ბორჯღალოსნები

21:30 | 8.02.2018 | ნანახია 3305 - ჯერ

საქართველო - ბელგია | სამატჩო შემადგენლობა

10 თებერვალს ქუთაისში, ‘აია არენაზე’ ბელგიასთან გასამართ მატჩში მოედანზე 11 ისეთი ბორჯღალოსანი გავა, რომელთაც 10-ზე ნაკლები სანაკრებო კეპი აქვთ. მათგან ორი დებიუტანტია - მიხეილ გაჩეჩილაძე და გურამ შენგელია მარქაფაში არიან და თამაშში მოგვიანებით ჩაერთვებიან.

მარქაფაში მყოფ კიდევ ოთხ მოთამაშეს ჯამში 11 კეპი უგროვდება - თორნიკე მატარაძე (5), გიორგი მელიქიძე (3), გიორგი ჭყოიძე (2) და ანზორ სიჭინავა (1):

სიჭინავას სანაკრებო დებიუტი 2016 წლის ნოიემბერში იაპონიასთან ჰქონდა და მას შემდეგ ბორჯღალოსნების კვართით აღარ უთამაშია; ჭყოიძეს დებიუტი შარშან, სწორედ ბელგიასთან ჰქონდა, მერე გერმანიასთან ითამაშა და ნაკრებს 1-წლიანი შესვენების შემდეგ უბრუნდება; ბრიუსელში მესამე კეპი მოიხვეჭა და მას შემდეგ ნაკრებში პირველად ითამაშებს გიორგი მელიქიძე; ხოლო თორნიკე მატარაძე ბორჯღალოსნებში შარშან გამოჩნდა და ივნისის ტესტებზეც ითამაშა.

10 გამოცდილი და 5 ახალბედა

თამაშს გამოცდილი ბურჯები და კვაჭი იწყებს: ზურაბ ჟვანია, შალვა მამუკაშვილი და ლევან ჩილაჩავა. აღსანიშნავია, რომ ჟვანიამ სასტარტოში თამაში ბოლოს 2016 წლის ივნისში დაიწყო, მას შემდეგ ოთხჯერ შეცვლაზე შევიდა და ახლა კვლავ ძირითადში ბრუნდება.

ქუთაისში გუნდს გამოცდილი მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე უკაპიტნებს, რომელსაც შედარებით ახალბედა ნოდარ ჭეიშვილი (7 კეპი) შეუწყვილდება. ჭეიშვილმა ნაკრების კვართი ბოლოს შარშან, ივნისში კანადის წინააღმდეგ მოირგო.

მესამე ხაზში გამოცდილ ლაშა ლომიძიესა და კოკი თხაილიშვილთან ერთად ოთარ გიორგაძე (7 კეპი) დადგება. ქუთაისის ‘აიას’ აღზრდილმა, ‘კლერმონის’ მორაგბემ ნოემბრის ტესტები ტრავმის გამო გამოტოვა.

ბორჯღალოსანთა მაისურით სასტარტო შემადგენლობაში თამაშს პირველად იწყებს გელა აფრასიძე, რომელიც აქამდე სამივეჯერ შეცვლაზე შევიდა. მგეზავი ასევე შედარებით გამოუცდელი რეზი ჯინჭველაშვილია.

ცენტრში დავით კაჭარავას კიდევ ერთი ახალგაზრდა გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება, რომელმაც ნაკრების კვართი ნოემბერის ტესტებზე ორჯერ მოირგო.

ფრთებზე ითამაშებენ გამოცდილი სანდრო თოდუა და გიორგი ფრუიძე, რომელიც ნაკრებში ერთწლიანი შესვენების შედეგ ბრუნდება. შარშანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველად გამოჩნდა ბექა წიკლაური. სასტარტო შემადგენლობაში მან ბოლოს 2 წლის წინ, გერმანიის წინააღმდეგ ითამაშა.

ღია ვარჯიშის შემდეგ

დღეს დილით ‘შევარდენზე’ გამართული ღია ვარჯიშის შემდეგ მილთონ ჰეიგმაგანაცხადა, რომ ქუთაისში დამაჯერებელი გამარჯვების მოლოდინშია:

„2013 წელს ბელგიასთან ბრიუსელში რთული თამაში გვქონდა. ახლა ვფიქრობთ, რომ ასე არ იქნება. ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებულები, შერკინებაში დიდი ბიჭები გვყავს და ამ უპირატესობას კარგად გამოვიყენებთ. ტრავმის გამო მერაბ შარიქაძეს ვასვენებთ, თუმცა ეს პრობლემას არ შეგვიქმნის. ბორჯღალოსნებს პირველად უკაპიტნებს გიორგი ნემსაძე, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს და ამ გამოცდილებას კარგად გამოიყენებს.

რაც მე საქართველოს მწვრთნელი ვარ, პირველად ვითამაშებთ ქუთაისში, საიდანაც ნაკრებში ძალიან ბევრი მოთამაშე გვყავს. ვფიქრობ, გულშემატკივრისგან დიდი მხარდაჭერა გვექნება“.

ბორჯღალოსნებს პირველად უკაპიტნებს ‘ბრისტოლის’ მეორეხაზელი, ქუთაისში დაბადებული გიორგი ნემსაძე, რომელიც ჩვენი ნაკრების 30-ე კაპიტანი გახდება:

„მნიშვნელოვანია, რომ სანაკრებო რაგბი რეგიონებში გავიტანოთ. ამჯერად ქუთაისში ვთამაშობთ, მომავალში ბათუმში და სხვა ქალაქებშიც უნდა ვითამაშოთ.

ბელგია სულ ცდილობს, რომ ხელდახელ ითამაშოს. ვეცდებით მათ ჩვენი სტილი მოვახვიოთ და ტოლს არც გახსნილ თამაშში დავუდებთ. . ფავორიტები ვართ, თუმცა მაქსიმალური მობილიზებით ვემზადებით და ვეცდებით ის შედეგი დავაფიქსიროთ, რასაც ჩვენგან მაყურებელი ელის.

ნაკრებს პირველად ვუკაპიტნებ. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით ისეთი ავტორიტეტული მოთამაშეების შემდეგ, როგორებიც მამუკა გორგოძე და მერაბ შარიქაძე არიან. ბიჭებს ვთხოვე, რომ ყველანაირად დამეხმარონ და ყველანი ერთად ვიყოთ კაპიტნები“.

გიორგი კვესელაძე დარწმუნებულია, რომ ნაკრებს ქუთაისში დიდი მხარდაჭერა ექნება:

„ნაყოფიერი შეკრება გვქონდა და მომავალ თამაშს დიდი იმედებით ვხვდებით. გავიარეთ ბელგიის ძლიერი და სუსტი მხარეები და კარგი თამაშის მოლოდინში ვართ. გულშემატკივრის თანადგომა ძალიან ბევრს ნიშნავს. მოვუწოდებ ქუთაისელ მაყურებელს, რომ მოვიდნენ სტადიონზე და ერთად მოვიგოთ ეს თამაში“.

საქართველოს ბორჯღალოსნები

"რაგბი ევროპა" | I რაუნდი | – ბელგია

შაბ 10/02 2018 | ქუთაისი, აია არენა | 14.00

1989 - 2017 206 ტესტი | 252 ბორჯღალოსანი | სრულად

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

15

ბექა წიკლაური

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1989

27

4ლ 11გ 15ჯ 2ა [93 ქ]

14

გიორგი ფრუიძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1994

13

2ლ

13

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს სუპერ]

1985

104

22ლ [4 კაპ] 2სბ

12

გიორგი კვესელაძე

მარნეულის არმაზი [საქ დ 10]

1997 2

:

11

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

67

7ლ 2სბ

10

რევაზ ჯინჭველაშვილი

მარნეულის არმაზი [საქ დ 10]

1995

6

:

9

გელა აფრასიძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1998

3

:

შერკინება [ფორვარდები]

1

ზურაბ ჟვანია

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1991

29

8ლ 2სბ

2

შალვა მამუკაშვილი

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1990 49

4ლ

3

ლევან ჩილაჩავა

ტულონ [სფრ ტოპ14]

1991

35

5ლ სბ

4

გიორგი ნემსაძე^კაპ

ბრისთოლ [ინგ ჩემპ]

1984

76

13ლ 5სბ

5

ნოდარ ჭეიშვილი

შონბრი [სფრ ფედ1]

1990

7

:

6

ოთარ გიორგაძე

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1996

7

7

გიორგი თხილაიშვილი

ბათუმი [საქ დ 10]

1991

41

10ლ სბ

8

ლაშა ლომიძე

ლონდონ აირიშ [ინგ პრემ]

1992

36

5ლ + შ სბ

თადარიგი [რეზერვი]

23

ანზორ სიჭინავა

აკადემია [საქ დ 10]

1995

1

სბ

22

ლაშა მალაღურაძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1986

79

4ლ 40გ 25ჯ 3ა [184 ქ] 2სბ

21

ვასილ ლობჟანიძე

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1996

27

5ლ

16

გიორგი ჭყოიძე

გორის ჯიქი [საქ დ 10]

1991

2

:

17

თორნიკე მატარაძე

ლიონ [სფრ ტოპ 14]

1996

5

სბ

18

გიორგი მელიქიძე

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1996

3

:

19

მიხეილ გაჩეჩილაძე

ენისეი [რუს სუპერ]

1990 0

:

20

გურამ შენგელია

გორის ჯიქი [საქ დ 10]

1992 0

:


რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:18 | 09.02.2018
პანტელეიმონი (1218)

წაფორხილების უფლება არ გვაქვს, მეტოქე დააფასეთ და ლაღი თამაში გვაჩვენეთ ბიჭებო ! ! !

14:06 | 09.02.2018
გუგა80 (177)

ტრანსლაცია არ არის???
??????????

13:10 | 09.02.2018
ilarioni (138)

მესამე ხაზში ძალიან გვაკლია გორგაძე, რა გახდა მაგის ტრავმა, რითი ვერ მოიშუშა. ძალიან ტექნიკური, მოხერხებული და კარგი უნარების მქონე მორაგბეა, მაგრამ რა გინდა ვერ ვიყენებთ სათანადოდ. ფრუიძისთვის ჩმეი აზრით აქამდეც უნდა დაეძახა და მართლა ვერ ვხვდები, რატომ არ მოხდა ეს. იმედია მარტო საქუთაისედ არ დაუძახა და სხვა თამაშებშიც მიეცემა თავის გამოჩენის შანსი. რაც ეხება თამაზ მჭედლიძეს, ვინმემ თუ იცის რეალურად რა ხდება მის თავს. მე ესეთი შემთხვევა ქართული რაგბის ისტორიაში არ მახსენდება, რომ ბიჭი შეუცვლელი მოთამაშე იყოს და უცებ ნაკრებში აღარ გამოიძახო, განა ისეთ რა ცუდ ფორმაშია. თუ იცის ვინმემ მართლა რა ამბავია იქნებ თქვათ

18:58 | 09.02.2018
თორღვა პანკელი (387)

გეთანხმები გორგაძესთან დაკავშივრებით, მართლა ძალიან ტექნიკური და ყველანაირად უნივერსალური მორაგბეა, მაღალი ბურთების და ჰაერში თამაშის ნამდვილი ოსტატია, ძალიან უბადლო, მწვავე, ტექნიკური ოფლოუდები იცის და ბურთიც შესაშურად კარგად მიაქ, გადასარევი კონტაქტები ეხერხება და ფიზიკურადაც ძალიან ღონიერი ბიჭია. აი მჭედლიძესთან დაკავშივრებით რა ხდება ვერც მე ვერ გავიგე, ასე ზეპირად ვერც გაიგებ ვერაფერს, ამ ვაი ჟურნალისტებისგანაც არავის არ მოუვა თავში რომ დაეკონტაქტოს ვინმე უშუალოდ თამაზს და პირადად მისგან გავიგოთ რა ხდება. არ მინდა ვარაუდები მაგრამ ალბათ უფრო ოჯახური ამბავი მგონია, სულ ეხლა ხან ტყუპები შეეძინა და ალბათ ვერ მოწყდა ოჯახს და ვერ დაუბრუნდა საქმეს სრულფასოვნად. მსოფლიომდე ჯერ კიდე დიდი დროა, იმედია გორგაძეც და მჭედლიძეც მოახერხებენ ძალების აღდგენასაც და ფორმაში შესვლასაც, ორივე მაგრად ჭირდება ნაკრებს, მათ გარეშე რთული იქნება.

15:15 | 09.02.2018
პანტელეიმონი (1218)

მაგ კითხვებზე პასუხს მეც დიდი გულისყურით დაველოდები.

11:18 | 09.02.2018
BEERTRANCE (1073)

ნერვიულობის გარეშე.

03:29 | 09.02.2018
dinamo222 (692)

მათიაშვილი რატომ არაა ?

23:30 | 08.02.2018
თორღვა პანკელი (387)

მომწონს მელიტონას შემადგენლობა ბელგიასთან, ალბათ გერმნიასთანაც ამ შემადგენლობით ვითამაშებთ, სწრაფი და ლაღი თამაშით მოგებას ველი, პიზიკურად რათქმაუნდა ყველანაირად დავჩაგრავთ, ვისურვებდი 6 ერის ფონზე რაც შეიძლება დიდი ანგარიშით მოვუგოთ ყველას, ახალბედებს ორივეს კარგ და წარმატებულ თამაშს ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ ჟვანიაც და აფრასიძეც მაგრად გაამწვავებენ თამაშს, ასევე კვესელაძე კაჭისთან დუეტში თამაშით ბევრს ისწავლის და უფრო გაიზრდება და დაიხვეწება, ფრუიძეც რათქმაუნდა, ძაან მოუმატა, თავის კლუბში ფრინავს ქორივით. ძაან მიხარია ჭელიძის ძირითადში დაყენება, მასავით მაღალი ბიჭი ბევრი არაა ნაკრებში ერთი კოტე და ბინგო გვყავს და აუცილებელია მას ნაკრებში თამაშის პრაქტიკა ქონდეს, ოთიაზე არაფერს არ ვამბობ, ყოველთვის მინდა ყველა თამაშში ძირითადში თუ არა მარქაფაში მაინც იყოს, ერთი სიამოვნებაა მისი ძალისმიერი კონტაქტების ყურება, ნემსოს კიდე ვულოცავ ნაკრების კაპიტნობას, იმსახურებდა და მიხარია მის მშობლიურ ქუთაისში რომ ექნება დებიუტი როგორც კაპიტანს. იმედია არც ბათუმი დარჩება თამაშგარე და ბათუმსაც ეწვევა დიდი რაგბი, წარმატებები ბიჭებს და რაგბი ჩვენი თამაშია!

0.106094