ბორჯღალოსნები

2:00 | 11.02.2018 | ნანახია 4125 - ჯერ

რაგბი ევროპის ჩემპიონატი: “ბორჯღალოსნების” იოლი დასაწყისი

როგორც მოსალოდნელი გახდათ, საქართველოს ნაკრებმა 2018 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის გათამაშება იოლი გამარჯვებით დაიწყო. “ბორჯღალოსნები” “აია არენაზე” ბელგიის ნაკრებს დაუხვდნენ და ქუთაისში დაბრუნება დამაჯერებელი მოგებით აღნიშნეს.

მილტონ ჰეიგმა რამდენიმე წაყვან მოთამაშეს დასვენების საშუალება მისცა. სამაგიეროდ, ისეთ მორაგბეებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, რომლებიც გაფართოებულ შემადგენლობაში მოიაზრებიან, თუმცა თამაშის შანსი შედარებით ნაკლებად ეძლევათ. მეორე ნახევარში გამოჩნდნენ მიხეილ გაჩეჩილაძე და გურამ შენგელია, რომელთაც ნაკრების კვართი პირველად მოირგეს. "ენისეის" მორაგბემ მთელი მეორე ტაიმი ითამაშა და საკუთარი შესაძლებლობები ძალიან კარგად წარმოაჩინა, ხოლო შენგელიას ათი წუთი დაეთმო.

მოწინააღმდეგის დონიდან გამომდინარე, “ბორჯღალოსნებმა” თავს იმის უფლება მისცეს, რომ გარკვეული ექსპერიმენტები ჩაეტარებინათ და სათამაშო სქემაში გარკვეული ნიუანსები შეეტანათ. საქართველო ცდილობდა, რომ უკანა ხაზი მეტად დაეტვირთა და უფრო გაშლილი თამაში ეჩვენებინა, რასაც გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, წარმატებით გაართვეს თავი. კარგი იყო რევაზ ჯინჭველაშვილი, რომელიც ხაზის მოთამაშეებს კარგად ათამაშებდა და შედეგად, ოთხი ლელოს გატანა სწორედ ბექებმა მოახერხეს.

“ბორჯღალოსნებმა” თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და საკუთარი თამაში მეტოქეს უმალ თავს მოახვიეს. შედეგად, ბექა წიკლაურს მე-4 წუთზევე შეეძლო ჯარიმის გატანა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა.

ქართველებს ამის შემდეგ ჯარიმის კარში დარტყმაზე აღარ უფიქრიათ და მხოლოდ ლელოზე დაიწყეს თამაში. პირველი ლელოც სულ მალე ვიხილეთ: შალვა მამუკაშვილმა მეტოქის ლელოდან დაახლოებით 30 მეტრის მოშორებით აუტი მოაწოდა, რომელიც ქართველებმა მოიგეს და შემდეგ შეტევა მშვენივრად გაშალეს. ბელგიელებმა სანდრო თოდუას შეჩერება ლელოდან სამიოდე მეტრის მოშორებით მოახერხეს, რასაც რამდენიმე მიძალება და ლევან ჩილაჩავას ლელო მოჰყვა, რომელიც ბექა წიკლაურმა გარდასახა და აქვე გეტყვით, რომ თბილისის “ლოკომოტივის” ფულბექმა შვიდიდან ექვსი გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

მე-15 წუთზე შალვა მამუკაშვილმა ამჯერად მეტოქის 5-იანთან მოაწოდა აუტი, დერეფანში ლაშა ლომიძემ ივარგა და ბურთი მოიპოვა, მასპინძლები მოლის ჩამოყალიბებას ცდილობდნენ, რისი გაკეთების საშუალებაც “შავმა ეშმაკებმა” წესების დარღვევის ხარჯზე არ მისცეს, მაგრამ მამუკაშვილმა თავად აიტაცა ბურთი და ლელოში გადადო. ათ წუთში კი კიდევ ერთმა პირველხაზელმა შეძლო სტუმართა დალელოვება: ქართველებმა ბურთი კარგად გაათამაშეს და ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს, ზურაბ ჟვანიას პოზიცია მშვენივრად ჰქონდა შერჩეული და შეტევის სათანადოდ დაბოლოვება არ გასჭირვებია. ტაიმის ბოლო წუთზე კი, მასპინძლებმა მეოთხე ლელოც გაიტანეს: ამჯერად უკანახაზელებმა ივარგეს, გელა აფრასიძემ რაქიდან რევაზ ჯინჭველაშვილს გამოუტანა ბურთი, რომელმაც მარჯვენა ფლანგზე ფეხით მშვენივრად გადაკიდა და ბექა წიკლაურს ლელოთი თავის გამოჩენა აღარ გასჭირვებია. ტაიმი 28:0 დასრულდა.

