ბორჯღალოსნები

14:18 | 14.02.2018 | ნანახია 5025 - ჯერ

ედი ჯონსი: "ჩვენმა ბიჭებმა ქართველებთან ვარჯიშით ბევრი ახალი რამ ისწავლეს"

საქართველოსა და ინგლისის ნაკრებებმა ლონდონში პირველი ერთობლივი ვარჯიში გამართეს (VIDEO). იმისათვის, რომ ვარჯიში მეტად ნაყოფიერი ყოფილიყო და როგორც მსგავსი შეკრებების დროს ხდება, მასპინძლებმა ცნობილი ინგლისელი რეფერი უეინ ბარნსი მოიწვიეს.

თავდაპირველად შერკინებისა და ხაზის მოთამაშეებმა ცალ-ცალკე ივარჯეს, ფორვარდებმა უმეტესად შერკინებაში, ხოლო ვარჯიშის ბოლოს ერთობლივი წვრთნა ჩატარდა.

შერკინების ვარჯიშით კმაყოფილი იყო ინგლისელთა ავსტრალიელი თავკაცი ედი ჯონსი:

„ფანტასტიური იყო!... საქართველოს სწორედ ისეთი შერკინება ჰყავს, რომლის წინააღმდეგაც მუდამ უნდა გინდოდეს ვარჯიში. ესაა ძალიან ძლიერი შერკინება, რომელიც სხვებისგან განსხვავებულად მუშაობს. ვერც კი ვინატრებდი ისეთი ვარჯიში იყო და ბიჭებმა ბევრი ახალი რამ ისწავლეს. მე მათ ვესაუბრე და აღტაცებულები არიან“.

ჯონსი ქართული შერკინების განსხვავებულობის და სიძლიერის მიზეზებზეც დაფიქრდა და თვლის, რომ:

„ქართველები თავსა და მხრებს განსხვავებულად იყენებენ, რითაც წნეხს თავიდანვე, ფეხების მოძრაობამდე ქმნიან. მათი შერკინება ძველი და ახალი სტილის სინთეზს წარმოადგენს. შერკინება ლამისაა მათი ცხოვრების ნაწილია. მერწმუნეთ, ჩვენმა ბიჭებმა ბევრი ახალი რამ ისწავლეს და შესანიშნავად გაიარეს ადაპტაცია“.

ედიმ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ქართულ შერკინებას მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევს და არ გამორიცხა, რომ მსგავსი ერთობლივი ვარჯიშები მომავალშიც გაიმართოს:

„ბევრი გუნდი ცდილობს ასე შერკინებას, მაგრამ საქართველოს ამ ასპექტში ვერავინ შეედრება. სხვებიც ცდილობენ თავისა და მხრების გამოყენებით მეტოქის შერკინება არასტაბილური გახადონ, მაგრამ ქართველებს ეს საუკეთესოდ გამოსდით.

„ქართველ მწვრთნელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ერთობლივი ვარჯიშით ორივე მხარე დიდ სარგებელს იღებს და არაა გამორიცხული, მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც დაიგეგმოს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ამისათვის ლიმიტირებული დრო გვაქვს. ჩვენი სურვილია, რომ მსოფლიოში ყველაზე დომინანტი შერკინება გვყავდეს. ამისგან ჯერ შორს ვართ, თუმცა სწორი მიმართულებით მივდივართ. დღეს გვქონდა შესანიშნავი შანსი გვესწავლა, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ შერკინებაში უფრო ეფექტურად“.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (19)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:55 | 15.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

მალე რიგი დადგება ჩვენს გუნდთან ერთად, რომ ივარჯიშონ
ა ბატონო
Молодежная сборная России отправилась в Грузию

Сборная России U18 проведет учебно-тренировочные сборы в Кутаиси.

