საერთაშორისო

18:57 | 15.02.2018 | ნანახია 5103 - ჯერ

გერმანია - საქართველო: სამატჩო შემადგენლობა

ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა 17 თებერვალს ოფენბახში, 2018 წლის რაგბი ევროპის მეორე ტურში გერმანიასთან გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ერთი კვირის წინ ქუთაისში ბელგიასთან (47:0) ნათამაშებ შემადგენლობასთან შედარებით სასტარტოში 5 ცვლილებაა. ორი მორაგბე მარქაფიდან დაწინაურდა, სამი წელს პირველად მოირგებს ნაკრების კვართს.

ხაზში ორი ცვლილებაა. რეზი ჯინჭველაშვილის ნაცვლად მგეზავი ლაშა ხმალაძე იქნება, ხოლო ფრთაზე გიორგი ფრუიძის ადგილს ანზორ სიჭინავა დაიკავებს. სიჭინავა ბორჯღალოსანთა კვართით მესამედ ითამაშებს და ძირითადში პირველადაა. ფრუიძის გარდა თადარიგში არიან ვასილ ლობჟანიძე და ლაშა მალაღურაძე.

შერკინების პირველ ხაზში ზურაბ ჟვანიას ნაცვლად 2017 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბე მიხეილ ნარიაშვილი ბრუნდება, ხოლო ჟვანიამ მარქაფაში გადაინაცვლა. მარქაფაში არიან კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი და ანტონ ფეიქრიშვილი, რომელთაც ბელგიასთან არ უთამაშიათ.

უცვლელი დარჩა მეორე ხაზის წყვილი - გიორგი ნემსაძე, რომელიც გუნდს ოფენბახშიც უკაპიტნებს და ნოდარ ჭეიშვილი. მესამე ხაზში ორი ცვლილებაა. ძირითადში ადგილი შეინარჩუნა ლაშა ლომიძემ, ბორჯღალოსნებს უბრუნდება ვიქტორ კოლელიშვილი, ხოლო მიხეილ გაჩეჩილაძე მარქაფიდან დაწინაურდა და სასტარტოში პირველად ითამაშებს.

მარქაფაში გადაინაცვლა ოთარ გიორგაძემ, ხოლო გიორგი ცუცქირიძე ბორჯღალოსანთა კვართს წელს პირველად მოირგებს.

ისტორია

საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების შეხვედრა ჩვენი დროით 17:30 საათზე იწყება და მის პირდაპირი რეპორტაჟს ტელეკომპანია იმედი და რაგბი თივი აწარმოებენ.

გერმანიასთან ბორჯღალოსნებს 6-ჯერ უთამაშიათ და მეტოქე ექვსივეჯერ დაამარცხეს. მეტოქეს გავუტანეთ 45 ლელო და მივიღეთ 3, ხოლო გატანილ-გაშვებულ ქულათა ბალანსია 302:32.

მეტოქეს პირველად 1995 წელს ‘დინამოზე’ ვეთამაშეთ და ყველაზე მცირე სხვაობა მაშინ დაფიქსირდა - 14:3.

ამ საუკუნეში კი, როცა გერმანიამ ერთა თასის|რაგბი ევროპის ელიტაში მოიკიდა ფეხი, მას 5-ჯერ ვძლიეთ და 2009 წლიდან მოყოლებული, ამ შაბათს მეექვსედ შევერკინებით. მეტოქეს სტუმრად 2-ჯერ, ჰაიდელბერგსა (38:5) და ჰოიზენშტამში (64:8) მოვუგეთ, ოფენბახში კი პირველად ვერკინებით. სარეკორდო სხვაობით 2010 წელს, ‘ეროვნულზე’ (ამჟამად ‘დინამო არენა’) ვძლიეთ - 77:3, ხოლო შარშან რუსთავში 50:6 დავამარცხეთ.

„ახალ ხანაში“ გერმანიის წინააღმდეგ 5-ჯერვე უთამაშია მხოლოდ ლაშა მალაღურაძეს, 4-4 კეპი კი მიუთვლიათ სანდრო თოდუას, დავით კაჭარავასა და გიორგი ნემსაძეს. ხვალინდელ მატჩს სამი ძირითადში იწყებს, ხოლო მალაღურაძე მარქაფაშია.

გერმანიასთან მოპოვებული ქულებით უდაო ლიდერია მერაბ კვირიკაშვილი - 46 ქულა სამ თამაშში (2ლ 18გ).

