ბორჯღალოსნები

18:15 | 12.02.2016 | ნანახია 1787 - ჯერ

უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან

უმცროსი ბორჯღალოსნები ‘მსოფლიო რაგბის’ 20 წლამდელთა ჩემპიონატისთვის აქტიურ მზადებას წლის მე-4 შეკრებით შეუდგნენ შევარდენზე. ჩვენი ნაკრები ქართული რაგბის ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას ტურნირში, სადაც 12 ელიტარულ ახალგაზრდულ ნაკრებს შორის იასპარეზებს. მსოფლიოს ჩემპიონატი 5-25 ივნისს მანჩესტერში გაიმართება.

წილისყრის შედეგად საკმაოდ ძლიერ, ‘ა’ ჯგუფში მოვხვდით, სადაც უმცროსი ბორჯღალოსნები უელსელ, ირლანდიელ და ახალ ზელანდიელ თანატოლებს ერკინებიან.

ჯგუფური ეტაპის მატჩების განრიგი:

7 ივნისი - ახ. ზელანდია - საქართველო;

11 ივნისი - უელსი - საქართველო;

15 ივნისი - ირლანდია - საქართველო;

სხვა დონის ტურნირზე გასვლა, შესაბამისად ახალი გამოწვევაა ქართული რაგბისთვის და მისთვის მზადება ახლებურადაა საჭირო. 2015 წლის მსოფლიო თასის მსვლელობისას ინგლისში საქართველოს, არგენტინისა და ურუგვაის რაგბის კავშირების პრეზიდენტებმა მოილაპარაკეს, რომ უმცროსი ბორჯღალოსნები თებერვალში სამხრეთ ამერიკულ ტურნეში გაემგზავრებიან, სადაც ორ-ორ მატჩს არგენტინელ და ურუგვაელ თანატოლებთან გამართავენ, რაც ჩვენი ბიჭებისთვის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენს.

უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ-ამერიკულ ტურნეში 16 თებერვლას გაემგზავრებიან. პირველ ორ მატჩს 20 წლამდელები ‘პუმიტასის’ (20წ არგენტინა) წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო ბოლო ორში ტერიტოსს’ (20წ ურუგვაი) ერკინებიან.

მატჩების განრიგი

არგენტინა - საქართველო
20 თებერვალი, ბუენოს აირესი
24 თებერვალი, როსარიო


ურუგვაი - საქართველო
28 თებერვალი, პაისანდუ
4 მარტი, მონტევიდეო

ამ ეტაპზე მასპინძლების განცხადებით, დადასტურებით შეგვიძლია გითხრათ, რომ სამწუხაროდ მატჩები არც ტელევიზიითა და არც სთრიმით არ გადმოიცემა. აქედან გამომდინარე, ქართული რაგბის ქომაგობა ინფორმაციულ ვაკუუმში, რომ არ ვამყოფოთ, იწარმოებს უკვე ნაცადი ხერხი - ტექსტური ლაივი.

ტრადიციულად ტექსტური ლაივი საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე იმართებოდა, მაგრამ ამიერიდან ტექსტურ ლაივს თვითერის გვერდზე გავმართავთ. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური თვითერი >>@GeorgianRugby

კომენტარები

ილია მაისურაძე, მთავარი მწვრთნელი:

„მსოფლიოს მოსამზადებელი ბოლოს წინა ეტაპზე ვართ. შემდეგ გვექნება კიდევ ერთი გენერალური შეკრება. ამ ტურნეს ორგანიზება მოხდა რაგბის კავშირის დახმარებით. კერძოდ, გია ნიჟარაძემ იზრუნა ამ ტურნირის ორგანიზებასა და დაგეგმვაზე ინგლისში გასულ მსოფლიო თასზე. ძლიერი თამაშები გველის წინ. ბიჭებისთვის შეიცვლება ყველანაირი პირობები - სეზონურიც, რადგანაც იქ ზაფხულია. მოკლედ წინ ყველანაირი გამოცდა გველის, სადაც გამოჩნდება მათი მენტალური, ტექნიკური და ტაქტიკური უნარები. შევეცდებით, რომ რაც აქამდე ვიმუშავეთ, გამოვცადოთ რეალურ ზეწოლაში და გავიგოთ სად ვართ ახლა ჩვენ.

