სიახლეები

15:56 | 10.02.2018 | ნანახია 4896 - ჯერ

“ბორჯღალოსნებმა” ბელგია გაანადგურეს

2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა “აია არენაზე” ბელგიას უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა.

პირველ ტაიმში ლელოების გატანა ლევან ჩილაჩავამ, შალვა მამუკაშვილმა, ზურაბ ჟვანიამ და ბექა წიკლაურმა შეძლეს. ოთხივე გარდასახვა წიკლაურმა ზუსტად შეასრულა, თუმცა შეხვედრის დასაწყისში ერთი ჯარიმა გააცუდა. ასევე ერთი ჯარიმა ააცილეს ბელგიელებმაც.

მეორე ნახევარში “ბორჯღალოსნებმა” კიდევ სამი ლელო გაიტანეს. ამის გაკეთება უკანახაზელებმა გიორგი ფრუიძემ, სანდრო თოდუამ და ანზორ სიჭინავამ მოახერხეს, ორი გარდასახვა წიკლაურმა ზუსტად შეასრულა და შეხვედრა 47:0 დასრულდა.

შეხვედრის ვრცელ მიმოხილვას ოდნავ მოგვიანებით შემოგთავაზებთ


კომენტარები (31)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:11 | 11.02.2018
თორღვა პანკელი (387)

არ ვეთანხმები ძმაო აზრს რომ იტალია ჩვენზე წინაა თან საკმაოდ, 6 ერზე იტალია ბუდიდან გადმოვარდნილ ბარტყს გავს რომელსაც ქარი აქეთ იქეთ აფრიალებს და არაფრის თავი არააქ, თუ რამეს ახერხებს ამათუ იმ სიტუაციაში, ამის საშვალებას მეტოქე აძლევს, მხოლოდ მას მერე როცა იტალიას აღარაფერი აღარ შველის და მეტოქეს 40-50-ი ქულით ჩამორჩება. საქართველო გაცილებით უკეთეს დაცვას თამაშობს ვიდრე იტალია, შერკინებაც მათზე უკეთესი გვყავს და იტალიისგან განსხვავებით ჩვენ გორგოძის და ზირაქას თუ რომელიმე ლიდერის გარეშეც არ ვაგდებთ თამასას, იტალიისგან განსხვავებით რომელიც პარისეზეა ჩამოკიდებული და საკმარისია მას რამე მოუვიდეს თეორიული შანსიც არააქვს არავისთან მითუმეტეს 6 ერში.

17:11 | 12.02.2018
GiorgiG83 (525)


ყველა ახერხებს იმდენს, ამდენის საშაულებასაც მეტოქე აძელვს - ლამის აქსიომაა
2015_ში 200+ ბოჭვა შევასრულეთ ტონგასთან, ერთი ლელო დაგვიდეს, კიდევ ორი მიაყოლეს, მარგამ საბედნიეროდ წესების დარღვევით ანუ +200 ბოჭვა და მაინც გაშვებული 3 ლელო, ნიშნავს არასაკმარის დაცვას, რადგან რაბში დაცვა იწყება შეტევით და თუ შეტევაში არ ხარ ძლიერი და ბურთის არ ფლობ მეტოქეზე მეტ ხანს და ამ ბურტის ფლობას ვერ ასახავ ქულებში +200 ბოჭვა - საქმეს ვერ შველის

იტალია კი ობიექტურად გვჯობია, თუნდაც მცირედით
კონტინენტურ ფარზე და შესაბამისად ჩელენჯის მაძიებელი 2-3 გუნდი ყოველწელს
კელტთა ლიგაში 2 გუნდი
U18 - U20 უმცროს 6ერზე, უფროსი ექვსი ერი ყოველწელს უკვე 18 წელია + კარგი ტესტები ზაფხულშიც და ნოემბერშიც...
+ სხვა ნაკლებს სპორტული მაგრამ მაინც საკითხები, თუნდაც ისეთი როგორიცა ის რომ იტალიელ ლეგიონერს ინგლისში ან საფრანგეთში სამუშაო ვიზის პრობლემა არა აქვს