მეტოქე 4-ჯერ დაულელოვებია ბორჯღალოსანთა კაპიტანს გიორგი ნემსაძეს, 3-3 ჯერ კი ბექა გორგაძეს, ირაკლი მაჩხანელს, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი თხილაიშვილს.

საქართველოს ბორჯღალოსნები

"რაგბი ევროპა" | II რაუნდი | – გერმანია

შაბ 17/02 2018 | ფრანკფურტ, ოფენბახ | 17.30 საქ

1989 - 2017 206 ტესტი | 252 ბორჯღალოსანი | სრულად

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

15

ბექა წიკლაური

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1989

28

5ლ 17გ 15ჯ 2ა [110 ქ]

11

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

68

8ლ 2სბ

13

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს სუპერ]

1985

105

22ლ [4 კაპ] 2სბ

12

გიორგი კვესელაძე

მარნეულის არმაზი [საქ დ 10]

1997 3

:

14

ანზორ სიჭინავა

აკადემია [საქ დ 10]

1995

2

ლ სბ

10

ლაშა ხმალაძე

ბათუმი [საქ დ 10]

1988

58

7ლ 4გ [43 ქ]

9

გელა აფრასიძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1998

4

:

შერკინება [ფორვარდები]

1

მიხეილ ნარიაშვილი

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1990

47

2ლ სბ

2

შალვა მამუკაშვილი

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1990 50

5ლ სბ

3

ლევან ჩილაჩავა

ტულონ [სფრ ტოპ14]

1991

36

6ლ სბ

4

გიორგი ნემსაძე^კაპ

ბრისთოლ [ინგ ჩემპ]

1984

77

13ლ [1 კაპ] 5სბ

5

ნოდარ ჭეიშვილი

შონბრი [სფრ ფედ1]

1990

8

:

6

მიხეილ გაჩეჩილაძე

ენისეი [რუს სუპერ]

1990 1

:

7

ვიტო კოლელიშვილი

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1989

44

4ლ [1 კაპ] 2წბ 6სბ

8

ლაშა ლომიძე

ლონდონ აირიშ [ინგ პრემ]

1992

37

5ლ + შ სბ

თადარიგი [რეზერვი]

23

გიორგი ფრუიძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1994

14

3ლ

22

ლაშა მალაღურაძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1986

80

4ლ 40გ 25ჯ 3ა [184 ქ] 2სბ

21

ვასილ ლობჟანიძე

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1996

28

5ლ

16

ბადრი ალხაზაშვილი

ტულონ [სფრ ტოპ 14]

1995

5

:

17

ზურაბ ჟვანია

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1991

30

9ლ 2სბ

18

ანტონ ფეიქრიშვილი

კარდიფ [უელ პრო 14]

1987

24

5ლ 2სბ

19

ოთარ გიორგაძე

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1996

8

20

გიორგი ცუცქირიძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1996

6

სბ

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:22 | 17.02.2018
თორღვა პანკელი (387)

აუუუ ვინებს ვეთამაშებით, 6 ერის მამებო! მოგ-თ დედები!

16:19 | 17.02.2018
miriani (151)

ბექა გორგაძე რატო არ ჩანს თუ იცით?

11:37 | 17.02.2018
dinamo222 (692)

თამაში 17-30 ზეა თუ 16-30 ზე ?

16:18 | 17.02.2018
miriani (151)

17.30 ჩვენი დროით

13:13 | 16.02.2018
ilarioni (138)

ზოგადად ეს "დანდობის" თემა სპორტში და მითუმეტეს რაგბში, ვიღაცამ თავისდროზე ძალიან გაუაზრებლად შემოაგდო. ვინმეს თუ შეუძლია ახსნას, რას ნიშნავს ეს. საერთოდ არასწორი ტერმიანია სპორტთთან მიმართებით, ამიტომ ამაზე მითითება სრულად ზედმეტია

18:18 | 16.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ალბად უფრო ის ქონდათ მხედველობაში, რომ როცა თამაშის ბედი გადაწყვეტილია და ერთი გუნდი მეორე გუნდს დიდი ანგარიშით უგებს, მაშინ მომგები გუნდი "დუნდება" და წამგებ გუნდს გააქვს ლელოები. ასე იყო 2011 წელს, როცა რუსეთის ნაკრებმა (უცბად ეს მახსენდება, არადა ბევრი შემთხვევაა კიდევ) შეძლო და 8 ლელო დადო მსოფლიო თასზე - 2 ირლანდიასთან, 3-3 ავსტრალიასთან და იტალიასთან.