Сборы стартовали15 февраля. Для участия в них главным тренером Виталием Сорокиным вызваны 34 игрока. Тренировки проходят в рамках подготовки сборной к Чемпионату Европы U18, который начнется 25 марта в Польше. Соперником России по четвертьфиналу является сборная Португалии.
0?'>https://rugger.info/news/18552':'>https://rugger.info/news/18552'))

21:02 | 15.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ქართული რაგბი >ნაკრებები
რაგბი. ინგლისელთა მწვრთნელი აღფრთოვანებულია: Fantastic, Brilliant!
საქართველოსა და ინგლისის ნაკრებებმა ლონდონში ერთობლივი ვარჯიშები გამართეს. ვარჯიში ნაყოფიერი რომ ყოფილიყო, მასპინძლებმა ცნობილი ინგლისელი მსაჯი უეინ ბარნსი მიიწვიეს.
თავდაპირველად, შერკინებისა და ხაზის მოთამაშეებმა ცალ-ცალკე ივარჯიშეს. ხოლო ვარჯიშის ბოლოს ერთობლივი წვრთნა ჩატარდა. შერკინების ვარჯიშით კმაყოფილებას ვერ მალავდა ავსტრალიელი თავკაცი ედი ჯონსი, რომელმაც "ტელეგრაფთან" საუბრისას თქვა:
"ეს ფანტასტიკური იყო. საქართველოს ნაკრებს სწორედ ისეთი შერკინება ჰყავს, რომლის წინააღმდეგაც მუდამ უნდა გინდოდეს ვარჯიში. ესაა ძალიან ძლიერი შერკინება, რომელიც სხვებისგან განსხვავებულად მუშაობს. ვერც კი ვინატრებდი, ისეთი ვარჯიში იყო და ბიჭებმა ბევრი ახალი რამ ისწავლეს. მე მათ ვესაუბრე და აღტაცებულები არიან.
ქართველები თავსა და მხრებს განსხვავებულად იყენებენ, რითაც წნეხს თავიდანვე, ფეხების მოძრაობამდე ქმნიან. მათი შერკინება ძველი და ახალი სტილის სინთეზია. შერკინება ლამისაა მათი ცხოვრების ნაწილია. მერწმუნეთ, ჩვენმა ბიჭებმა ბევრი ახალი რამ ისწავლეს და შესანიშნავად გაიარეს ადაპტაცია.
ბევრი გუნდი ცდილობს ასე შერკინებას, მაგრამ საქართველოს ამ ასპექტში ვერავინ შეედრება. სხვებიც ცდილობენ თავისა და მხრების გამოყენებით მეტოქის შერკინება არასტაბილური გახადონ, მაგრამ ქართველებს ეს საუკეთესოდ გამოსდით.
ქართველ მწვრთნელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ერთობლივი ვარჯიშით ორივე მხარე დიდ სარგებელს იღებს და არაა გამორიცხული, მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც დაიგეგმოს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ამისათვის ლიმიტირებული დრო გვაქვს.
ჩვენი სურვილია, რომ მსოფლიოში ყველაზე დომინანტი შერკინება გვყავდეს. ამისგან ჯერ შორს ვართ, თუმცა სწორი მიმართულებით მივდივართ. დღეს გვქონდა შესანიშნავი შანსი, გვესწავლა, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ შერკინებაში უფრო ეფექტურად".
ინგლისელებთან ერთობლივი წვრთნით კმაყოფილია საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელი თავკაცი მილტონ ჰეიგი:
"პირველი ერთობლივი ვარჯიშით ძალიან კმაყოფილები ვართ. ის დიდი სარგებლის მომტანი იქნება, როგორც ჩვენთვის, ასევე ინგლისელებისთვის. ვარჯიში კონკრეტულ კომპონენტებზე იყო კონცენტრირებული - შერკინება შერკინებაზე და ხაზი ხაზზე. ჩვენმა უკანახაზელებმა ინგლისელების წინააღმდეგ შეტევასა და დაცვაში ივარჯიშეს, რითაც ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ ისწავლეს.
ცხადია, ერთობლივი ვარჯიში ორივე მხარეს გამოგვადგება. ჩვენთვის ის შესანიშნავი საშუალებაა მოვემზადოთ, როგორც რაგბი ევროპის ჩემპიონატის, ასევე შემდგომი თამაშებისთვის. ორივე გუნდის მწვრთნელები და მოთამაშეები ვთანხმდებით, რომ ფასდაუდებელი გამოცდილება შევიძინეთ.
მეორე დღეს უფრო საინტერესო პროგრამა გველის. ვარჯიშები დაეთმობა მოლს და უშუალოდ ტაქტიკურ მონახაზებს, როგორც შერკინებაში, ასევე უკანა ხაზში".