100%იანი ხარ როდესაც ამბობ რომ ამ შესაძლებლოებით 18 წელიწადში ჩვენ მათზე წინ ვიქნებოდით, მაგრამ ამაოსბაში იტალიას 6 ერის ყველა ბინადარი ყავს დამარცხებული ინგლისის გარდა, მათთან ფრე კუნძულელებთან და იაპონიასთან ჯერ + ბალანსი აქვს, დამარცხებული ყავს არგენტინა და სამხრეთ აფრიკა - დღეს მოცემულობა მათმხარესაა

23:18 | 11.02.2018
NIKA..01 (335)

თუ ჩემი კომენტარი იგულისხმე მეგობარო მე დავწერე ბექების თამაშით და თამაშის ორგანიზებითაა საკმაოდ წინთქო.შერკინება არ მიგულისხმია,შერკინებაში რასაც 6 ერზე ვხედავ ჩვენ ყველას დავღუნავთ.აი ბექების თამაშით კი სამწუხაროდ ყველას ჩამოვრჩებით,მათ შორის იტალიასაც.ასევე თამაშის ორგანიზებით.თუმცა იმისიც მჯერა,ჩვენ რომ გვათამაშონ 6 ერში 18 წელი და იგივე ფინანსები ტრიალებდეს ქართულ რაგბში რაც იტალიაში,საქართველო გაცილებით მეტ პროგრესს აჩვენებდა ვიდრე ახლა აჩვენებს იტალია

09:53 | 12.02.2018
maxo_65 (458)

არც ბექებითაა წინ

09:54 | 12.02.2018
maxo_65 (458)

არ ყავთ მათ ჩვენზე უკეთესი უკანახაზელები

23:23 | 11.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

მეც იგივეს ვიტყვი რაც მეგობარმა 23:18 | 11.02.2018 NIKA..01 (104) დაწერა. არსად არ მიწერია აშკარად გვჯობია მეთქი, რაც ნიკამ დაწერა იგივეს დავწერდი მე, ამიტომ არ გავმეორდები. დანარჩენი ქვემოთაა კომენტარშია.

02:26 | 11.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ლელოები მ. Dავითვალე არასწორად, 4 წუთი, რატომღაც 4 ლელოდ ჩავთვალე....

02:29 | 11.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ლელოები მე დავითვალე არასწორად, რატომღაც 4 წუთი (ლელოს გატანის დრო), რატომღაც 4 ლელოდ ჩავთვალე.

02:24 | 11.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

dinamo222 ვიცი ძმაო, რომ არც 6 ერის მამები დათმობენ იტალიისგან მიღებულ შემოსავალს და არც იტალიელები 6 ერში ადგილს. მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ რაც არ უნდა ვჯობდეთ იტალიას (თუმცა ჩემი აზრია, რომ დღეს იტალია გვჯობია) მაინც არ მიგვიღებენ 6 ერში. მიზეზი? ესაა ეკონომიკა, დემოგრაფიული მდგომარეობა... ჯერჯერობით კლასითაც არა ვართ მზად. როგორც დაწერა აქ NIKA..01 რაგბი ევროპისათვის ნამდვილად გადავიზარდეთ, 6 ერისთვის შეიძლება 100% მზად არა ვართ. ამიტომ ჩვენ, რუმინელები და იტალიელები უფრო შევეფერებით ერთმანეთს და 3 ერში მართლა დიდი კონკურენცია იქნებოდა. ხოლო როცა დავწერე, რომ ჩვენს 6 ერის გათამაშებაში მიღებაზე უფრო 6 ერს გადააქცევენ 5 ერად მეთქი და ახალ 3 ერს დაარსებებენ მეთქი, ამით იმის თქმა მინდა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ჩვენ ჯგუფში ყველა მოწინააღმდეგე გუნდი +50 ქულითაც რომ ვამარცხოთ, ხოლო იტალიამ თავის მეტოქეებთან - 50 ქულით წააგოს, ჩვენ რომ იტალიაშიც და საქართველოში, რომ დავამარცხოთ იტალია, მაინც არ მიგვიღებენ. რა თქმა ხუმრობით ვამბობ - უფრო ახალ 3 ერს შექმნიან. ვიცი ეს არ მოხდება.
P.S.: ისე არავინ არ იცის რა იქნება 5-10-15... წლების შემდეგ. იყო დრო ვნატრობდი, ნეტავ რუმინეთის ნაკრებისათვის მოგვაგებინა, ერთა თასი მოგვაპოვებინა მეთქი. შეიძლება აქეთ გვთხოვონ 6 ერში ითამაშეთქო (ნატვრით მაინც ვინატრებ).

