საერთაშორისო

0:10 | 20.02.2018 | ნანახია 2925 - ჯერ

მიქაუტაძე 2-3 თვეს გამოტოვებს

საქართველოს ნაკრების და “მონპელიეს” მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე ტრავმირებულია. ფრანგული გამოცემა sport24.lefigaro.fr წერს, რომ 26 წლის მორაგბე თამაშს დაახლოებით ორიდან სამ თვემდე ვერ შეძლებს.

ზემოხსენებული წყაროს ცნობით, კონსტანტინე ინგლისის ნაკრებთან გამართული ვარჯიშის დროს დაშავდა. მან მონპელიეში სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა, რომელმაც დაადგინა, რომ ქართველ მორაგბეს ხერხემლის მალა აქვს დაზიანებული.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში 2010 წლიდან თამაშობს. მან “ბორჯღალოსნების” კვართი 55–ჯერ მოირგო და 2 ლელო გაიტანა. კონსტანტინემ მიმდინარე სეზონში “მონპელიეს” რიგებში 14-ჯერ ითამაშა.

ამრიგად, "მონპელიეს" მეორეხაზელი 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:52 | 20.02.2018
თორღვა პანკელი (387)

სამწუხაროა მაგრამ რას ვიზამთ, ტრავმისგან დაზღვეული სპორტში და განსაკუთრებით რაგბში არავინ არაა, არაუშავს დაისვენე კოტე და მალე გამოჯანმრთელდი, არ გვაქვს 2-3-მი თვე(რუმინეთს თუ არ ჩავთვლით) ისეთი სანერვიულო არაფერი რომ ამ დანაკლისმა დაღი დაგვასვას. პანტელეიმონს დავეთანხმები აგერ თუ რამე ProD2-ში გუთანივით ხნავს მინდორს შალვა სუთიაშვილი, ლელოც დადო და კვირის სიმბოლურშიც კი შეიყვანეს, ჩვენი გამოცდილი ბორჯღალოსანი და კაპიტანია შალვა თავისუფლად ჩაანაცლებს კოტეს.

18:15 | 20.02.2018
BEERTRANCE (1073)

მალე გამოჯანმრთელება.

17:18 | 20.02.2018
პანტელეიმონი (1218)

მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ კოტეს, მის შემცვლელად კი სუთიაშვილი მესახება ! ! !

15:13 | 20.02.2018
ოვალური კორბენი (276)

სამწუხაროა, მაგრამ ხდება ხოლმე... მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ჩვენს გიგანტს.
მოგვიწევს ცვლილებების გაკეთება. არადა მეორე ხაზში ამას იშვიათად მივმართავთ - კოტე და ნემსაძე სტაბილურად დგანან.

07:40 | 20.02.2018
dinamo222 (692)

აი ესეც მაგარი ხეირი ერთობლივი ვარჯისების @@

0.083005