ბორჯღალოსნები

5:02 | 12.02.2018 | ნანახია 7284 - ჯერ

ოფიციალურად: საქართველოს და ინგლისის ნაკრებები ერთად ივარჯიშებენ

საქართველოს და ინგლისის ნაკრებები ორდღიან ერთობლივ წვრთნას გაივლიან. აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ზემოხსენებული წყაროს ცნობით, ერთობლივი ვარჯიშები სამშაბათს და ოთხშაბათს ლონდონში გაიმართება. ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ინგლისელები “ბორჯღალოსნებთან” ერთად შერკინებაში და დერეფნებში ივარჯიშებენ, ხოლო უკანახაზელებზე არაფერია ნათქვამი. თუმცა, როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრები ლონდონში სრული გუნდით არის ჩასული და შესაბამისად, საერთო ვარჯიში სრულფასოვანი უნდა იყოს.

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა კიდევ ერთხელ შეაქო “ბორჯღალოსნების” შერკინება. მან აღნიშნა, რომ ისინი ამ მხრივ მსოფლიოში გამორჩეულები არიან და სურს, მათაც საუკეთესო შერკინება ჰყავდეთ და მაქსიმალურად დახვეწონ ეს კომპონენტი.

ავსტრალიელმა გურუმ ასევე აღნიშნა, რომ ის მეგობრობს საქართველოს ნაკრების ორ მწვრთნელთან, მილტონ ჰეიგთან და რიჩარდ გრემთან. ისაუბრა მიმდინარე 6 ერის ჩემპიონატზეც. ედის თქმით, მათი მიზანი გათამაშების მოგებაა, თუმცა ამ ტურნირს ასევე იყენებენ, როგორც სამზადისს მსოფლიო თასისთვის.


კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:28 | 13.02.2018
ოვალური კორბენი (276)

ბოლო მსოფლიო თასზე ჩვენების და ახალზელანდიელების თამაში გამახსენდა.
თავიდან რამდენიმე მიწოლის შემდეგ რო აირივ-დაირივნენ, მათი გამომეტყველება ჩამრჩა გონებაში - ბუნებრივია ეს არ იყო რაღაც შიში, ან სირცხვილისმსგავსი. ეს იყო აზარტი. მათ რა თქმა უნდა იცოდნენ, რომ მატჩს მოიგებდნენ, თუმცა არანაირად არ სურდათ რომელიმე კონკრეტულ კომპონენტში მეტოქეზე ცუდები ყოფილიყვნენ.
ამიტომაც იყო, რომ მთელი შეხვედრის მანძილზე შერკინებას ირჩევდნენ და თუ გახსოვთ, არც ამ მხრივ დაგვაჩაგრინეს თავი საბოლოოდ. გამოჩნდა რომ ჰქონდათ სერიოზული "ზაგატოვკები".
ასევე იქნება ინგლისიც. სწავლა, წვრთნა და უნარების დახვეწა არასოდეს არაა ზედმეტი. თუნდაც იმ საქმეში, რაც თითქმის ბობოლების დონეზე ვიცით.

20:32 | 12.02.2018
NIKA..01 (335)

შერკინება მხოლოდ მიწოლა არაა და ჩვენც ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია მათგან,მაგალითად რაქში თამაში,რაქის დაცვა...აი მიწოლაში კი მართლა პირველები ვართ.მხოლოდ მიწოლა რომ იყოს რაგბი მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონები ვიქნებოდით

21:49 | 12.02.2018
თორღვა პანკელი (387)