00:47 | 11.02.2018
NIKA..01 (335)

აი რუმინეთი კი მართლა ძაან მოძლიერებულია წინა წლებთან შედარებით,თუმცა ყველამ ვიცით რომ ეს ნატურალიზებული მორაგბეების დამსახურებაა და ზანგრძლივ პერსპექტივაში ეს მთლად იდეალური გზა არაა.ასაკობრივები სუსტად ასპარეზობენ და დიდი მომავალი არ ჩანს.ეს სულაც არ მახარებს,პირიქით სამწუხაროა,რადგან 6 ერში როგორც ჩანს ჯერ კაი ხანს არ მგვიღებენ და რაგბი ევროპაზე რუმინეთიც თუ აღარ გვყავდა ასე თუ ისე რთულ მეტოქედ,მაშინ ეს ჩვენ რაგბს ნამდვილად არ წაადგება სასიკეთოდ.რაღაც უცნაურ მდგომარეობაში ვართ.არც მიწისა ვართ არც ცისა.ჰაერში ვართ გამოკიდებული.რაგბი ევროპისთვის ნამდვილად გადავიზარდეთ,6 ერისთვის შეიძლებბა 100% მზად არ ვართ მარა სპორტული თვალსაზრისით რომც მივაღწიოთ 100% იან მზადყოფნას მაინც არ გვიღებენ და აზრი?მოკლედ არაა სახარბიელო მდგომარეობა.საკლუბო რაგბს თუ არ მივხედეთ და თანხები არ ჩაიდო ბავშვთა და საკლუბო რაგბში სხვაგვარად გაგვიჭირდება პროგრესის გაგრძელება.იმედია რაიმე გზა გამოინახება და გააგრძელებს ქართული რაგბი განვითარებას და წინსვლას.

00:41 | 11.02.2018
BEERTRANCE (1073)

მგონია რომ მეტი ანგარიშითაც უნდა მიგვეღო. ახალბედებს ვათამაშეთ და ხარვეზები ამანაც იქონია. რუმინეთთან ოპტიმალური შემადგენლობა გვეყოლება გვეყოლება და იმას ვათქმევინებთ ნეტავ შარშან არ მოგვეგოო

00:39 | 11.02.2018
NIKA..01 (335)

იტალიამ კი წააგო და თუ მოინდომებდა ირლანდია იმ სამ ლელოსაც არ დაადებინებდა,თუმცა თამაშის ხარისხი ცუდი ნამდვილად არ აქვთ.ბექების თამაშით და თამაშის ორგანიზებით რაც ამ დროისთვის ჩანს ჩვენზე საკმაოდ წინ არიან სამწუხაროდ.

00:37 | 11.02.2018
NIKA..01 (335)

გილოცავთ გამარჯვებას! ანგარიში კარგია თუმცა ხელდახელ თამაშსა და შეტევების ორგანიზებაში ბევრია ხარვეზი.ვერ ვახერხებთ სათანადოდ თამაშის გაშლას და ჩვენი მოქმედებებით მეტოქის დაცვის ხაზში ღრიჭოების გაჩენას.ამას რა თქმა უნდა უფრო ძლიერ მეტოქეებთან დაპირისპირების გადმოსახედიდან ვამბობ,თორე ბელგიის დონის გუნდთან გასაგებია რომ საკმარისია ისე თამაში როგორც ვითამაშეთ.ირლანდიელებთან რომ ვივარჯიშოთ პასაობაში მაგარი იქნებოდა ისე ჩვენმა მწვრთნელებმა (კლუბების მათ შორის) მართლა რომ გადმოიღონ ირლანდიული სკოლის გამოცდილება ამ კუთხით ნამდვილად კარგი იქნება.

23:11 | 10.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

Short Highlights: Ireland v Italy | NatWest 6 Nations
0?'>https://www.youtube.com/watch?time_continue=6&v=Rxg5xYrMaMc':'>https://www.youtube.com/watch?time_continue=6&v=Rxg5xYrMaMc'))

23:10 | 10.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

[bstripslashes((strlen('https://rugger.info/news/18441')>0?']https://rugger.info/news/18441':']https://rugger.info/news/18441'))
«Дубы» разгромили сборную Германии
Встреча Румыния-Германия в рамках Чемпионата Европы окончилась почти «сухой» победой румынской сборной.

