საერთაშორისო

19:18 | 17.02.2018 | ნანახია 5754 - ჯერ

საქართველომ გერმანია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში გერმანია, ქალაქ ოფენბახში 64:0 დაამარცხა. პირველი ტაიმი "ბორჯღალოსნებმა" 19:0 მოიგეს.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 3 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:34 | 17.02.2018
ogafa (407)

წარმატებები

22:33 | 17.02.2018
BEERTRANCE (1073)

როგორც ჩანს 1 მომიყევით მოვუგეთ

22:33 | 17.02.2018
BEERTRANCE (1073)

ამ შესწორების .... კიდე

22:11 | 17.02.2018
რაგბი (36)

შეცდომები კი ბევრი იყო მარა გერმანიასთან და ეგეთ გუნდებთან თამაშის დროს უნდა დახვეწო სუსტი მხარეები და ითამაშო ისეთი კომბინაციები რაც გვიჭირს შეცდომებიც ნელნელა შემცირდება

22:29 | 17.02.2018
პანტელეიმონი (1218)

ხო მაგრამ დიდად ვერ შევატყვე კომბინაციების გატესტვა ჩვენს ნაკრებს. იმის გარდა რომ დიდი ანგარიშით მოვიგეთ, პოზიტიური ამ მატჩში ჩვენი ახალწვეულების მონაწილეობა იყო, ზოგმა ჩააგდო თამაში, ზოგმა არაუშავს ითამაშა, ზოგმა ბრწყინვალეთ და ეს ყველაფერი მაინც გამოცდილებაა ახალწვეულებისთვის.

22:48 | 17.02.2018
რაგბი (36)

ხელით თამაშს ცდილობენ უფრო მაღალ სისწრაფეზე ისე რომ წაქცევამდე გააკეთონ პასი. ჩვენი სტილი უფრო მიძალება და მოკლე მოკლე პასები იყო მიწიდან

21:40 | 17.02.2018
temuchin (431)

გილოცავთ მოგებას, ნეტავ ეს წინ გავარდნები როდის ჩაბარდება ისტორიას? ალბათ მაგისი ისტორიას ჩაბარება და ჩვენი გაბობოლება ერთი იქნება.

21:14 | 17.02.2018
პანტელეიმონი (1218)

ვულოცავ ბორჯღალოსნებს წარმატებულ თამაშს ! ! !

მოტივაციის არ ქონის გამო პირველ ტაიმში არ გამოვიდა ყველაფერი, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ლოგიკურად დამთავრდა. აფრასიძემ ჩააგდო დღევანდელი თამაში სამწუხაროდ. წინა თამაშში უკეთესი იყო გაჩეჩილაძეც. განსაკუთრებული მოტივაცია და ალღო გამოავლინა კვესელაძემ. შერკინება როგორც ყოველთვის სუპერი იყო. ვიტო და ნემსო ბრეწყინვალე.

20:56 | 17.02.2018
federer (17) (469)

რა უნდა დავწერო აღარ ვიციი ალბათ ყველაზე სწორი შეფასება ეს არის
ყველას გვინახავს ალბათ 15-16 წლის ბიჭი რო კაიფობს ხოლმე 7-8 წლის ბავშვებთან ბურთით და რასაც უნდა იმას გააკეთებს ასეა ცვენი ნაკრები ერთა თასზეე.
თალაკვაძის და ლებრონის არ იყოს "დიდი ბიჭია ლებრონი დიდი" ასე შეიძლება ვთქვათ ჩვენ დიდი ბიჭია საქართველოს ნაკრები დიდი ამ პატარებში განსაკუთრებით

20:02 | 17.02.2018
sanzona (19)

თქვენ ხართ მხეცები, ადამიანის დანდობა და შეცოდება არ იცით )))

19:45 | 17.02.2018
თორღვა პანკელი (387)

გაჭრილი ვაშლივითო ვერ იტყვი მგრამ, მაგრად ძალიან გავდა ბელგიასთან ჩატარებულ მატჩს, თავისი შეცდომებით, გაჩეჩილაძე ძალიან კარგი მორაგბეა მაგრამ წინ ბევრჯერ უვარდება ბურთი და თავჩაუხრელად მარტო მაგაზე უნდა იმუშაოს, თუ უნდა ადგილის შენარჩუნება. პირველი ხაზი უკომენტაროდ, კვესელავა ამართლებს მოლოდინებს და შეტევაში საუკეთესო იყო დღეს, მთავარია აწი უფრო რთულ მეტოქეებთან როგორი ბიჭი იქნება, ჭელიძესგან უფრო მეტს ველი, მითუმეტეს ახლა გერმანიაზე და ბელგიაზე გაცილებით რთული თამაშები გველოდება. მოკლედ იმდენის თქმა მინდა ყველაფერი რომ დავწერო ვეფხისტყაოსანი გამომივა. გილოცავთ კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას რომელსაც ყველა ველოდით, 6 ერის მამებს კიდევ ერთხელ მოუკითხავ დედებს და ზედმეტია ლაპარაკი რაგბი ჩვენი თამაშია!

20:12 | 17.02.2018
jora84 (183)

კვესელავა კი მივხვდი ვინაა, მაგრამ ჭელიძე რომელია?

20:18 | 17.02.2018
თორღვა პანკელი (387)

შემეშალა ჭეიშვილი უნა დამეწერა.

0.158934