P. შ. საქართველოს ნაკრებმა გუშინ კიდევ ერთი ვარჯიში გამართა ინგლისის ეროვნულ გუნდთან ლატიმერის უმაღლესი სკოლის მოედანზე და დღეს გეზი გერმანიისკენ აიღო, სადაც შაბათს ოფენბახში გერმანიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
0?'>http://lelo.ge/article/რაგბი-ინგლისელთა-მწვრთნელი-აღფრთოვანებულია-fantastic,-brilliant-3277':'>http://lelo.ge/article/რაგბი-ინგლისელთა-მწვრთნელი-აღფრთოვანებულია-fantastic,-brilliant-3277'))

22:42 | 14.02.2018
პანტელეიმონი (1218)

რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !

21:31 | 14.02.2018
mamulo (31)

NIKA..01 (107)-"ჩვენც ვიცით ალბლექსის ბექების თამაშის სტილი,სტრატეგია და ნიუანსებიც ეცოდინება ჰეიგს,მაგრამ ამდენი წელი გავიდა მელიტონას მწვრთნელობიდან და ახალი ზელანდიის დონეს ვერ მივუახლოვდით"-ჯერ ერთი ჰეიგმა რა იცის და უშვალოდ 3 დღიანი ერთობლივი ვარჯიში სხვადასხვაა და მეორეც ინგლისელების შერკინების დონე და სწავლის უნარი სხვაა (მათ მხოლოდ ნიუანსების სწავლა აკლიათ)და ჩვენი ბექების დონე და თამაშის დონე სხვა თანაც მე ზუსტად მაგ ვიკითხე ჩემს კომენტარში,ჩვენ ბექებს თუ ავარჯიშებენ ისინითქო.რასაც ინგლისის შერკინება ჩვენგან 3 დღეში დახვეწდა,ჩვენი ბექები 1 წელი რომ ავარჯიშონ მაინც ვერ ისწავლიან იმდენს.თუ არ გჯერათ თუ მოგვიწია ინგლისტან თამაში მაშინ მოიმკის ჩვენი შერკინება ამ ვარჯიშების შედეგს.დაიმახსოვრეთ ეს.

21:43 | 14.02.2018
ICEMAN (162)

მე პირადად მიმაჩნია რომ ჩვენ უფრო გამოგვადგება ესეთი ვარჯიშები, და ჯონსმა სწორედ აღნიშნა რომ ქართველებივით თამაშშს ბევრი ცდილობს მაგრამ არ გამოდისო, ანუ ჯონსიც მიხვდა რომ ეს გენეტიკაში გვაქვს, რეალურად გენეტიკურად ვართ ქართველები ასეთები შედარებით ნელები მაგრამ ძლიერები, შესაბამისად წარმატებები გვაქვს ჭიდაობაში, ძალოსნობაში და გვყავს ძლიერი შერკინება, რაგბში გვიჭირს იმ პოზიციებზე სადაც საჭიროა სისწრაფე და მოქნილობა რადგან ეს ჩვენს გენეტიკაში ნაკლებადაა

20:35 | 14.02.2018
NIKA..01 (335)

mamulo (14)-მაგ ლოგიკით ოფიციალურ თამაშებზეც არ უნდა დავთანხმდეთ,თამაშიდან და მისი გარჩევიდან რომ ისწავლონ? ჩვენი შერკინების საიდუმლო ჩვენი მორკინალების ძლიერებაა რაგბი ინგლისელების მოგონილია და ძალიან კარგად იციან შერკინების ყველა ნიუანსი,მთავარია ამ ნიუანსებს როგორ შეასრულებ.ჩვენც ვიცით ალბლექსის ბექების თამაშის სტილი,სტრატეგია და ნიუანსებიც ეცოდინება ჰეიგს,მაგრამ ამდენი წელი გავიდა მელიტონას მწვრთნელობიდან და ახალი ზელანდიის დონეს ვერ მივუახლოვდით?რატომ?იმიტომ რომ თეორიულ ცოდნას პრაქტიკული შესრულება უნდა და პრაქტიკულ შესრულებას შესაბამისი უნარების მორაგბე.ჰეიგზე 1 წელიწადში მიდის და გვიკიდებსო თქვა, არ მგონია სამართლიანი იყოს.ერთობლივი ვარჯიშები აქამდეც გვქონია კანადასთან,ტონგასთან.რაც მეტი ასეთი ვარჯიში იქნება მით უკეთესი ჩვენთვის.აქ მხოლოდ ვარჯიშშიც არაა საქმე,ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრული ურთიერთობის დამყარება წამყვან სარაგბო ქვეყნებთან.