Подопечные Линна Хауэллса технично и спокойно обыграли «бундестим», так и не сумевшую занести ни одной попытки. Заработать очки немцы смогли только в первом тайме, реализовав два штрафных удара.

Румыния (31) 85:6 (6) Германия
Попытки: Факаосилеа (4), Лэзар (13), Фоноваи (25, 32), Маковеи (36, 68,), Бурчя (43), Киникинлау (47, 62, ), Думитру (51), Факаосилеа (59), Косте (72), Шаннан (79) – нет;
Реализации: Влайку (5, 14, 33, 37, 44, 48, 52, 60, 63,) Калафетяну (69, 73, 80) – нет;
Штрафные: нет – Мензел (15, 28,).
------------------------------------------
აქ წერია, რომ რუმინელებმა 16 ლელო დადეს, რაც 80 ქულაა, გაიტანეს 9 რეალიზაცია ეს კიდევ 18 ქულა. რაღაც არ გამოდის 85 ქულა. არ დამითვლია რამდენი ლელო დადეს, მაგრამ 16 ძაან ბევრია.

01:25 | 11.02.2018
dinamo222 (692)

13 ლელო დადეს +10 რეალიზაცია და აქცერთი ჯარიმა

16:49 | 12.02.2018
GiorgiG83 (525)

და პირველის მერე გერმანია ჯარიმებს რომ ურტყამდა და ლელოზე არ თამაშOბდა??

20:19 | 10.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

რუმინეთმა მართლა გაანადგურა გერმანია, 85 - 6. პირველ ადგილზეა.

22:22 | 10.02.2018
dinamo222 (692)

აი ზუსტად ასე უნდა თამაში ბოლომდე რაც არ უნდა სუსტ გუნდს ხვდებოდე და რაც შეიძლება დიდი ანგარიშით მოუგო რომ ნახონ რაგნის მამებმა რამხელა განსხვავებაა ჩვენს და რაგბი ევროპის სხვა გუნდებს შორის და ეს კიდევ ერთი არგუმენტი იქნება 6 ერში თამაშის ! და ჩვენები კი მეტოქეებს სულის მოთქმის შანსს აძლევენ არ ვიცი ეცოდებათ თუ სხვა რამეა

23:01 | 10.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ადრე ხომ იყო სამხრეთი 3 ერი და ევროპის 5 ერი. თუ ამ განსხვავებას შეამჩნევენ რაგბის მამები, მგონია უფრო 6 ერს ისევ 5 ერად გადააქცევენ, ხოლო ჩვენთვის ევროპის 3 ერს შექმნიან - იტალია, საქართველო და რუმინეთი. სხვას ამათგან არც უნდა ველოდეთ უახლოეს მომავალში.

00:53 | 11.02.2018
dinamo222 (692)

ხოო აი ზუსტად მაგ ჭკუაზე არიან 6 ერის მამები რომ ჩვენს და რუმინელების გამო იტალიელებისგან მიღებული შემოსავალი დაკარგონ ან კიდევ იტალიელები სულ იმას ნატრობენ როგორმე დაისვენონ 6 ერისგან DDD

20:03 | 10.02.2018
dinamo222 (692)

კარგი ანგარიშია მაგრამ შეცდომებიც ბევრი იყო ჯერ ერთი ძალიან ბევრბრჯერ დაჯარიმდნენ (ასეთ გუნდთან ძალიან ბევრი იყო)მერე კიდევ ხშირად უვარდებოდათ ბურთები ზოგჯერ საკუთარი შეცდომის ზოგჯერ ცუდი პასების გამო მოკლედ სათამაშო დისციპლინაში და ხელით თამაშში ბევრი ვერაფერი გავაუმჯობესეთ

18:59 | 10.02.2018
maxo_65 (458)

ბიჭებს ვულოცავ გამარჯვებას, კლასში იმაზე უფრო დიდი სხვაობა ვიდრე დღეს გამოჩნდა...ეს 6 ერის ბოსები თუ ბოზები, როდის უნდა მიხვდნენ რომ იტალია ძალიან სუსტია, ის კი არა ასე მგონია ჩვენს ჯგუფშიც ვერ იქნებიან პირველები...შობელძაღლებს ჩვენთან ვარჯიში უნდათ და თამაში არა...