მეორე ნახევრის პირველივე წუთში შეხვედრის მთავარმა მსაჯმა შალვა მამუკაშვილი სახიფათო ბოჭვისთვის გაასინბინა, თუმცა რიცხობრივმა უპირატესობამ ბელგიას ბევრი ვერაფერი არგო და ამ 10 წუთის განმავლობაში ანგარიში არ შეცვლილა. დასკვნით ნახევარ საათში კი მილტონ ჰეიგის შეგირდებმა კიდევ სამი ლელო დადეს და ამის გაკეთება სამივე შემთხვევაში ბექებმა მოახერხეს. 55-ე წუთზე საკუთარი ნახევრიდან მოწოდებული აუტი კვლავ მოვიგეთ, ბურთი სწრაფად გამოვიტანეთ და სანდრო თოდუამ ხაზის გაჭრა შეძლო, რომელმაც ბურთი გიორგი კვესელაძეს გაატანა, მან კი ბექა წიკლაურს უპასა, რომელიც ფაქტობრივად ლელომდე მივიდა და შემდეგ გიორგი ფრუიძეს დაამიწებინა ბურთი. 67-ე წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთი შეტევა გაშალეს მშვენივრად და წიკლაურმა ამჯერად სანდრო თოდუას უპასა სალელოვედ, ხოლო 75-ე წუთზე ხაზი კიდევ ერთხელ გაისარჯა კარგად და შეცვლაზე შემოსულმა ანზორ სიჭინავამ სადებიუტო ლელო გაიტანა – 47:0.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა 2018 წლის პირველ მატჩში ძალიან დამაჯერებელი და იოლი გამარჯვება მოიპოვა. თუმცა, გუნდის თამაშში შეინიშნებოდა გარკვეული ხარვეზები, რაც თავად მილტონ ჰეიგმაც აღნიშნა და განაცხადა, რომ გერმანიასთან მატჩამდე ამ დეტალების გამოსწორებას შეეცდებიან.

“ბორჯღალოსნებს” კიდევ რამდენიმე ლელოს გატანა შეეძლოთ, მაგრამ გადამწყვეტ ფაზაში უზუსტობამ ამის საშუალება არ მისცა. გარდა ამისა, კვლავ იყო წუნი ხელდახელ თამაშის ასპექტში, თუმცა მთლიანობაში ნაკრები კარგად გაისარჯა და წელი საკადრისად დაიწყო!

რაც შეეხება რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის დანარჩენ ორ შეხვედრას, ესპანეთმა კრასნოდარში რუსეთი 20:13 დაამარცხა, ხოლო საქართველოს კონკურენტმა რუმინეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე გერმანია გააცამტვერა და შარშანდელი მარცხისთვის რევანში აიღო – 85:6.

საქართველო - ბელგია 47:0 (28:0)

საქართველო: 7 ლელო - ჩილაჩავა (9), მამუკაშვილი (15), ჟვანია (25), წიკლაური (39), ფრუიძე (55), თოდუა (67), სიჭინავა (78); 6 გარდასახვა - წიკლაური (10; 16; 26; 40; 68; 79), 1 სინბინი - მამუკაშვილი (41)


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:09 | 12.02.2018
პანტელეიმონი (1218)

ყველაფერი კარგათ არის ქართულ რაგბში, წინ მივდივართ, მაგრამ ერთი რაც არ გვყოფნის ფულია, კატასტროფულად ცოტა ფულია ჩვენს რაგბში, რაც ძალიან მაშინებს.

12:37 | 12.02.2018
ilarioni (138)

ექვსი ერის ხუთად გადაკეთება, ძნელად წარმოსადგენია. რით ვერ გავიგეთ რომ ბიზნესმენისთვის მთავარია მოგება, ჰოდა სანამ იტალია 6 ერს მოგებას მოუტანს სულ, რომ ყველა ჯერზე ბოლო ადგილზე გადიოდეს, რაც ფაქტობრიავდ თითქმის ასეც არის სპორტული კუთხე ბიზნესს არ აინტერესებს, სანამ იტალიის იქ ყოფნა მომგებიანი იქნება. და არც საქართველოს მიიღებს ვინმე 6 ერში თუ არ დავპირდებით იმ თანხას რასაც მათ მაგალითად იტალიის 6 ერში მონაწილეობით აქვთ. ბუნებრივია აგრეთვე სპორტული თვალსაზრისით ცოტა კიდევ წინ უნდა წავიწიოთ. გერმანია იყო ძალიან შესუსტებული შემადგენლობით ჩასული გაფიცვა გამოაცხადეს გერმანელმა მოთამაშეებმა, რომლებიც რაღაც გაერთიანების ქვეშ არიან, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მათ მონაწილეობაზე ნაკრებში. ხოდა თანხებტან დაკავშირებით აქვთ პრობლემები და არ ვიცი რამდენად მოგვარდება ეს შაბათამდე. ასე რომ ჩვენც შესაძლოა სუსტი შემადგენლობა დაგვიპირისპირდეს

