საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. 24 წლის მორაგბის თქმით, ჯვარედინი მყესები აქვს დაზიანებული და მომავალი კვირის დასაწყისში ოპერაციას გაიკეთებს.
“ორიაკის” შუამარბის სარეაბილიტაციო პროცესი დაახლოებით ექვსიდან ცხრა თვემდე გასტანს. შარიქაძე იმედოვნებს, რომ ნოემბრისთვის მზად იქნება და საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანეს მატჩებში დაეხმარება.
შარიქაძემ მიმდინარე სეზონში “ორიაკის” კვართით 14-ჯერ ითამაშა და 2 ლელო გაიტანა. ის “ბორჯღალოსნების” ღირსებას 2012 წლიდან იცავს. ამ დროის განმავლობაშიი 58 კეპი აქვს მოხვეჭილი და 11 ლელო აქვს დადებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საზაფხულოდ მძიმე მდგომარეობაში ვართ - კოტე, ახლა ბუკა. იმედია არავინ მიემატება და პირიქით ორივე ბექა და მირიანი მომჯობინდება - თორემ ივნისში წარმატებაზე ფიქრიც კი ურაპატრიოტულმოტივებზე დაკვრას ემსგავსება
გულიანი კაცი ხარ მეგობარო, ნამდვილი მორაგბე თორემ კალათბურთელი რომ ყოფილიყავი გული ევროლიგის გამოტოვებაზე გეტკინებოდა...
არ გაქვთ შეგრძნება რომ რაგბისტები ნაკრებში უფრო კარგად თამაშობენ ვიდრე კლუბებში?
აუჰ... ძალიან ცუდი ამბავი, ძალიან რაა, ბედი არ გინდა? მალე გამოჯანმრთელდი მერაბ, ძალიან გვჭირდები და ძალიან დაგვაკლდები მომდევნო თამაშებსა და განსაკუთრებით ზაფხულში.
ძალიან ცუდია, შეძლებისდაგვარად მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
დასანანია, მალე გვენახე მწყობრში მერაბ ! ! !
ეხ ძალიან სამწუხაროა ბუკას ასეთი ტრავმა, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ მერაბ.