„სამწუხროდ, რამდენიმე ლეგიონერი დაშავებულია და ვერ ჩამოვიდა, რამდენიმეს კლუბთან აქვს შეთანხმება და ჩვენ არ გავამწვავეთ კლუბებთან ურთიერთობა, რადგანაც ლეგიონერები მხოლოდ გენერალურ შეკრებაზე გვჭირდება. 3 მოთამაშე ეროვნულ ნაკრებშია, სამივემ ითამაშა გერმანიის წინააღმდეგ და ახლა ისინი პორტუგალიის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ემზადებიან. ლეგიონერებიდან აქ გვყავს ნიკა ნეფარიძე კლერმონიდან, გიორგი ცუცქირიძე ბრივიდან, გიორგი ჯავახია და ნიკა იურინი ლიონიდან, თუმცა ჯავახია დაშავებულია და ვერ შეძლებს ამ ტურნესთვის გამოჯანმრთელებას“

ზურა ამონაშვილი, მწვრთნელი:

„უკვე მეოთხე შეკრებას შევუდექით. ამას გარდა კიდევ 3 შეკრება გავიარეთ, სადაც გუნდთან ვიმუშავეთ ფიზიკური უნარების გაუმჯობესებასა და სარაგბო უნარების ამაღლებაზე. პირველი შეკრება მენტალური შეკრება გვქონდა. რაც შეეხება ჩვენს მიზანს, ეს წლევანდელი 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ერთერთი ნაწილია. აქ გვყავს ახალი ასაკობრივი ჯგუფი - 97 და 96 წლიანები, რომელებიც ერთად ითამაშებენ და ეს ტურნე დაგვეხმარება იმაში, რომ ბიჭები უკეთესად შეთამაშდნენ ერთმანეთში. სამწვრთნელო შტაბი კიდევ ერთხელ გამოვცდით როგორ იმუშავა ჩვენმა წვრთნამ. დავინახავთ რა გვაქვს კიდევ გამოსასწორებელი და დაგვრჩება დრო იმისათვის, რომ გამოვასწოროთ ხარვეზები.

„მეორე წელია უკვე მენტალურ შეკრებას გავდივართ. წინა წლიდან გამომდინარე ამან ძალიან დადებითად იმოქმედა ჩვენს გუნდზე, ამიტომ გადავწყვიტეთ წელსაც გაგვევლო მსგავსი წვრთნა და ვფიქრობთ, რომ ძალიან სასარგებლოა ეს გუნდისთვის, ეხმარება მოთამაშეებს, რომ მენტალურად გაძლიერდნენ და წინასწარ შეემზადონ იმ გამოწვევებისთვის, რაც მათ ელით.

„არგენტინა რაგბში მოგეხსენებათ უკვე ძალიან ძლიერი გუნდია და 4 ერს თამაშობს. ძირითადად ეროვნული ნაკრებიც კომპლექტდება ახალგაზრდული გუნდების მოთამაშეებისგან. მოველით ძალიან დიდ წინააღმდეგობას მათგან და ვიცით, რომ ძალიან რთული თამაშები მოგველის. რაც შეეხება ურუგვაის - მათ ჩვენ წინა ალაფაზე შევხვდით. მართალია პირველივე თამაშში დავამარცხეთ ისინი, თუმცა საკმაოდ ძლიერი, დაბალანსებული და სოლიდური გუნდი ყავდათ. მათგანაც მოველით დიდ წინააღმდეგობას. ძალიან კარგი გამოცდა ელის ჩვენს ნაკრებს მათ წინააღმდეგ თამაშში.“

ლადო კილასონია, მწვრთნელი:

„ტურნედან, რომ დავბრუნდებით მე-5 შეკრებას გავმართავთ, რომელიც ბევრ რამეს გვაჩვენებს. ჩამოვალთ, დავისვენებთ, მარტში მსუბუქი ვარჯიშები გვექნება. 8 აპრილიდან მოთამაშეები გადმოდიან მთლიანად ჩვენს განკარგულებაში და იწყება მძიმე შეკრება, რომელიც გასტანს დაახლოებით 4 კვირას. გათვალისწინებულია კვირაში 5 დღე ვარჯიში, 2 დღე დასვენება. რადგან გვაქვს მსოფლიო ჩემპიონატი და ვეთამაშებით ძალიან მაღალი დონის გუნდებს, ჩვენი მიზანია ამ ახალგაზრდების მომზადება დაემსგავსოს ეროვნული ნაკრების მსოფლიოს წინა მოსამზადებელ პერიოდს.