23:28 | 11.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

10:41 | 11.02.2018 გუგა80 (32) 6 ერში ჩვენ მიღებაზე ადრე დავწერე, ამიტომ ახლა უბრალოდ გადმოვიტან:
არჩილ სოხუმელი (223)პასუხი
ადრე ხომ იყო სამხრეთი 3 ერი და ევროპის 5 ერი. თუ ამ განსხვავებას შეამჩნევენ რაგბის მამები, მგონია უფრო 6 ერს ისევ 5 ერად გადააქცევენ, ხოლო ჩვენთვის ევროპის 3 ერს შექმნიან - იტალია, საქართველო და რუმინეთი. სხვას ამათგან არც უნდა ველოდეთ უახლოეს მომავალში.
-----------------------------------------
არჩილ სოხუმელი (223)პასუხი
dinamo222 ვიცი ძმაო, რომ არც 6 ერის მამები დათმობენ იტალიისგან მიღებულ შემოსავალს და არც იტალიელები 6 ერში ადგილს. მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ რაც არ უნდა ვჯობდეთ იტალიას (თუმცა ჩემი აზრია, რომ დღეს იტალია გვჯობია) მაინც არ მიგვიღებენ 6 ერში. მიზეზი? ესაა ეკონომიკა, დემოგრაფიული მდგომარეობა... ჯერჯერობით კლასითაც არა ვართ მზად. როგორც დაწერა აქ NIKA..01 რაგბი ევროპისათვის ნამდვილად გადავიზარდეთ, 6 ერისთვის შეიძლება 100% მზად არა ვართ. ამიტომ ჩვენ, რუმინელები და იტალიელები უფრო შევეფერებით ერთმანეთს და 3 ერში მართლა დიდი კონკურენცია იქნებოდა. ხოლო როცა დავწერე, რომ ჩვენს 6 ერის გათამაშებაში მიღებაზე უფრო 6 ერს გადააქცევენ 5 ერად მეთქი და ახალ 3 ერს დაარსებებენ მეთქი, ამით იმის თქმა მინდა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ჩვენ ჯგუფში ყველა მოწინააღმდეგე გუნდი +50 ქულითაც რომ ვამარცხოთ, ხოლო იტალიამ თავის მეტოქეებთან - 50 ქულით წააგოს, ჩვენ რომ იტალიაშიც და საქართველოში, რომ დავამარცხოთ იტალია, მაინც არ მიგვიღებენ. რა თქმა ხუმრობით ვამბობ - უფრო ახალ 3 ერს შექმნიან. ვიცი ეს არ მოხდება.
P.S.: ისე არავინ არ იცის რა იქნება 5-10-15... წლების შემდეგ. იყო დრო ვნატრობდი, ნეტავ რუმინეთის ნაკრებისათვის მოგვაგებინა, ერთა თასი მოგვაპოვებინა მეთქი. შეიძლება აქეთ გვთხოვონ 6 ერში ითამაშეთქო (ნატვრით მაინც ვინატრებ).
--------------------------------------------

23:18 | 11.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

რუმინეთმა უძლიერესი შემადგენლობით ითამაშა, ხოლო გერმანიამ (როგორც რაგბის საიტის rugger.info-ს ვკონტაკტეს გვერდზე დაწერეს, თვითონ rugger.info-ს ადმინმა დაწერა) გერმანია შესუსტებული შემადგენლობით იყო. კარგად არ ვიცი გერმანიის შემადგენლობა და ვერ ვიტყვი რამდენად მართალია ეს.

21:22 | 11.02.2018
meleksa (132)

რუმინეთთან დამაჯერებელი გამარჯვება დაგვჭირდება. ვლახებმა ბევრი დაიმატეს უკანა ხაზში, თანაც ნორმალური მოთამაშეები.

