კრასნოიარსკის გუნდიდან.
ბელგია-გერმანიასთან გაფართოებულ შემადგენლობაში არ იყო და ახლა გუნდთან ერთადაა შალვა სუთიაშვილი, რომელმაც პრო დე2-ის 23-ე ტურში ‘დაქსს’ ლელო დაუდო და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
ინგლისთან გამართული ერთობლივი ვარჯიშისას დაშავდა მეორე ხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე, რომელიც 4-5 თვიან რეაბილიტაციას მოითხოვს. ასევე ფეხის ტრავვმა გაუმიზეზდა ბორჯღალოსნების კაპიტან, მერაბ შარიქაძეს, რომელიც სავარაუდოდ ნოემბერში მწყობრში იქნება.
ჰეიგი მეტოქისა და შემადგენლობის შესახებ
ბორჯღალოსანთა მომავალი მეტოქე ესპანეთი, რუსეთისა და რუმინეთის დამარცხების შემდეგ 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ მთავარ კონკურენტად იქცა.
„მოცემული მომენტისთვის ესპანეთი ჩვენი მთავარი კონკურენტია. რუსეთისა და რუმინეთის დამარცხებით, ის მსოფლიო თასზე ევროპა1-ის სახელით გასვლას მიუახლოვდა და თავდაჯერებულობა შეიძინა. ეს ჩვენთვის ძალიან კარგი ტესტი და გამოწვევა იქნება და მას მოუთმენლად ველოდებით.“ ამბობს ჰეიგი
„თამაშის დღეს მენტალურად და ფიზიკურად კარგად უნდა ვიყოთ და „საშინაო დავალება“ შევასრულოთ. სამწუხაროდ, კვლავ გვაწუხებს ტრავმები და დაგვაკლდებიან კოტე მიქაუტაძე და მერაბ შარიქაძე.
„ტრავმები მოიშუშეს და დაგვიბრუნდნენ სოსო მათიაშვილი და გიორგი კოშაძე, რაც ჩვენი უკანა ხაზის თამაშს კიდე უფრო გააძლიერებს და გაამრავალფეროვნებს.
თითოეულ თამაშს ინდივიდუალურად მივუდგებით და შესაბამისად, მწვრთნელები შემადგენლობას მოთამაშეების ვარჯიშისა და თამაშის მიხედვით შევარჩევთ. თავს კომფორტულად ვერავინ იგრძნობს. უნდა ვივარჯიშოთ ტიერ1-ის გუნდივით და ტურნირიც ასეთივე სტილში მოვიგოთ“ - მილტონ ჰეიგი
საქართველო - ესპანეთი | 3 მარტი, 18:00 | მესხის სტადიონი
ბილეთები იყიდება ონლაინ TKT.GE/Rugby და მესხის სტადიონის სალაროებში (11:00-19:00)
საქართველოს ბორჯღალოსნები
მოვარჯიშე რაზმი 2018 წლის "რაგბი ევროპაზე" ესპანეთთან სათამაშოდ
No | სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
უ | მერაბ კვირიკაშვილი | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1983 | 108 | 16ლ 147გ 150ჯ 3ა [833 ქ] 5სბ |
უ | სანდრო თოდუა | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1987 | 69 | 9ლ 2სბ |
უ | ბექა წიკლაური | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1989 | 29 | 5ლ 24გ 15ჯ 2ა [124 ქ] |
უ | სოსო მათიაშვილი | კრასნი იარ [რუს სუპერ] | 1993 | 6 | 4ლ 10გ 6ჯ [58 ქ] |
უ | ანზორ სიჭინავა | აკადემია [საქ დ 10] | 1995 | 3 | ლ სბ |
შ | დავით კაჭარავა | ენისეი [რუს სუპერ] | 1985 | 106 | 22ლ [4 კაპ] 2სბ |
შ | ლაშა მალაღურაძე | კრასნი იარ [რუს სუპერ] | 1986 | 81 | 4ლ 40გ 25ჯ 3ა [184 ქ] 2სბ |
შ | გიორგი კოშაძე | რუსთავის ხარები [საქ დ 10] | 1996 | 8 | 4ლ |
შ | გიორგი კვესელაძე | მარნეულის არმაზი [საქ დ 10] | 1997 | 4 | 3ლ |
10 | ლაშა ხმალაძე | ბათუმი [საქ დ 10] | 1988 | 59 | 8ლ 4გ [48 ქ] |
10 | რევაზ ჯინჭველაშვილი | მარნეულის არმაზი [საქ დ 10] | 1995 | 7 | : |
9 | ვასილ ლობჟანიძე | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 29 | 5ლ |
9 | გელა აფრასიძე | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1998 | 5 | : |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | მიხეილ ნარიაშვილი | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1990 | 48 | 2ლ სბ |