17:20 | 14.02.2018
geogoli (367)

მაგარი მოსასმენია თვით ედი ჯონსი რომ ამბობს ამ სიტყვებს. დრწმუნებული ვარ თვითონ ედი თამაშზეც არ იტყოდა უარს, მაგრამ მწვრთნელი ნამდვილად ვერ წყვეტს ხოლმე ტესტებზე ვის შეხვდეს. რაც შეეხება იმას რომ ვინმე ისწავლის ჩვენგან - დაე ისწავლონ, ჩვენ მერე მეტი სტიმული გვექნება რომ ერთ ადგილზე არ ვიდგეთ და უფრო წინ წავიდეთ.

17:05 | 14.02.2018
McCaw (168)

ისე პომებს ჯო მარლერი აკლიათ ტრავმის გამო თორემ ასე ადვილად და მარტივად ვერ დავჩაგრავდით მარლერი მათი შერკინების სულის ჩამდგმელია როგორც ჩვენთან ნარიაშვილია მაგის ანალოგია მარლერიც

18:16 | 14.02.2018
scrum (1)

არის ჯო მარლერი ვარჯიშებზე ამ შემადგენლობაში და სტატიის ფოტოზეც ჩანს

17:03 | 14.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

როჯერ ფედერერი
გეთანხმები ძმაო. გენეტიკაა ის რის გამოც მეამაყება, რომ ქართველი ვარ. აქ როგორც ფიზიკურ ძალას ისე ქართულ გონსა და ბუნებას ვგულისხმობ. ძალისმიერ სახეობებში ლიდერები ვართ. ძალით კი ვჯობივართ, მაგრამ ტექნიკაც ჩვენი გვაქვს და მთლად ყველაფრის ჩვენება არ მიმაჩნია მართებულად. ღმერთმა გვიმრავლოს ჩვენი ერი, ასეთი ვაჟკაცები!

16:59 | 14.02.2018
McCaw (168)

ინგლისელებთან ვარჯიში ძალიან ბერს ნიშნავს და ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება ინგლისელებთან ვარჯიში რუმინეთთან თამაშს ბევრად ჯობია რაც უფრო ხშირად მიეცემა ჩვენს ბექებს ესეთ გრანდებთან ვარჯიშის შაშუალება მით მეტად განვითარდებიან ეხმურებით ინგლისთან ვარჯიშს წინასწარაა უკვე ცნობილი რომ იაპონიაში მსოფლიოს ფინალი ინგლისი ზელანდია იქნება და არავინ იცის ვინ მოიგებს მიუხედავად ოლ ბლექსის ფავორიტობისა გუნდი რომელიც შეიძლება 1 წელიწადში მსოფლიო ჩემპიონი გახდეს მაგასთან ვარჯიში კოლოსალური გამოცდილების მომცემია

16:46 | 14.02.2018
BEERTRANCE (1073)

ისიც საინტერესოა ჩვენ რა სარგებელი მივიღეთ განსაკუთრებით ხაზის მოთამაშეებმა

16:36 | 14.02.2018
mamulo (31)

ინგლისელებს რა მოეწონათ და რა ისწავლეს ჩვენგან ეს გავიგეთ,მაგრამ ეხლა ის მინდა გავიგო ჩვენ რა ვისწავლეტ მათგან.ჰეიგი რატომ დუმს.მანაც თქვას რაიმე.ჩვენი ხაზის მოთამასეებს თუ და რაში წაადგა ეს ერთობლივი ვარჯიში.თუ 1 წელიწადში მაინც მივდივარო და ჩვენი საფირმო შერკინების საიდუმლო გააცნო ინგლისელებს.ერთი შერკინება გვქონდა საამაყო და როგორც ვატყობ მალე იმასაც დავკარგავთ.ვინმემ არ მითხრათ პესიმისთი ხარო.გაიხსენეთ გამოთქმა--Pესიმისტი--ინფორმირებული ყოფილი ოპტიმისტიაო.ვნახოთ მომავალი გვიჩვენებს.

