ბორჯღალოსნები

17:45 | 18.02.2018 | ნანახია 3334 - ჯერ

ჰეიგი პირველი ტაიმით უკმაყოფილო დარჩა

გერმანიასთან გამართული მატჩის პირველი ტაიმით უკმაყოფილო დარჩა მილთონ ჰეიგი:

„პირველ ტაიმში საერთოდ ვერ ვივარგეთ... ბურთს ვერ ვინარჩუნებდით... წინსვლის ნაცვლად განივად დავრბოდით. მეორე ტაიმის დავალებაც ცხადი იყო: შევკრულიყავით, ბურთი შეგვენარჩუნებინა და წინ წავსულიყავით. ეს გავაკეთეთ თუ არა, თამაშსაც შეეტყო; ბურთი დავიბრუნეთ თუ არა, პასებსაც შეეტყო და კოლექტიურ თამაშსაც. მეორე ნახევრით კმაყოფილი ვარ. გარდა ამისა განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ იმ იმპაქტით, რაც თამაშში შეცვლიდან შესულმა ბიჭებმა შეიტანეს“.

რაგბი ევროპის დარჩენილ თამაშებთან დაკავშირებით ჰეიგი ამბობს:

„ტრადიციულად, ამ შეჯიბრში ვცდილობთ გავსინჯოთ ახალი მორაგბეები და დავხვეწოთ ახალი თუ ძველი კომბინაციები თუ ტაქტიკური მონახაზი. რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მის მოსაგებად. შარშან რუმინელებმა გვაჯობეს და წელს გვინდა, რომ ჩემპიონის ტიტული დავიბრუნოთ. ბიჭებიც მოტივირებული არიან. 5 წლის განმავლობაში ზედიზედ ვიგებდით და მეექვსე წელს ვერ მოვიგეთ, ეს ნამდვილად არაა სასიამოვნო“.

„ყველა თამაშს ინდივიდუალურად ვუდგებით და ყველასთვის სათითაოდ ვემზადებით. შემდეგი თამაში ესპანეთთან თბილისში გვაქვს და სახლში კარგად უნდა ვითამაშოთ. შემდეგ გასვლა რუსეთთან კრასნოდარში და რაც მთავარია, ბოლო თამაში ‘დინამოზე’, საკუთარ კედლებში რუმინეთთან“.

„ეს ყველაფერი მსოფლიო თასის მოსამზადებელი პროცესის ნაწილიცაა. ვნახულობთ რა კომბინაციები და ტაქტიკა გამოგვადგება და რა არა“.

ვიტო კოლელიშვილის აზრით, ინგლისთან ჩატარებული ერთობლივი ვარჯიშების შემდეგ, გუნდს ამ თამაშზე კონცენტრირება გაუჭირდა:

„დიდი კვირა გვქონდა. ინგლისის ნაკრებთან 3-დღიანი ერთობლივი ვარჯიშის შემდეგ, ამ თამაშზე კონცენტრირება გაგვიჭირდა. შედეგი კარგია, თუმცა თამაში დასახვეწი და გამოსასწორებელი გვაქვს. ვიმედოვნებ, რომ შემდეგ მატჩში უკეთეს ხარისხს ვაჩვენებთ“.

შედეგით კმაყოფილია ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელსაც ბელგიისა და გერმანიის წინააღმდეგ ტრავმის გამო არ უთამაშია:

„საერთო ჯამში ცუდი თამაში არ გამოვიდა, თუმცა ყოველთვის შეიძლება უკეთესი იყოს. გვქონდა შეცდომები, რომელთა გამოსწორება შეიძლება და აუცილებლად გამოვასწორებთ. ინგლისის ნაკრებთან ვარჯიშებით, ბიჭებმა ურთულესი სამი დღე გამოიარეს და დაღლილები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ხარისხის თამაში არ გვიჩვენებია, 64:0 მოვიგეთ და მთავარი სწორედ ესაა“.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:38 | 19.02.2018
ilarioni (138)

ავტორს: იმპაცტი გავლენას ნიშნავ,

ამ შემთხვევაში: წვლილს, შედეგს, ასე რომ შეცდომაში ნუ შეგვზავს ჩვენი ადმინი

19:03 | 18.02.2018
jikha (22)

ავტორს: იმპაცტი გავლენას ნიშნავს

18:34 | 18.02.2018
LApaata (115)

გაგიჭირდებოდათ ))

18:04 | 18.02.2018
ogafa (407)

კი გაიფინეს

18:03 | 18.02.2018
ukleba (77)

Ras nishnavs admin gansakutrebit lmayofili var im impactit. Ra jandabaa. Impulsit mainc gadmogetargmnat

0.088114