18:39 | 10.02.2018
თორღვა პანკელი (387)

20-ი წუთია ირლანდიას ჰაერში ყავს იტალია აგდებული და როდის ჩამოვარდება კაცმა არ იცის.

16:48 | 12.02.2018
GiorgiG83 (525)

მე ის მაფიქრებს რომ ინგლის - ირლანდიასტან იტალიამ 5 ლელო დადო, მართალია აქედან 3 გადაწყვეტილ თამაშში, მარგამ - დადო

20:10 | 10.02.2018
ogafa (407)

18:30 | 10.02.2018
პანტელეიმონი (1218)

რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !

18:23 | 10.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ახლა ირლანდია იტალიაც დაიწყება.

18:16 | 10.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

რუმინეთი ყველაფერში ჯობს. მე-2 ლელოც დაუდეს. 14-0

18:08 | 10.02.2018
david meskhi (30)

რუმინეთმა დადო ლელო

18:06 | 10.02.2018
david meskhi (30)

რუმინული არ მესმის მარა კომენტატორი ბაზრობს გეორგიამ მიაკუტაო ბელგია. მართალი კია ისე. მიკუტუნება რას ნიშნავს ნეტა რუმინულად

18:03 | 10.02.2018
david meskhi (30)

გერმანია რუმინეთი იწყება ვისაც აინტერესებstripslashes((strlen('http://www.rugbyeurope.eu/2018-rugby-europe-international-championships-m4-romania-vs-germany')>0?'http://www.rugbyeurope.eu/2018-rugby-europe-international-championships-m4-romania-vs-germany':'http://www.rugbyeurope.eu/2018-rugby-europe-international-championships-m4-romania-vs-germany')) პაპინაშვილს არ აპატიეს ფრანგის მოგება და მოხსნეს უაზრო. რუსეთმა კიდე ჩაასტვინა 20-13

18:02 | 10.02.2018
თორღვა პანკელი (387)

მადა ჭამაში მოდისო და ბოლოს ეს ანგარიშიც რავა ვთქვა და მეცოტავა, ბრავო ბიჭებს! გილოცავთ ყველას! ანგარიშის მიუხედავად შეცდომები იყო მაგრამ მაგას ყველაფერს დეტალურად განიხილავენ და აუცილებლად მიხედავს მელიტონა როგორც საჭიროა. სხვა შეცდომებთან ერთად ბევრი წინ დავარდილი ბურთი რომ არა, ანგარიში ალბათ 250-0 დაფიქსირდებოდა, მთავარია ეს შემადგენლობა კარგათ შეათამაშოს მელიტონამ, რუსეთთან და რუმინეთთან უფრო ძლიერი შემადგენლობა გვეყოლება, მაგრამ ვთვლი რომ ამ შემადგენლობითაც თავისუფლად მოვიგებთ ყველა თამაშს. ორივე დებიუტანტი კარგი იყო განსაკუთრებით გაჩეჩილაძე, ბელგია საზომი ვერანაირად ვერ იქნება მაგრამ ჯერჯერებოთ ამართლებს დივიდენდებს, მოკლედ კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას და რაგბი ჩვენი თამაშია!

17:57 | 10.02.2018
david meskhi (30)

გასკდნენ რუსები როსიას ძახილით მარა ვერა

00:20 | 11.02.2018
BEERTRANCE (1073)

DDDDDDDDDDDD

20:08 | 10.02.2018
ogafa (407)

18:18 | 10.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

17:48 | 10.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

მგონია რუსებმა დადეს ლელო, უბრალოდ მსაჯმა ვერ შეამჩნია.

13:48 | 11.02.2018
temuchin (431)

არ იყო ეგ ლელო მეგობარო, შესრულებული ბოჭვიდან წამოიწია რუსი მორაგბე და გადადო ბურთი. როცა ბოჭვა სრულდება და მოთმაშე ამ ბოჭვის შედეგად დაეცემა არ აქვს უფლება ბურთზე ხელი გაუშვებლად მეორე მოძრაობის. ასე რომ ეგ ლელო არც ერგებოდათ რუსებს.