11:51 | 17.02.2018
dinamo222 (692)

ისეთი გუნდები დუნდებიან ვისაც არაფერი აქვს დასამტკიცებელი და თავი ქუდში აქვთ და ჩვენ კი ყოველდღე უნდა ვამტკიცოთ რომ 2-3 თავით მაღლა ვდგავართ ევროპის ჩემპიონატის გუნდებზე

11:24 | 16.02.2018
ilarioni (138)

გერმანელების იმ შემადგენლობიდან, რომელმაც შარშან რუმინეთს მოუგო მინიმუმ ნახევარი არ ყავთ, თანხას არ უხდიან და ასე რომ ვთქვათ გაიფიცნენ, თორემ მარტივი თამაში არ გვექნებოდა. ამ ფორმაციის გერმანიასთან ვნახოთ რა იქნება. თუმცა, მაინც სახლში გვეთამაშებიან და მეტოქის სათანადოდ დაფასება ზდმეტი არასდროს მოგვივა. მაგრამ ამ ფორმაციის გერმანიას წესით დიდი ანგარიშით უნდა მოვუგოთ

17:38 | 16.02.2018
temuchin (431)

არადა ზოგიერთები ამბობდნენ გერმანიამ რაგბში ასეულობით მილიონი ჩადოო.

16:18 | 16.02.2018
GiorgiG83 (525)

ზედმეტად თავშეკავებული კომენტარია - დაუფასებლობა და ადგებით დამოკიდებლება აზერბაიჯანის რაგბის ნაკრებთანაც არ არის რაგბული, მარგამ...
რაც შენ გიწერია თავშეკავებულობის და პესიმიზმის საზღვრებს ძალიან ცდება

09:07 | 16.02.2018
krasni (587)

საწყალი გერმანია. არავითარი დანდობა.

11:47 | 17.02.2018
dinamo222 (692)

100% არანაირი ექსპერიმენტები აქ მთავარი შედეგი უნდა იყოს და რაც შეიძლება დიდი ანგარიშით

00:28 | 16.02.2018
temuchin (431)

წარმატებები ლომებო!

21:59 | 15.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

მალე რიგი დადგება ჩვენს გუნდთან ერთად, რომ ივარჯიშონ
ა ბატონო
Молодежная сборная России отправилась в Грузию

Сборная России U18 проведет учебно-тренировочные сборы в Кутаиси.

Сборы стартовали15 февраля. Для участия в них главным тренером Виталием Сорокиным вызваны 34 игрока. Тренировки проходят в рамках подготовки сборной к Чемпионату Европы U18, который начнется 25 марта в Польше. Соперником России по четвертьфиналу является сборная Португалии.
0?'>https://rugger.info/news/18552':'>https://rugger.info/news/18552'))
იმედია ამათ არ ასწავლიან ყველაფრს

20:52 | 15.02.2018
პანტელეიმონი (1218)

ნამეტანი დიდი დაფასებაა გერმანელების, ამ შემადგენლობით მათთან თამაში ! ! !

11:45 | 17.02.2018
dinamo222 (692)

არაფერი დიდი დაფასება არაა ოფიციალურ შე4ხვედრებზე ზუსტად ძირითადი გუნდით უნდა ვითამაშოთ და ბოლომდე უაზრო ეხსპერიმენტებმა სარშან ევროპის და ანთიმოზ ივერიელის თასი დაგვაკარგინა და ახალგაზრდების ნახვა და დაკვირვება არაოფიციალურ თამაშებზეც შეიძლება თუ ბობოლები უარს გვეუბნებიან ჩვენი დონის და ჩვენზე სუსტი გუნდები სიხარულით დაგცთაბხნდებიან ამხანაგურ თამასშებსზე ! აგერ რუმინეთმა რა უყო გერმანიას იმიტომ რომ ჩვენსავით არ კიდიასთ პრესტიჟი და სახელი და ის ანგარიში რუმინელებს არგუმენტად დამოადგებათ აი რა ძლიერები ვართ სხვა ქვეყნებთან შედარებით იგივე საქართველოსაც მოვუგეთ და ჩემპიონებიც ჩვენ ვართო ამიტომ ჩვენ უნდა მიგვიღოთ 6 ერშიო !

19:32 | 15.02.2018
GiorgiG83 (525)

85:6 იყო რუმინეთი-გერმანია
ეტყობა მილტონი მეტს უპირებს

0.118138