ჩემპიონატები

19:30 | 21.02.2018 | ნანახია 3262 - ჯერ

ინგლისელი მორაგბე ვარჯიშზე მიღებული დაზიანების გამო გარდაიცვალა

სარაგბო სამყაროში ტრაგედია მოხდა: ინგლისურ ჩემპიონშიფში მოთამაშე “დონკასტერის” ბურჯი იან უილიამსი, ვარჯიშზე მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

27 წლის მორაგბის გარდაცვალება, კლუბის გუშინდელ ვარჯიშზე მომხდარმა მძიმე შეჯახებამ გამოიწვია. “დონკასტერის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, უილიამსი უმალ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმებმა მის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა შემთხვევა ფატალურად დასრულდა.

უილიამსს მიმდინარე სეზონში 4 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081865