16:49 | 14.02.2018
ანდროიდი (50)

ჰეიგმა ილაპარაკა უკვე ამ ერთობლივ ვარჯიშზე. სპორტალზე დევს მისი წინასავარჯიშო ინტერვიუ. ინგლისელები ჩვენი შერკინების გარეშეცზეგუნდია და მგონი ისევ ჩვენ გონიერებაზეა დამოკიდებული, რამდენად ვისარგებლებთ ამ ვარჯიშით.

15:46 | 14.02.2018
ოვალური კორბენი (276)

რაგბი გადაარჩენს საქართველოს
"ჰოგი და ფორდი - ბორჯღალოსნებთან კარგი თამაშისთვის" ასეთი სათაური აქვს იმ სტატიას, რაზეც კამათი მიდიოდა.

15:38 | 14.02.2018
federer (17) (469)

აქ არ ვყოფილვარ დაბლოკი და ტყუილად ვწვალობდი ფეისბუქიდან

15:29 | 14.02.2018
LApaata (115)

აზრს დაუკვირდით... ჩვენთან თამაშს არ კადრულობენ, 6 ერში არ გვიღებენ და ჩვენგან სწავლა უნდათ)))

15:40 | 14.02.2018
federer (17) (469)

6 ერში არ გვღებულობენ სუფთა კომერციული ფაქტორებიდან გამომდინარე და ეს არაერთგზის გვითხრეს ორგანიზატორებმა

16:04 | 14.02.2018
LApaata (115)

მერე ტესტებში თამაშები ასე დასამადლებელი უნდა იყოს წელიწადში 1 ან 2 იტალიას გაცილებით მეტ ტესტებს ეთამაშებოდნენ სანამ 6 ერში მიიღებდნენ.

15:23 | 14.02.2018
LApaata (115)

თუ ეგეგნი არ გვეთამაშებიან ტესტებს ჩვენ რატომ დავთანხმდით ერთობლივ ვარჯისზე? რამის სწავლა თუ უნდათ ჩვენგან იკადრონ ჩამოსვლა და აქ ვასწავლოთ, რატომ ეახლენ ჩვენები იქ?

16:27 | 14.02.2018
თორღვა პანკელი (387)

რა უნდა ქნა ძმაო, ისედაც არაადეკვატურ იგნორირების რეჯიმში მყოფ 6 ერის გუნდებისგან, თან ისეთი ძლიერი გუნდისგან როგორიც ინგლისია, თუკი რამე ყურადღება იქნა, ჩვენც იგივეთი ვუპასუხეთ და ზურგი შევაქციეთ, მთლად ჩავკვდებით და ჩავბასვრთუმდებით ამ დაქცეულ ერთათასზე თუ რაღაც ჯანდაბაში ვთამაშობთ. ნელნელა მგონია იძვრება ეს ყინული და თუ უახლოეს წლებში 6 ერში არ მიგვიღებენ, ბობოლებთან გაცილებით მეტი ტესტები გვექნება დარწმუნებული ვარ, საქართველოში რაგბის უმაღლეს დონეზე განვითარება დროის ამბავია, უბრალოდ დასანანი ის არის რომ, ამას ასე კუს ნაბიჯებით 15-20 წელი რომ ვანდომებთ, მათი მხრიდან ცოტა მეტი პატივისცემა და დაფასება რომ იყოს, ამას მქსიმუმ 5-6 დაჭირდებოდა.

15:17 | 14.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

stripslashes((strlen('www.rugger.info')>0?'www.rugger.info':'www.rugger.info')) -ზე, ინგლისელი მწვრთნელის სიტყვებიდან ჩანს, რომ საქართველოს ნაკრების კოზირი მარტო მიწოლა და გენეტიკა არ ყოფილა, ქართული შერკინება ბევრად მეტია. ინგლისელები რამდენად არიან დაინტერესებული, რომ საქართველოს დონემ აიწიოს და რამდენად კეთილსინდისიერად გვაგვარჯიშეს სხვა კომპონენტებში მე ვერ ვიტყვი. ამ ერთობლივ წვრთნებში დადებითს კიდევ იმაში ვხედავ, რომ შეიძლება ინგლისური და ბროტანული სხვა გუნდები დაინტერესდნენ ჩვენი მოტაგბეებით და მას შემდეგ რაც საფრანგეთში ლეგიონერებზე ლიმიტებს აწესებენ, ბრიტანეთი ახალი საშუალებაა ჩვენი მორაგბეებისათვის, აქ კიდევ უფრო აიმაღლებენ კლასს, მათ შორის უანახაზელებიც. ახალი თაობა მართლა ძაან ძლიერი მოდის. ადრე მითქვამს, ახლაც ვიმეორებ, რომ მილტონ ჰეიგის კავშირებს არანაკლები სარგებლის მოტანა შეუძლია ჩვენი ნაკრებისათვის ვიდრე ეს სორელმა გააკეთა. როგორც გამოჩნდა ურთიერთ კავშირებს, მეგობრობას შეუძლია საქმიანი ურთიეთობა დაამყარებინოს სხვადასხვა ქვეყნის რაგბის კავშირებს შორის. ძაან მინდა ბატონმა ჰეიგმა თავის ქვეყნის რაგბის კავშირთანაც დაამყაროს საქმიანი ურთიერთობა.

15:21 | 14.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

უბრალოდ დავაკოპირე და გადმოვიტანე წინა სტატიიდან - იმიტომაც დარჩა რუგგერ.ინფო

14:58 | 14.02.2018
ogafa (407)

ჩვენ გენებში გვაქვს გენეტიკური ფაქტორი ღმერთმა გვიბოძა

14:50 | 14.02.2018
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

მახსოვს ცხარედ როგორ მეკამათებოდა პატივცემული კორბენ დალასი - სპორტული კუთხით ჩვენ რა უნდა შევმატტოთ ექვს ერსო. აგერ ბატოო პასუხი - კაცმა ყბა ამოიგდო იმდენი გვეხვეწა ერთად ვივარჯიშოთო.

15:17 | 14.02.2018
ოვალური კორბენი (276)

მეც კარგად მახსოვს ჩვენი კამათი. აბსოლუტურად სხვა რამეზე ვსაუბრობდით. ვამტკიცებდი რომ შერკინებასა და უკანა ხაზს შორის დიდი დისონანსია და მარტო მიწოლაზე აქცენტის გაკეთება ბევრს არაფერს მოგვცემს.
აი თუ ედი ჯონსის მსგავსად ჩვენი მწვრთნელიც გამოვა და იტყვის, რომ საქართველოს უკანა ხაზმა ბევრი რამ ისწავლა ამ წვრთნებზე და ეს თამაშებშიც გამოჩნდება, მაშინ კი ბატონო

15:37 | 14.02.2018
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

თუ არ დამეზარა მოვძებნი და დავაკოპირებ

15:34 | 14.02.2018
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

აპაპაპ დემაგოგი არ მგონიხარ და ეს კომენტარი მიკვირს

15:39 | 14.02.2018
ოვალური კორბენი (276)

კი მოძებნიდა კაცი იმ სტატიას მაგრამ ქექვის თავი არ მაქვს. შოტლანდიათან რომ წავაგეთ, დაახლოებით მაგ პერიოდში იყო.
შერკინება რომ მაგარი გვყავს და გვაღიარებენ დიდი ხანია, ეგ ყველამ ვიცით.

14:39 | 14.02.2018
McCaw (168)

მერე და ესე ძააან თუ მოიხიბლე და აღფრთოვანდი მაშინ ამხანაგურად გვეთამაშე თვიქენჰემზე პირობას გაძლევ რომ უფრო მეტს აღფრთოვანდები და უფრო მეტს ისწავლიან შენი ბიჭები

0.139705