საერთაშორისო

22:00 | 7.02.2018 | ნანახია 1552 - ჯერ

ტრავმები და ცვლილებები საფრანგეთის ნაკრებში

საფრანგეთის ნაკრებს 6 ერის ჩემპიონატის პირველი ტურის შემდეგ, სამი მორაგბე გამოაკლდა. ირლანდიასთან წაგებულ (13:15) საშინაო მატჩი დაშავდნენ: შემკვრელი კევინ გორდონი, ჰავბექი ანტუან დუპონი და მგეზავი მატიო ჟალიბერი.

“სამფეროვნების” მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ბრუნელმა მათ ნაცვლად სამი მოთამაშე გამოიძახა. “მონპელიეს” რვა ნომერი ლუი პიკამოლი და “ლიონის” ღერძი: ჰავბექი ბაპტისტ კუიუ და 32 წლის მგეზავი ლიონელ ბუქსი, რომელიც 2012 წლის შემდეგ ნაკრებში პირველად ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ 6 ერის გათამაშების მეორე ტურში საფრანგეთის ნაკრები კვირას “მარიფილდზე” შოტლანდიას ესტუმრება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.101495