“ანგულემის” და საქართველოს ნაკრების მორაგბე შალვა სუთიაშვილი, საფრანგეთის მეორე ელიტური დივიზიონის 23-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, რომელიც სარაგბო გამოცემამ Actus ProD2–მა შეადგინა.
შალვას გუნდი პარასკევს გასვლაზე “დაქსს” დაუპირისპირდა და 28:23 მოუგო. ქართველი მორკინალი მეორე ხაზში თამაშობს და მოედანზე 80 წუთი დაჰყო, ხოლო მე-7 წუთზე ანგარიში გახსნა და მეტოქე დაალელოვა (იხილეთ ვიდეო).
34 წლის “ბორჯღალოსნის” გუნდი, პრო დ2-ში 51 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შალვას პროფესიონალიზმი უნდა გამოადგეს ნაკრებს ! ! !
იმის გათვალისწინებით რომ შალვა მე-2 წელია რაც გამეორეხაზელდა და თან კოტე ტრავმის გამო 2-3 თვეს იუქმებს, მგონი დროა...
კაი ხარ შალვა! ასაკის მიუხედავათ არაა ეს კაცი ჯერ ჩამოსაწერი, კიდევ შეუძლია გამოადგეს ნაკრებს, იმედია გაფართოვებულ შემადგენლობაში მაინც გამოიძახებს მელიტონა.