1 | ზურაბ ჟვანია | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 31 | 10ლ 2სბ |
2 | შალვა მამუკაშვილი | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1990 | 51 | 5ლ სბ |
2 | ბადრი ალხაზაშვილი | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1995 | 6 | : |
3 | ლევან ჩილაჩავა | ტულონ [სფრ ტოპ14] | 1991 | 37 | 7ლ სბ |
3 | ანტონ ფეიქრიშვილი | კარდიფ [უელ პრო 14] | 1987 | 25 | 6ლ 2სბ |
3 | გიორგი მელიქიძე | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 4 | : |
2ხ | გიორგი ნემსაძე | ბრისთოლ [ინგ ჩემპ] | 1984 | 78 | 13ლ [2 კაპ] 5სბ |
2ხ | შალვა სუთიაშვილი | ანგულემ [სფრ პრო დ2] | 1984 | 63 | 2ლ [15 კაპ] 3სბ |
2ხ | ნოდარ ჭეიშვილი | შონბრი [სფრ ფედ1] | 1990 | 9 | : |
3ხ | ვიტო კოლელიშვილი | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1989 | 45 | 4ლ [1 კაპ] 2წბ 6სბ |
3ხ | გიორგი თხილაიშვილი | ბათუმი [საქ დ 10] | 1991 | 42 | 10ლ სბ |
3ხ | ლაშა ლომიძე | ლონდონ აირიშ [ინგ პრემ] | 1992 | 38 | 5ლ + შ სბ |
3ხ | ოთარ გიორგაძე | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 9 | 2ლ |
3ხ | გიორგი ცუცქირიძე | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1996 | 7 | სბ |
3ხ | მიხეილ გაჩეჩილაძე | ენისეი [რუს სუპერ] | 1990 | 2 | ლ |
რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ოთია გიორგაძე ახალგაზრდულში მეორე ხაზში თამაშობდა და ახლაც იქნებ ესინჯათ..
შარიქაძეს ჯვარედინი მყესი რომ გაუწყვეტია Rugger.info-ზე წავიკითხე ოთხი დღის წინ და ქართულმა ვებგვერდებმა მხოლოდ სამი დღით დაგვიანებით გაავრცელეს ეს ინფორმაცია, სავარაუდოდ მაგ ვებ-გვერდს დაესესხნენ. ერთ რამეს ვერ ვიგებ ფრუიძესთან დაკავშირებით, ერთ დღეს იძახებს მეორე დღეს არა, ვერ ვხვდები რა ხდება. ჩემი აზრით, ფრუიძის ადგილი არის ნაკრებში. სუთიაშვილი სავარაუდოდ არ დაიწყებს მეორე ხაზში, იმიტომ რომ არ არის ნომინალური მეორე ხაზელი, წესით ჭეიშვილს უნდა დააწყებინოს. მე პირადად არც იმის წინააღმდეგი ვარ აფრასიძემ რომ დაიწყოს თამაში. რაც ეხება უკანა ხაზს, ალბათ მეკოს დააწყებინებს, ან მათიაშვილს 14 დააყენებს და მეკოს 15 თავიდანვე.
დავიჯერო ეგეთი რთულია თაზოსთAნ ერთი ინტერვიუს ჩაწერა? 21-ე საუკუნეში.
ან იქნებ ტრამვირებულებზე ერთი სტატია დაგეწერათ ვინ როდის დაგვიბრუნდება.
ამდენი ხანია გულშემატკივრები ამ ინფოს ვითხოვთ, რა გახდა?!
მჭედლიძემ ბოლოშეხვედრა მესამე ხაზში ითამაშა და მაგის ადაპტაციის პერიოდი აქვს თუ დროებით ითამაშა ადმინ იქნებ რამე ინტერვიუ დადო რამდენი ხანია თაზოს შესახებ გვაქვს შეკითხვები, ტოპ 14 ში მოთამაშე დასაკარგი უკანახაზელი სად გვყავს, თანაც სეზონის დასაწყისში გუნდის ლიდერად განიხილავდნენ, ძალიან მიხაია სიჭინავა ისევ რომ არის განაცხადში 20 წლამდელების მერე ვგულშემატკივრობ და იმედია მიეცემა შანსი მომავალ შეხვედრებში თავის გამოჩენის
ნარიაშვილი
მამუკაშილი
ფეიქრიშვილი
ნემსაძე
სუთიაშვილი
კოლელიშვილი
გაჩეჩილაძე
ლომიძე
ლობჟანიძე
ჯინჭველაშვილი
თოდუა
კვესელაძე
კაჭარავა
სიჭინავა
მათიაშვილი
ჟვანია
ალხაზაშვილი
ჩილაჩავა
ჭეიშვილი
თხილაიშვილი
აფრასიძე
მალაღურაძე
კოშაძე
არა?
ოთია ჩამატეთ სადმე
წარმატებები
თაზო მჭედლიძეს ასე რატომ შემოსწყრა მელიტონა?
ჰო, ეგ საკვირველია, მაგრამ მგონია, რომ უნდა ვენდოთ მელიტონას
ოფლის ღვრის გარეშე
არ უხდება ეს ფორმა ნაკრებს და იმედია აღარც ვითამაშებთ ამ ფორმით, წარმატებები ბიჭებს, რაგბი ჩვენი თამაშია!