2018 წლის 6 ერის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში, საფრანგეთის ნაკრები “სტად დე ფრანსზე” ირლანდიას უმასპინძლებს.
ცნობილია ორივე გუნდის შემადგენლობა. “სამფეროვნების” ძირითად შემადგენლობაშია ორი დებიუტანტი: ფულბექი ჟოფრი პალისი და მგეზავი მატიო ჟალიბერტი, ხოლო მარქაფაში კიდევ ოთხი ახალბედა იმყოფება: სედატ გომეს სა, ადრიენ პელისიე, მარკო ტაულეინე და დენი პრისო.
ჟაკ ბრუნდელის არჩევანი ასეთია:
უკანა ხაზი
15. ჟოფრი პალისი (“ბორდო”, 0 კეპი), 14. ტედი ტომასი (“რასინგ 92”, 8), 13. რემი ლამერატი (“კლერმონი”, 16), 12. ანრი ჩევანსი (“რასინგ 92”, 3), 11. ვირიმი ვაკატავა (“რასინგ 92”, 15), 10. მატიო ჟალიბერტი (“ბორდო”, 0), 9. მაქსიმ მაშნო (“რასინგ 92”, 31);
შერკინება
1. ჟეფერსონ პოირო (“ბორდო”, 14), 2. გიიომ გირადო (“ტულონი”, კაპიტანი, 56), 3. რაბა სლიმანი (“კლერმონი”, 41), 4. სებასტიენ ვაჰაამაჰინა (“კლერმონი”, 28), 5. არტურ იტურია (“კლერმონი”, 1), 6. უენკესლას ლაურე (“რასინგ 92”, 12), 7. იაკოუბა კამარა (“მონპელიე”, 6), 8. კევინ გორდონი (“ლა როშელი”, 15);
მარქაფა
16. ადრიენ პელისიე (“ბორდო”, 0), 17. დენი პრისო (“ლა როშელი”, 0), 18. სედატ გომეს სა (“რასინგ 92”, 0), 19. პოლ გაბრილოგესი (“ლა როშელი”, 2), 20. მარკო ტაულეინე (“ბორდო”, 0), 21. ანტუან დუპონი (“ტულუზა”, 6), 22. ენტონი ბელო (“ტულონი”, 2), 23. ბენჟამინ ფოლი (“მონპელიე”, 6)
რაც შეეხება ირლანდიელთა შემადგენლობას, “სამყურების” რიგებში დებიუტანტი არაა, თუმცა რამდენიმე მოთამაშე უშუალოდ 6 ერის გათამაშებაში პირველად ითამაშებენ. საუბარია, ჯეიკობ სტოკდეილზე, ბანდი აკიზე და ჯეიმს რაიანზე.
ჯო შმიდტმა არჩევანი შემდეგ მორაგბეებზე გააკეთა:
უკანა ხაზი
15. რობ ქერნი (“ლენსტერი”, 78 კეპი), 14. კეით ეარლსი (“მანსტერი”, 62), 13. რობი ჰენშოუ (“ლენსტერი”, 31), 12. ბანდი აკი (“კონახტი”, 2), 11. ჯეიკობ სტოკდეილი (“ალსტერი”, 4), 10. ჯონათან სექსტონი (“ლენსტერი”, 68), 9. კონორ მარი (“მანსტერი”, 59);
შერკინება
1. კიან ჰილი (“ლენსტერი”, 73), 2. რორი ბესტი (“ალსტერი”, კაპიტანი, 106), 3. ტად ფურლონგი (“ლენსტერი”, 19), 4. იან ჰენდერსონი (“ალსტერი”, 34), 5. ჯეიმს რაიანი (“ლენსტერი”, 4), 6. პიტერ ო’მაჰონი (“მანსტერი”, 42), 7. ჯოშ ვან დერ ფლიერი (“ლენსტერი”, 9), 8. სიჯეი სტენდერი (“მანსტერი”, 18);
მარქაფა
16. შონ კრონინი (“ლენსტერი”, 56), 17. ჯეკ მაკგრეთი (“ლენსტერი”, 42), 18. ჯონ რაიანი (“მანსტერი”, 11), 19. დევინ ტონერი (“ლენსტერი”, 53), 20. დენ ლევი (“ლენსტერი”, 4), 21. ლუკ მაკგრეთი (“ლენსტერი”, 6), 22. ჯოი კარბერი (“ლენსტერი”, 6), 23. ფერგუს მაკფადენი (“ლენსტერი”, 32).
შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული შეხვედრა დღეს საქართველოს დროით 20 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დიდი რაგბისა დაინთო ცეცხლი! ეეხ ნეტა ჩვენ როდის გვაღირსებენ ეს დედამ-ბი აქ თამაშს.
ძაან მაინტერესებს როგორ ითამაშებენ იტალიელები ინგლისელების წიინააღმდეგ. მოუთმენლად ველი მაგ თამაშს
კარგად მესმის, რომ ჩვენ, რომ გვეთამაშა და დღეს შოტლანდიის წინააღმდეგ გამოსული უელსის ნაკრები განსხვავებული გუნდები იყვნენ შემადგენლობითაც და ამბიციითაც, მაგრამ მაშინ, რომ მოგვეგო ან ფრე გვეთამაშა, რომელიც როგორც გამოჩნდა შეგვეძლო კარგი იქნებოდა. ასეთი შანსი არ როდის გვექნება აწი ან გვექნება კი უახლოეს მომავალში?
რუსეთთან ბოლო 2 თამაშში (1 რუსეთში 2016 წელს, მეორე თბილისში 2017 წელს), აშშ-სთან, კანადასთან ... ისეთი ლელოები გავუშვით, როგორებსაც ადრე არ ვუშვებდით ასე ადვილად. ვერ გავუძელით შტურმს, ფიზიკურად გვაჯობეს ან ისეთ შეცდომებს ვუშვებდით როგორებიც ადრე არ მოგვივიდოდა. ეს მაფიქრებს ძაან. არ ვიცი რამდენად მართალი ვარ, მგონია გორგოძისა და კიდევ ზოგიერთი (რომელიც არ გვეყოლება ამ ტურნირზე) მორაგბის არ ყოფნის პირობებში ფიზიკურად ძაან დავსუსტდით.
უელსმა ყველაფერში დაჯაბნა შოტლანდიის ნაკრები. უელსს ბევრი მორაგბე აკლდა, მაგრამ მაინც უმაღლეს დონეზე ჩაატარა თამაში. თუ 6 ერში გვინდა მოხვედრა, მაშინ ზოგიერთი მორაგბის ნაკლებობის მიუხედავად მაინც უნდა შეგვეძლოს კარგად ვითამაშოთ. შოტლანდიისაგან ასეთ ცუდ თამაშს არ მოველოდი.