რათქმაუნდა გეთანხმები ჩვენც ბევრი გვაქ სასწავლი, ჩვენც კიარა ჩვენ გვაქ თუ გვაქ უამრავი ინგლისისგან სასწავლი, გამოიყენებს კიდეც მელიტონა ამ დროს და რასაც შეძლებს და გვჭირდება მაქსიმალურად დახვეწავს ყველა პოზიციას, დარწმუნებული ვარ ეს ერთობლივი წვრთნა ისე არ ჩაივლის მომავლისთვის რაღაც თანამშრომლობაზე რომ არ მოილაპარაკონ. შერკინებაში მიწოლაც უბრალო მიწოლა ხომ არაა, სტაბილურად ერთი ძალით, ერთდროულად ისე რომ არ დაჯარიმდე, რომ არ დაგიტრიალონ, რომ არ ჩავარდე, უამრავი ნიუანსია რაშიც ჩვენი მორკინალები უბრალოდ ლეგენდარულები არიან არ მომერიდება ამ სიტყვის. რაქებშიც ასევე გეთანხმები მართლაც რომ დიდ გამოცდილებას მიიღებენ ბიჭები, ასე ორი სამი წლის უკან მახსოვს, ირლანდია და ბარბაროსები შეხვდნენ სადაც კოტე მიქაუტაძემაც ითამაშა, უნდა ნახოს ვისაც არ უნახია რა მოლები დაუშალა თან არაერთხელ კოტემ ირლანდიას, ერთმა ირლანდიელმა მორკინალმა აღარ მახსოვს რომელმა, კოტეს რომელმაც მორიგი მოლი დაუშალა ირლანდიას წესების დაცვით, ზურგში მუხლი გამეტები ჩაარტყა, რაც სხვათაშორის მერე განიხილეს და ირლანდიის რაგბის კავშირმა, ის მორკინალი 1 თუ 2 თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ქართველ მორაგბეებს არავისზე ნაკლები სარაგბო უნარ ჩვევები და საშემსრულებლო კლასი არააქვთ, უბრალოდ პრაქტიკა რომ არაა, ბელგიასთან და გერმანიასთან თამაშით შეუძლებელია განვითარებაზე და რაიმე პოზიტივზე საუბარი.

00:16 | 13.02.2018
NIKA..01 (335)

შერკინებაში მართლა უძლიერესები ვართ.უბრალოდ არის იმავე შერკინებაში ჩვენთვის სუსტი წერტილები.ძირითადად რაც დავწერე რაქის სწრაფი ორგანიზება და რაქის დაცვა...რაც შეეხება ერთობლივ ვარჯიშს,აქ მხოლოდ ის არაა პლიუსი,რომ კონკრეტულად ამ ვარჯიშების დროს მივიღებთ გამოცდილებას და ახალ ნიუანსებს გავიგებთ,ასევე უმნიშვნელოვანესია წამყვანი ქვეყნების სარაგბო კავშირებთან,სარაგბო სამყაროსთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობის დამყარება.ადამიანურ დონეზე მეგობრობას დიდი მნიშვნელობა აქვს.თუნდაც 6 ერში გაწევრიანების გზაზე აუცილებლად სასიკეთოდ წაგვადგება 6 ერის სარაგბო სამყაროს წარმომადგენლებთან მეგობრული ურთიერთობები.

14:00 | 13.02.2018
GiorgiG83 (525)

მიწოლა, რაქი, მოლი - დაცვითი, შეტევითი
დერეფანი
და ა.შ.
წყობა მოედანზე

19:12 | 12.02.2018
პანტელეიმონი (1218)

შესანიშნავია ! ! !

14:35 | 12.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

იმედია ჩვენი შერკინების ყველა კოზირს არ გაუხსნიან ჩვენები.

16:40 | 12.02.2018
GiorgiG83 (525)

ამავე ლოგიკით არც ინგლისელები გახსნიან კოზირებს და ვინ უფრო მოგებული იქნება?
იმ ფონზე რომ ინგლისი დღეს ჩვენი კონკურენტი არ არის...

და შერკინების რომელ კომპონენტში ვართ უძლევენი? - მიწოლაში? კიბატონო - რაქი, მოლი, დერეფანი - არ ჯობია ამ სამ კომპონენტში ნგლისმა გაგვიხსნას ყველა კარტი და ჩვენ მხოლოდ მიწოლის მუღამები ავუხსნათ - რადგან ეს მიწოლა მაინც უდრო გენეტიკაა და არა მოლოდ ვარჯიში და კაი მწვრთნელი

14:33 | 12.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

stripslashes((strlen('https://rugger.info/news/18465')>0?'https://rugger.info/news/18465':'https://rugger.info/news/18465')) ნახეთ კომენტარები.

14:32 | 12.02.2018
ოვალური კორბენი (276)

ეს ოხერი, კატამ რო ლომს ხეზე ასვლა არ უნდა ასწავლოს, არ იციან ჩვენს სარაგბო ოჯახში ? ყველანი თუ შერკინებაში ვავარჯიშეთ და დავხვეწეთ, რა გამოვა ?
ეს ხუმრობით რეალურად კი მართლაც დასაფასებელია, რომ მსოფლიოს ალალად მეორე ნაკრები და მათი სახელდაგდებული გურუ ასეთი მაღალი აზრის არიან ჩვენს სარაგბო უნარ-ჩვევებზე.
მახსოვს, ედი ჯონსი ინტერვიუში ამბობდა, თბილისში უნდა ვივარჯიშოთო. მშვენიერი ამინდი და დიდებული ხორცეული აქვთო. სულ ჯანში წაგვივა ყველაფერი, ბოლომდე შეგვერგებაო
მართლაც აქ ჩამოსულიყვნენ ჯობდა. თანაც ჩვენი ჟჟრნალისტებიც შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებდნენ და მუდმივ და ყავლგაუსვლელ შეკითხვებს დაუსვამდნენ ინგლისელებს - ხინკალი მოგეწონაათ ? მწვადი ცოტა მლაშე ხომ არ იყოო და ა. შ.