17:50 | 10.02.2018
tokageo (45)

კი სუფთა ლელო ვერ დაინახა რუსეთის



18:22 | 10.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

თანაც მგონი მანამდეც დადეს ლელო, რუსი ვიდეოსაც ითხოვდა. მაშინაც ლელო დადეს მგონია. ასეთი თამაშით რუსები არ იყვნენ ღირსი გაემარჯვათ. ესპანეთი ყველაფერში ჯობდა.

17:43 | 10.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

4 წუთიც გაძლონ ესპანელებმა

17:39 | 10.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ესპანელებმა მე-3 ლელო დადეს. ცუდია, რომ 2 გარდასახვა და 1 ჯარიმა ააცილეს, 7 ქულა დაკარგეს. ანგარიშია 13 - 20

17:23 | 10.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

დავით მესხი დიდი მადლობა!

17:36 | 10.02.2018
david meskhi (30)

არაფრის ძმაო რუსეთი უკვე 22-13 აგებს

17:16 | 10.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

რა ჯარიმა გააფუჭეს ესპანელებმა

17:09 | 10.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

რუგბიტვ მგონი ირლანდია - იტალიას აჩვენებს . დღეს ჩვენი ნაკრების გამარჯვების გარდა ძაან მინდა რუსებისა და იტალიის დამარცხება. იტალიის გაფარჩაკება. უფრო დაგვაფასებენ. ესპანეთი ყველაფერში ჯობს რუსეთს ჯერჯერობით.

18:31 | 10.02.2018
პანტელეიმონი (1218)

+1

17:04 | 10.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ყველას გილოცავთ საქართველოს ნაკრების ბრწყინვალე გამარჯვებას! მოვიგეთ ისე, რომ ბელგიელებს ერთი მომენტიც კი არ ქონიათ. რუსეთი მარცხდება კრასნოდარში ესპანეთთან 10 - 15. ესპანელებმა 2 ლელო დაუდეს რუსებს. დადეთ ლინკი თუ გაქვთ რუმინეთი - გერმანიის.

17:18 | 10.02.2018
david meskhi (30)

stripslashes((strlen('http://www.rugbyeurope.eu/2018-rugby-europe-international-championships-m3-russia-vs-spain')>0?'http://www.rugbyeurope.eu/2018-rugby-europe-international-championships-m3-russia-vs-spain':'http://www.rugbyeurope.eu/2018-rugby-europe-international-championships-m3-russia-vs-spain'))

17:19 | 10.02.2018
david meskhi (30)

stripslashes((strlen('http://www.rugbyeurope.eu/2018-rugby-europe-international-championships-m4-romania-vs-germany')>0?'http://www.rugbyeurope.eu/2018-rugby-europe-international-championships-m4-romania-vs-germany':'http://www.rugbyeurope.eu/2018-rugby-europe-international-championships-m4-romania-vs-germany')) 35 წუთში

17:02 | 10.02.2018
BEERTRANCE (1073)

გერმანიასთან იგივე

16:45 | 12.02.2018
GiorgiG83 (525)

იგივე?
იქნებ 70-100 ქულამდე ასვლის მცდელობაც?
გერმანია საერთოდ ახალი გუნდია, ვიდრე იგივე შარშან იყო, ამიტომ მეტს ვისურვებდი

17:00 | 10.02.2018
krasni (587)

გაუჭირდებოდათ. კომენტატორმა, ინგლისელების ჩამოსვლაზე და შერკინების ჩვენებთან ერთობლივ ვარჯიშზე განახლდა საუბარიო. ასეთ ფორმატზე არც უნდა დავთანხმდეთ, ბარემ გვეთამაშონ, რა, წაგების ხომ არ ეშინიათ?

16:44 | 12.02.2018
GiorgiG83 (525)

ნამდვილად არ ეშინიათ, უბრალოდ ამ ეტაპზე მათ გეგმებში სათამაშოდ არ ვწრივართ

16:22 | 10.02.2018
ika13 (34)

ყველას გილოცავთ გამარჯვებას. უკეთესადაც შეიძლებოდა))) მაგრამ რას გავს ახალი ფორმის ფორტები. ნიფხავია რა...

0.135036