საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვაჭის – შალვა მამუკაშვილის “სეილმა”, “ანგლო-გალების” თასის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში “ლონდონ უოსპსი” 32:29 დაამარცხა.
ესაა ტურნირი, სადაც ინგლისის პრემიერლიგისა და უელსის გუნდები თამაშობენ. განვლილ მატჩში ქართველი ლეგიონერი განაცხადში იყო და ინგლისელთა უელსელი ლეგიონერი მარკ ჯონსი 76-ე წუთზე შეცვალა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა, “სეილმა” ტაიმი 17:19 დათმო, მერე 29:19 დაწინაურდა, 70-ე წუთზე წონასწორობა აღდგა, მაგრამ მასპინძლებმა 76-ე წუთზე გადამწყვეტი ჯარიმის გატანა შეძლეს და გამარჯვება მოიპოვეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია