სიახლეები

13:59 | 14.02.2018 | ნანახია 3610 - ჯერ

დიდი უპირატესობა და შერეული გუნდი

საქართველოს რაგბის ეროვნული აკადემიის 17-წლამდე აღმოსავლეთის რჩეულმა ("სელექციამ") ქართულ ტურნეზე მყოფი ბრისთოლის (ინგლისის) რეგიონის ერთ-ერთი კლუბის ‘ნეილსი და (&) ბექველის’ 18-წლამდელთა გუნდს პირველ მატჩში დიდი უპირატესობით, 107:5 მოუგო.

აკადემიის გუნდს 18 წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი მიხეილ სუჯაშვილი და მენეჯერი პაატა მაისურაძე წვრთნიდნენ, რომელთაც აკადემიის მწვრთნელები - ზვიად ცუხიშვილი და გიორგი ნოზაძე ეხმარებოდნენ. გუნდი ეროვნული აკადემიის ისნისა და მუხიანის ფილიალების 2001 წელს დაბადებული მორაგბეებით დაკომპლექტდა, ხოლო სამი ბიჭი 2002-წლიანი იყო.

ინგლისელების გუნდი 2000 წელს დაბადებული ბიჭებისგან შედგებოდა. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ქართველები მეტოქეზე უკეთ მომზადებული აღმოჩნდნენ, როგორც ფიზიკურად, ასევე ტექნიკურად და ტაქტიკურად. შედეგად, ბრძოლა არ შედგა, მასპინძლებმა პირველ ტაიმში 10 ლელო გაიტანეს, 8 გარდასახვა შეასრულეს და 66:0 დაწინაურდნენ.

რადგან თამაშის ასე გაგრძელება არც ერთ მხარეს არ სურდა, შესვენების შემდეგ ინგლისელებს 5 ქართველი მოთამაშე დაემატა, ხოლო ტაიმის მსვლელობისას მათი რიცხვი 8-მდე გაიზარდა. შედეგად, მეორე ტაიმში თამაში ოდნავ გათანაბრდა და ‘ნეილსი & ბექველმა’ დებიუტშივე ერთი ლელო გაიტანა, თუმცა აკადემიის 17-წლამდელთა სელექციამ კიდევ 7 ლელო მიითვალა და 107:5 იმარჯვა.

‘ნეილსი & ბექველი’ მეორე მატჩს 15 თებერვალს გამართავს. ამჯერად ‘ლელო-სარასენსის’ ჭაბუკთა „ბ“ ლიგის გუნდთან. ინგლისელები საქართველოში კიდევ ერთ თამაშს, 17 თებერვალს ქუთაისში გამართავენ.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:59 | 14.02.2018
LApaata (115)

ესენი რომ დაიზდებიან მერე ნახონ ბრიტანელებმა. მერე რაც უნდათ იმას ვასწავლით და ახლო ვეღარ მოვლენ

15:49 | 14.02.2018
თორღვა პანკელი (387)

კაი ანგარიშია ვერაფერს იტყვი.

14:49 | 14.02.2018
ogafa (407)

ყველაფერი არ ვასწავლოთ

14:15 | 14.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

კარგი თობა მოდის.

0.08508