16:36 | 12.02.2018
GiorgiG83 (525)

3 კაცი - ორი ცენტრი, ერთიც ფრთა - დიდი არაფერი - ორს ადრეც უთამაშია ჩვენს წინააღმდეგ + ყოველწელს რუმინეთის ჩემპიონატში თამაშობენ, მოსაზრება რომ იზრდებიან ნაკლებად

18:39 | 11.02.2018
gio-goli (7)

Sxvatashoris ruminetma sakmaod kargad itamasha xeldaxel

15:17 | 11.02.2018
geogoli (367)

გუშინ იყო ინგლისის თამაში და ვუნიპოლამ ითამაშა ძალიან მაგრად. ეგრევე ჩვენი ზირაქა გამახსენდა, კლერმონი-სარასენსის დროს არაფერი რო არ დაანება და დაუთმო და სანამ მაკო მოედანზე იყო ზირაქაც არ გავიდა. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ზირაქა მსოფლიო დონის მორაგბეა და კარგი იქნება ერთი გამოსათხოვარი თამაშის ორგანიზება.

15:14 | 11.02.2018
geogoli (367)

კარგი სპარინგი გამოვიდა ძალიან სუსტ მეტოქესთან, მოსათელად და კომბინაციების დასახვეწად ნორმალური შეხვედრა იყო. გაცილებით მეტ ლელოს დავდებდით მარტო შერკინებით რომ გვეთამაშა, ბელგიას მალევე გაძვრებოდა არაქათი და უფრო ნაკლებ წინააღმდეგობას გაწევდა. თუმცა ჯობია ეგეთ გუნდს ორჯერ ნაკლები ლელო დაუდო, სამაგიეროდ თანამედროვე რაგბი ითამაშო. ეპიზოდურად ჩვენი გუნდი თამაშობდა ძალიან კარგ თამაშს, მადლობა ბიჭებს

13:16 | 11.02.2018
Datodachi (18)

რუმინეთის განვითარება უფრო შეჩერდა ვიდრე ადრე იყო, რადგან ეს თითქოს ჩავარდნის დასრულება ნატურალიზირებული მოთამაშეების ხარჯზე მოხდა

10:44 | 11.02.2018
გუგა80 (177)

პ.ს. რუმინეთის ჩავარდნის დასრულებას, რა თქმა უნდა ამ ერთი გერმანისთან თამაშით არ ვაფასებ, არამედ განვლილი 2017 წლის მათი შედეგებითაც.

16:35 | 12.02.2018
GiorgiG83 (525)

2017-ში გერმანიამ 5 ლელო დაუდო და მოუგო პირველივე მატჩი და ესპანეთს 13:3 მოუგო

10:41 | 11.02.2018
გუგა80 (177)

თამაშს და შედეგს ასე შევაფასებდი: ცუდი არ იყო!
რაც არ მომეწონა:
1) ხშირად ბოჭავდნენ კისერში, ჯარიმების ზღვარზე. იტალიასთან ან თუნდაც რუმინეთთან ეს არ გაგვივა და სულ დაგვაჯარიმებენ.
2) წინ გავარდნის ისეთი წუნი იყო, გეგიძის და სორელის დროინდელი ჩვენი "ახალ-ფეხადგმული" ნაკრები გამახსენდა.
3) კარგ შედეგად ჩავთვლიდი ჰილანდიის რეკორდის (88:0) გაუმჯობესებას. აგერ ბატონო რუმინეთმა კარგი მაგალითი გვიჩვენა.

რაც შეეხება სხვა შედეგებს, ძალიან გული მწყდება რომ რუსეთი ვერა და ვერ დადგა სწორი განვითარების გზაზე. შეიძლება ბევრი ვერ ხვდება ამას მაგრამ რუსეთში რაბგის განვითარება ჩვენც ძალიან წინ წაგვწევდა.
რუმინეთმა როგორც ჩანს დაასრულა 10 წლიანი ჩავარდნის პერიოდი და ნელნელა განვითარების გზას დაადგა. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. განსაკუთრებით საშიში მგონია ისევ მათთან ერთ ქვაბში დაბრუნება. თუ გახსოვთ ადრე პირველად როცა დაიწყეს საუბარი ექვს ერზე რუმინეთთან ერთად მოგვიხსენიებდნენ. როგორც კი ჩვენ ისინი ჩავხსენით გაცილებით მეტად გააქტიურდა ეს საკითხი და მეტად რეალური გახდა ეს. იტალისთან ტესტის დანიშვნაც ამის ნიშანია. ასე რომ კიდევ არაერთხელ განვმეორდები რომ მარტში რუმინეთი უნდა დავამარცხოთ რეკორდული სხვაობით!

13:41 | 11.02.2018
jora84 (183)

მესამე პუნქტში არ დაგეთანხმები, ჩვენ ვითამაშეთ გადახალისებული შემადგენლობით, რუმინელებმა კი ვინც ყავდათ საუკეთესო ისინი დააყენეს. ამასთან ერთად ჩვენ ნაკრებს არ უყვარს ვინმეს დაწიხვლა, საქმეს რომ მოითავებენ ალალგ-ალაგ ფეთქდებიან მხოლოდ.

0.328245