საერთაშორისო

0:25 | 3.02.2018 | ნანახია 1794 - ჯერ

სამხრეთ აფრიკამ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

სამხრეთ აფრიკის ნაკრების და ალისტერ კუციას გზები გაიყარა. “სპრინგბოქსის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა, 54 წლის მთავარი მწვრთნელის გათავისუფლების შესახებ, გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო.

“უპირველეს ყოვლისა, ეს გადაწყვეტილება ჩვენი გუნდის ინტერესების გამო მივიღეთ. კუციას გაწეული სამუშაოსთვის მადლობას ვუხდით და წარმატებას ვუსურვებთ სამომავლო კარიერაში”, - განაცხადა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ჟური რუმ.

შეგახსენებთ, რომ კუციამ სამხრეთ აფრიკის ნაკრები 2016 წლის 12 აპრილს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით “ქურციკებმა” 25 მატჩი ჩაატარეს, სადაც 11 შეხვედრა მოიგეს, 12 წააგეს და 2 თამაშში ფრედ ითამაშეს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.121043