საერთაშორისო

23:15 | 7.02.2018 | ნანახია 1682 - ჯერ

ბენ იანგსისთვის 6 ერი დასრულდა

ინგლისის ნაკრების და “ლესტერ ტაიგერსის” ჰავბექი ბენ იანგსი ტრავმირებულია. ინგლისის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 28 წლის მორაგბე მიმდინარე 6 ერის ჩემპიონატში თამაშს ვეღარ შეძლებს.

იანგსმა დაზიანება 6 ერის გათამაშების პირველ ტურში, იტალიასთან სტუმრად მოგებული (46:31) შეხვედრის მე-10 წუთზე მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. როგორც გაირკვა, მას მარცხენა მუხლი აქვს დაზიანებული და თამაშს ოთხი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ბენს ინგლისის ნაკრების კვართი 75-ჯერ აქვს მორგებული და მეტოქეები 12-ჯერ დაალელოვა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082947