საერთაშორისო

21:40 | 8.02.2018 | ნანახია 1841 - ჯერ

6 ერი: 6 ცვლილებით საფრანგეთის წინააღმდეგ

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა, 6 ერის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

44 წლის სპეციალისტმა უელსთან წაგებული (7:34) შეხვედრის შემდგომ, სასტარტო თხუთმეტეულში 6 ცვლილება განახორციელა. მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე ჯონ უელშის ნაცვლად სიმონ ბერგჰანი ითამაშებს, მეორე ხაზში ბენ ტულისს გრანტ გილქრისტი შეცვლის, ხოლო რვა ნომერზე კორნელ დუ პრეზის მაგივრად რაიან უილსონია გამწესებული.

რაც შეეხება უკანახაზში გაკეთებულ ცვლილებებს, ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა გრეიგ ლეიდლოუ, ხოლო ალი პრაისს მარქაფაში მოუწია გადანაცვლება. კრის ჰარისი ჩაანაცვლა წინა მატჩში “ნარშავების” მხრიდან ერთადერთი ლელოს ავტორმა პიტ ჰორნმა, ტრავმირებულ ბაირონ მაკგუიგანს კი შონ მეიტლენდი შეცვლის. გარდა ამისა, მარქაფაშია დებიუტანტი ბლეირ კინგჰორნი.

კვლავ ტრავმირებულნი არიან რიჩი გრეი, ალექს დანბარი და დანკან ტეილორი.

შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი

15. სტიუარტ ჰოგი (“გლაზგო უორიორსი”, 55 კეპი), 14. ტომი სიმური (“გლაზგო უორიორსი”, 39), 13. პიტ ჰორნი (“გლაზგო უორიორსი”, 29), 12. ჰიუ ჯონსი (“გლაზგო უორიორსი”, 11), 11. შონ მეიტლენდი (“სარასენსი”, ინგლისი, 30), 10. ფინ რასელი (“გლაზგო უორიორსი”, 32), 9. გრეიგ ლეიდლოუ (“კლერმონი”, საფრანგეთი, 58) ;

შერკინება

1. გორდონ რიდი (“ლონდონ აირიში”, ინგლისი, 28), 2. სტიუარტ მაკინალი (“ედინბურგი”, 13), 3. სიმონ ბერგჰანი ("ედინბურგი", 5) , 4. გრანტ გილქრისტი (“ედინბურგი”, 19) , 5. ჯონი გრეი (“გლაზგო უორიორსი”, 39), 6. ჯონ ბარკლი (“სკარლეტსი”, უელსი, კაპიტანი, 67), 7. ჰემიშ უოტსონი (“ედინბურგი”, 16), 8. რაიან უილსონი (“გლაზგო უორიორსი”, 33);

მარქაფა

16. სკოტ ლოუსონი (“ნიუკასლ ფალკონსი”, ინგლისი, 47), 17. ჯეიმი ბათი (“გლაზგო უორიორსი”, 4), 18. ჯონ უელში (“ნიუკასლ ფალკონსი”, ინგლისი, 12), 19. ბენ ტულისი (“ედინბურგი”, 8), 20. დევიდ დენტონი ("ვუსტერ უორიორსი", ინგლისი, 35) , 21. ალი პრაისი (“გლაზგო უორიორსი”, 12), 22. კრის ჰარისი (“ნიუკასლ ფალკონსი”, ინგლისი, 2) , 23. ბლეირ კინგჰორნი ("ედინბურგი", 0).

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ნაკრები 6 ერის მეორე ტურის მატჩში "მარიფილდზე" საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრა კვირას საქართველოს დროით 19 საათზე დაიწყება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.117582