საერთაშორისო

0:30 | 8.02.2018 | ნანახია 1891 - ჯერ

6 ერი: პირველი ტურის სიმბოლური

ცნობილმა სარაგბო გამოცემამ PlanetRugby.Com-მა 2018 წლის 6 ერის ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

ტურის საუკეთესო თხუთმეტეულში უელსელი მოთამაშეები სჭარბობენ, საიდანაც შვიდი მორაგბე მოხვდა. ხუთი მოთამაშე ფიგურირებს ინგლისიდან, ორი ირლანდიიდან, ხოლო ერთი – საფრანგეთიდან.

6 ერის პირველი ტურის საუკეთესო გუნდი ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი

15. ლი ჰალფპენი (უელსი), 14. ენტონი უოტსონი (ინგლისი), 13. სკოტ უილიამსი (უელსი), 12. ოუენ ფარელი (ინგლისი), 11. სტეფ ევანსი (უელსი), 10. ჯონათან სექსტონი (ირლანდია), 9. გარეთ დევისი (უელსი);

შერკინება

1. მაკო ვუნიპოლა (ინგლისი), 2. გიიომ გირადო (საფრანგეთი), 3. დენ კოული (ინგლისი), 4. ალუნ უინ ჯონსი (უელსი), 5. ჯეიმს რაიანი (ირლანდია), 6. აარონ შინგლერი (უელსი), 7. ჯოშ ნავიდი (უელსი), 8. სემ სიმონდსი (ინგლისი).

თეგები6 ერი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079341