„აპრილში იმედი გვაქვს ყველა შემოგვიერთდება, ამაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ლეგიონერები, რომლებიც ახლა არ გვყანან, აპრილში შემოგვიერთდებიან იმედია. საფრანგეთს თავისი ტურნირი აქვს, თავისი გრაფიკით. არ გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც კლუბები არ ათავისუფლებენ, იმიტომ რომ ეს არ არის ოფიციალური ტესტები. ეს მოთამაშეები ჩვენთან ერთად იქნებიან აპრილიდან სრული შემადგენლობით და ვითამაშებთ მათთან ერთად. ამჟამად საფრანგეთიდან ჩამოსულია 4 მოთამაშე, თუმცა ორს ტრავმა აქვს - ერთმა აქ მიიღო, ერთი იქიდანვე იყო დაშავებული.

„რა თქმა უნდა, ვასკა ლობჟანიძის გამოცდილება მსოფლიო თასის შემდეგ ნამდვილად წაადგება ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს. ასევე ძალიან წაგვადგება ბექა გორგაძის გამოცდილება, რომელსაც ის მიმდინარე რაგბი ევროპის გათამაშებაზე შეიძენს. ძალიან დიდი სტიმულია ჩვენი მოთამაშეებისთვის მათი მაგალითი, რადგანაც ბიჭები ხედავენ, რომ თუ აქ კარგად ითამაშებენ მათთვის იხსნება ზედა კარი.“

20წ საქართველო 2016

ტურნე სამხრეთ ამერიკაში: არგენტინა, ურუგვაი

უკანა ხაზი [ბექები]

15

ირაკლი სვანიძე

ჯიქი

15

მირიან მოდებაძე

აია

15

სანდრო მერკვილიშვილი

არმია

14/11

დავით მესხი

არმია

14/11

ლადო მიმინოშვილი

ბათუმი

14/11

გიორგი მელაძე

ყოჩები

13/12

გიორგი კოშაძე

ხარები

13/12

გიორგი გოგოლაძე

არმია

13/12

სანდრო ილურიძე

აკადემია

13/12 გურამ ქანდაურაშვილი ხარები

10

დავით მოძღვრიშვილი

აკადემია

15/10

რატი შანიძე

ლელო

9

ლაშა მამუჩარაშვილი

ლოკომოტივი

9

გელა აფრასიძე

ლელო

შერკინება [ფორვარდები]

1

უშანგი ჭეიშვილი

აია

1

თორნიკე მატარაძე

აია

1

გიორგი უშხვანი

აია

1

ნიკა ნეფარიძე

კლერმონ [სფრ]

2

ლაშა საჯაია

ჯიქი

2

ლუკა გოგინავა

ლოკომოტივი

2

გიგა ხუროშვილი

არმაზი

3

გურამ პაპიძე

ყოჩები

4/5

მიხეილ ბაბუნაშვილი

აია

4/5

დემურ ეფრემიძე

ყოჩები

4/5

გაგა არაბული

ლოკომოტივი

6/7/8

ვანო ფუტკარაძე

ბათუმი

6/7/8

ილია სპანდერაშვილი

არმია

6/7/8

ცისკარა ბერიაშვილი

ლელო

6/7/8

ირაკლი ცხადაძე

არმაზი

6/7/8

გიორგი ცუცქირიძე

ბრივ [სფრ]

6/7/8 მიხეილ გორგასლიძე აია

www.rugby.ge


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:13 | 13.02.2016
lukaferrari (24)

მაგარი თაობა მოდის, და იმედია მსოფლიოზე გამოკრავენ ერთ-ორ მოგებას ხელს.

00:48 | 13.02.2016
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით

0.096701