ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა 2018 წლის პირველი მატჩისთვის, რომელსაც საქართველოს ნაკრები 10 თებერვალს ქუთაისის "აია არენაზე" ბელგიასთან გამართავს, 28-კაციანი, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ სამატჩო, 23-კაციანი შემადგენლობა ტრადიციულად მატჩამდე 48 საათით ადრე დასახელდება.
გაფართოებული რაზმი გამოცდილი და შედარებით ახალგაზრდა მორაგბეების ნაზავია, ორი კი დებიუტანტია.
ბორჯღალოსანთა კვართის პირველად მორგების შანსი აქვთ საქართველოს ჩემპიონის, გორის "ჯიქის" კაპიტანს, 25 წლის მესამეხაზელ გურამ შენგელიას და "ენისეის" ასევე მესამეხაზელ მიხეილ გაჩეჩილაძეს.
28 კაცში 11 დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს, დანარჩენები კი ლეგიონერები არიან. წინასწარ დასახელებული 36-კაციანი შემადგენლობიდან გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა "ბორდოს" ბურჯი ლაშა ტაბიძე და მის ნაცვლად მწვრთნელებმა "სტად ფრანსედან" გიორგი მელიქიძეს დაუძახეს. ტრავმის რეაბილიტაციის გამო ბელგიის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელიც შეკრებაზეა და გუნდთან ერთად ემზადება.
„ეს არის გაფართოებული შემადგენლობა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის, რომელიც გამოცდილი და შედარებით ახალბედებითაა დაკომპლექტებული. რამდენიმე მოთამაშეს მსუბუქი ტრავმა აწუხებს და მათ დასვენების საშუალება მივეცით, თუმცა მომდევნო სამი შეხვედრისთვის მზად იქნებიან.
„ბელგია და გერმანია მნიშვნელოვნად პროგრესირებენ და არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ მათ დაუფასებლობას - მზად ვართ, რომ მატჩის დღეს ‘ჩვენი თამაში’ ვითამაშოთ. რაგბი ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტურნირია და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა 2018 წელს ჩემპიონები გავხდეთ!“ - განაცხადა მილთონ ჰეიგმა.
საქართველოს ბორჯღალოსნები
"რაგბი ევროპა" | I რაუნდი | – ბელგია
შაბ 10/02 2018 | ქუთაისი, აია არენა | 14.00
No | სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
უ | მერაბ კვირიკაშვილი | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1983 | 108 | 16ლ 147გ 150ჯ 3ა [833 ქ] 5სბ |
უ | სანდრო თოდუა | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1987 | 67 | 7ლ 2სბ |
უ | ბექა წიკლაური | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1989 | 27 | 4ლ 11გ 15ჯ 2ა [93 ქ] |
უ | გიორგი ფრუიძე | კრასნი იარ [რუს სუპერ] | 1994 | 13 | 2ლ |
უ | ანზორ სიჭინავა | აკადემია [საქ დ 10] | 1995 | 1 | სბ |
შ | დავით კაჭარავა | ენისეი [რუს სუპერ] | 1985 | 104 | 22ლ [4 კაპ] 2სბ |
შ | გიორგი კვესელაძე | მარნეულის არმაზი [საქ დ 10] | 1997 | 2 | : |
10 | ლაშა მალაღურაძე | კრასნი იარ [რუს სუპერ] | 1986 | 79 | 4ლ 40გ 25ჯ 3ა [184 ქ] 2სბ |
10 | ლაშა ხმალაძე | ბათუმი [საქ დ 10] | 1988 | 58 | 7ლ 4გ [43 ქ] |
10 | რევაზ ჯინჭველაშვილი | მარნეულის არმაზი [საქ დ 10] | 1995 | 6 | : |
9 | ვასილ ლობჟანიძე | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 27 | 5ლ |
9 | გელა აფრასიძე | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1998 | 3 | : |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | მიხეილ ნარიაშვილი | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1990 | 47 | 2ლ სბ |
1 | ზურაბ ჟვანია | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 29 | 8ლ 2სბ |
1 | თორნიკე მატარაძე | ლიონ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 5 | სბ |
2 | შალვა მამუკაშვილი | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1990 | 49 | 4ლ |
2 | გიორგი ჭყოიძე | გორის ჯიქი [საქ დ 10] | 1991 | 2 | : |
3 | ლევან ჩილაჩავა | ტულონ [სფრ ტოპ14] | 1991 | 35 | 5ლ სბ |
3 | გიორგი მელიქიძე | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 3 | : |
2ხ | გიორგი ნემსაძე | ბრისთოლ [ინგ ჩემპ] | 1984 | 76 | 13ლ 5სბ |
2ხ | კოტე მიქაუტაძე | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1991 | 54 | 2ლ 3სბ |
2ხ | ნოდარ ჭეიშვილი | შონბრი [სფრ ფედ1] | 1990 | 7 | : |
3ხ | გიორგი თხილაიშვილი | ბათუმი [საქ დ 10] | 1991 | 41 | 10ლ სბ |
3ხ | ლაშა ლომიძე | ლონდონ აირიშ [ინგ პრემ] | 1992 | 36 | 5ლ + შ სბ |
3ხ | ოთარ გიორგაძე | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 7 | ლ |
3ხ | გიორგი ცუცქირიძე | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1996 | 6 | სბ |
3ხ | მიხეილ გაჩეჩილაძე | ენისეი [რუს სუპერ] | 1990 | 0 | : |
3ხ | გურამ შენგელია | გორის ჯიქი [საქ დ 10] | 1992 | 0 | : |
რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !
ახალგაზრდები ბელგია, გერმანიასთან ისეთ თამაშს აჩვენებენ, მელიტონა შემდეგ მატჩებშიდაც გამოუცხადებს ნდობას.
არა მგონია, რომ რუსეთთან და რუმინეთთან იგივე შემადგენლობა გვეყოლება. უბრალოდ დავწერე, რომ ამ შემადგენლობით ძაან გაგვიჭირდება მათთან თმაში მეთქი. არა მარტო რუსეთთან და რუმინეთთან გაგვიჭირდება თამაში არამედ ესპანეთთანაც და არა მგონია გერმანიაში უბრალოდ გასეირნება გვქონდეს. გერმანელებმა მაგრად მოუმატეს. შარშან ძაან ცუდად ვითამაშეთ ესპანეთთან, რუსეთთან, რუმინეთთან. იმედია რუსეთში უძლიერესი შემადგენლობით წავალთ და აქაც რუმინეთთანაც სრული შემადგენლობით ვითამაშებთ. ძაან მაინტერესებს გორგოძე რომელი ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს, ხომ ითქვა ერთ, გამოსათხოვარ მატჩს ითამაშებსო.
ბევრი ახალბედაა. ამ შემადგენლობით რუსეთთან რუსეთში და აქ რუმინეთთან ძაან გაგვიჭირდება.
და რატომ გგონია ღრუსეთთან და რუმინეთთან იგივე შემადგენლობა გვეყოლება.
რუმინეთი და რუსეთი რა შუაშია, ბელგია-გერმანიისთვისაა ეს შემადგენლობა.
ვავა ბელგია!