ბორჯღალოსნები

19:30 | 15.02.2018 | ნანახია 3563 - ჯერ

20წ: მსოფლიო ჩემპიონატის განრიგი ცნობილია

‘მსოფლიო რაგბმა’ 2018 წლის 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარი გამოაქვეყნა, რომელსაც საფრანგეთის სამი ქალაქი - პერპინიანი, ბეზიე და ნარბონი 30 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს.

უმცროსი ბორჯღალოსნები ‘მსოფლიო რაგბის’ 20-წლამდელთა ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ ითამაშებენ. „გ“ ჯგუფში მათი მეტოქეები მასპინძელი საფრანგეთის, სამხრეთაფრიკისა და ირლანდიის ნაკრებები იქნებიან.

ჩვენი გუნდი პირველ თამაშს 30 მაისს, თბილისის დროით 20:30-ზე, პერპინიანში 2017 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსან სამხრეთ აფრიკასთან გამართავს;

3 ივნისს უმცროსი ბორჯღალოსნები მასპინძლებს 16 საათზე ბეზიეში ეთამაშებიან;

7 ივნისს ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ირლანდიას ნარბონში 20:30-ზე შევხვდებით.

2018 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის სრული განრიგი

პლეი ოფის შეხვედრები 12 ივნისს, ნარბონსა და პერპინიანში გაიმართება, ხოლო ფინალურ შეხვედრებს ბეზიეს ორი სტადიონი უმასპინძლებს.

‘მსოფლიო რაგბის’ 20-წლამდელთა ჩემპიონატი მე-11-ედ იმართება. მე-10, საიუბილეო ტურნირს საქართველომ უმასპინძლა და საყოველთაო აღიარებით, ის აქამდე ჩატარებულ ტურნირებს შორის საუკეთსო იყო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში შარშან გამართულმა ტურნირმა აქამდე ჩატარებულებს შორის სოც.მედიის ყველა რეკორდი მოხსნა - ტურნირის საერთო ვიდეოების ნახვებმა 40 მილიონს გადააჭარბა.

თბილისსა და ქუთაისში შარშან გამართულ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ნათამაშებ მორაგბეთაგან, თავ-თავიანთი ეროვნული გუნდის კვართი 6-მა მორაგბემ მოირგო და 10-წლიან ისტორიაში მათი ჯამი 570-მდე გაიზარდა. თავის დროზე 20-წლამდელთა ჩემპიონატში გაიბრწყინეს ისეთმა აღიარებულმა ვარსკვლავებმა, როგორებიც სემ უორბარტონი, სემ უაითლოკი, დევიდ ფოქოქი, ნემანი ნადოლო და იოან მაესტრი არიან.

2016 და 2017 წლებში 20-წლამდელთა ჩემპიონატებზე ნათამაშები უმცროსი ბორჯღალოსნიდან 12-ს ეროვნული კვართითაც უთამაშია. ესენი არიან: ვასილ ლობჟანიძე, ბექა გორგაძე, ირაკლი სვანიძე, გიორგი კოშაძე, გიორგი მელიქიძე, გიორგი ცუცქირიძე, ოთარ გიორგაძე, თორნიკე მატარაძე, ლაშა ტაბიძე, გელა აფრასიძე, მირიან მოდებაძე და გიორგი კვესელაძე. ოთხმა - ტაბიძემ, აფრასიძემ, მოდებაძემ და კვესელაძემ 2017 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატზეც ითამაშეს.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:36 | 17.02.2018
BEERTRANCE (1073)

იმედია ჩვენი დიასპორაც მივა საქომაგოდ

01:43 | 17.02.2018
bedena (10)

იმედია ფრანგების პირველ გუნდისაც მოვუგებთ,მთავარია ბიჭებმა ტრავმები მოიშუშონ.

23:39 | 16.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

მეორე ტაიმში მოხდა პირველხაზელების შეცვლა, ამის მერე მგონი ვჯობდით შერკინებაში. წარმომიდგენია ფრანგების ნაკრების ძირითად შემადგენლობასთან როგორ გაგვიჭირდებოდა. ისე მეორე ტაიმში თამაშის დროის 90 % ფრანგების ჩათვლის მოედანთან ვიყავით. 2 აშკარა ლელოს გადაგვირჩნენ. ფიზიკურად ძლიერი მორაგბეები ყავთ. მსოფლიო თასზე ყველა ნაკრები სიძლიერის პიკზე იქნებიან. ჩემი აზრით იტალიელების U20 ძაან ძლიერი იქნება. ერთი ესაა, რომ სიმაღლეში გვჯობიან სხვა გუნდების წარმომადგენლები.

22:58 | 16.02.2018
sanzona (19)

ერთი შერკინებაში არ გვქონია უპირატესობა, სხვა ყველა კომპონენტში ვაჯობეთ ფრანგებს. ჩვენი 21 ნომერი წითური ბიჭი ცოტა სუსტი იყო

22:56 | 16.02.2018
krasni (587)

ამ ეტაპზე ასეთ ფორმაში ყოფნა მაგარია, მაისამდე ბიჭები კიდევ მოუმატებენ. არა მგონია ჯგუფის აუტსაიდერი ვიყოთ.

22:59 | 16.02.2018
sanzona (19)

სხვებიც მოუმატებენ

22:48 | 16.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ფრანგებს ერთი სახიფათო მომენტიც არ შეუქმნიათ

22:47 | 16.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

14 - 0 მოვიგეთ

21:58 | 16.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ვუყურე პირველ ტაიმს და კარგი ბიჭები გვყავს. რაც გამიკვირდა ისაა, რომ შერკინებაში ვერ ვაჯობეთ. მაღალი და ჯანიანი პირველხაზელები ყავთ. შერკინებაში გვჯობიან. პირველი ტაიმი 14 - 0 მოვიგეთ

20:53 | 15.02.2018
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს ! ! !

20:21 | 15.02.2018
თორღვა პანკელი (387)

მემგონი სწორედ ესაა სიკვდილის ჯგუფი, მაგრამ ეს თუ ვინმეს დათრგუნავდა ჩვენი ლომი ბიჭებისთვის პირიქით მოტივაცია იქნება, დარწმუნებული ვარ ძალიან ღირსეულად შევლენ ამ ნამდვილ საომარ მოქმედებებში. როგორც ნიაზ მამრიკიშვილი იტყვის ხოლმე, ოხოხოხოხოოო! ჯგუფი კიარა ნამდვილი ხორცაკეპია! დროა სენსაციის ბიჭებო! იმედია რომელიმე ბობოლას აუგებთ წესს! მადა ჭამაში მოდისო ნათქვამია, მარტო არგენტინის დამარცხებით ვერ გავძღები როგორც გულშემატკივარი, ვგრძობ რომ გაცილებით მეტი შეგიძლიათ, ღმერთმა მოგცეთ ძალა! რაგბი ჩვენი თამაშია!

0.137331