14:29 | 12.02.2018
buka12 (27)

როგორც შერკინების აგრეთვე უკანახაზის ვარჯიშებია....ჯერ ცალკე უკანა ხაზელები და შერკინება მერე ერთობლივი ვარჯიშები

14:28 | 12.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

რუსულ ფორუმებზე ისევ ალაპარაკდნენ რუმინელების სიძლიერეზე. ნახეთstripslashes((strlen('www.rugger.info')>0?' www.rugger.info':' www.rugger.info')) -ზე სტატის კომენტარები, სადაც ინგლისში საქართველოს ნაკრების სტუმრობაზეა ლაპარაკი. იგივე კომენტარები იყო სოციალურ ქსელ ვკონტაკტეს რაგბის გვერდებზე. მხედველობაში მაქვს უბრალო გულშემატკივრების კომენტარები.

13:58 | 12.02.2018
თორღვა პანკელი (387)

ძალიან კარგი! შერკინებაში ინგლისელები აუტსაიდერები ისედაც არ არიან არავისთან, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ ამ ვარჯიშების შემდეგ, ინგლისი ყველას შერკინებას რომ გააუთოვებს 6 ერზე, მერე სხვა ნაკრებების რიგებიც ჩამოდგება ჩვენს კართან, ჩვენც გვასწავლეთ ქართველებმა შერკინებაო. არამგონია მარტო შერკინებაში ივარჯიშონ, წესით პატარ პატარა გათამაშებებსაც ექნება ადგილი და არც ჩვენი უკანა ხაზი დარჩება ხახამშრალი, ისინიც კარგ გამოცდილებას გამოკრავენ ხელს, მთავარია როგორც მოხერხდება, მაქსიმალურად ხშირად მოხდეს 6 ერის გუნდებთან ურთიერთობა და კონტაკტი, ნელნელა ჩვენსკენ გამოიხედონ ასეთმა ბობოლებმა და მერე ვინ იცის, რაგბი ჩვენი თამაშია!

16:38 | 12.02.2018
GiorgiG83 (525)

ირლანდიასაც გააუთოვებს?

19:09 | 12.02.2018
თორღვა პანკელი (387)

ვითომ რა ეშმაკი დაუდგება წინ?

20:18 | 12.02.2018
GiorgiG83 (525)


8 ცალი ირლანდიელი
მიწოლასა და ზოგადად შერკიენბაში არავისზე ნაკლები ბრენდი + "პაბოჩნი ეფექტები"
ირლანდია ინგლისი, შოტლანდია ინგლისი - მხოლოდ რაგბი არ არის

20:46 | 12.02.2018
თორღვა პანკელი (387)

შენზე უკეთესად ვიცი ეგ ყველაფერი.

14:01 | 13.02.2018
GiorgiG83 (525)

თუ უკეთ იცი
და რადგან უკეთ იცი

რააგუთავებს და რა ეშმაკი დაუდგებაო - წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის

ისე კორექტულობას რომ მოუხმო არა?

13:31 | 12.02.2018
krasni (587)

ხო, გერმანიასთან თამაშის წინ არ გვაწყენდა ინგლისელებთან წავარჯიშება.

11:44 | 12.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

თუ გუნდების ერთობლივი ვარჯიშია მაშინ უკანახაზელებსაც ევარჯიშათ. ვიცი მთლიანი გუნდები იქნებიან ორივე მხარეს, მარტო შერკინება და დერეფანი კი არა უკანა ხაზის ვარჯიში გვჭირდება. გვეთამაშონ თბილისში ან ინგლისში.

11:25 | 12.02.2018
buratino (480)

დასაწყისისთვის ეს უკვე კარგია, თუ მხედველობაში მივიღებთ ინგლისელთა კონსერვატორულ ბუნებას

11:24 | 12.02.2018
ანდროიდი (50)

თბილისში სავარჯიშოდ ჩამოსვლა უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა,მაგრამ ეს ვარიანტიც მისაღებია და ლოგისტიკურად გამართლებული.

10:18 | 12.02.2018
ogafa (407)

ამათმაც ჩვენან უნდა ისწავლონ

0.086619