ამბები

0:55 | 4.11.2014 | ნანახია 2360 - ჯერ

გამოკითხვა: რომელი ორი ფერის კვართით წარდგნენ “ბორჯღალოსნები” მსოფლიო თასზე?

გამომდინარე იქიდან, რომ “ბორჯღალოსნების” შავი ფერის კვართმა ქართული რაგბის ქომაგთა შორის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, საქართველოს რაგბის კავშირმა გადაწყვიტა აწარმოოს ინტენეტ გამოკითხვა. მისი მიზანია გულშემატკივარმა თავისი აზრი დააფიქსიროს იმასთან დაკავშირებით თუ, რომელი ორი ფერის კვართით წარდგნენ “ბორჯღალოსნები” 2015 წლის მსოფლიო თასზე.

გამოკითხვა იწარმოებს საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. გამოკითხვის ბმული ასევე განთავსდება კავშირის ოფიციალურ სოციალური მედიის პლატფორმებზე.

მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე მარჯვენა მხარეს მდებარე ინტერაქტივის პანელზე ხმის მიცემის ღილაკზე დაჭერით დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი.

ან შებრძანდით გამოკთხვის ბმულზე >>>

გამოკითხვა იწარმოებს 7 ნოემბრამდე.

გამოკითხვის საგანი: რომელი ორი ფერის კვართით წარდგნენ ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე?

ვარიანტები: 1. წითელი, 2. თეთრი, 3. შავი.

- საუბარია ორი ძირითადი-დომინანტი ფერის არჩევაზე, რომლებიც ბუნებრივია გაეწყობა სხვა ფერებითაც: თეთრი წითლით, წითელი თეთრით, შავი წითლით.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086738