ბორჯღალოსნები

18:06 | 2.02.2018 | ნანახია 2340 - ჯერ

ჰეიგის შეხვედრა გულშემატკივართან

გუშინ, 1 თებერვლას მილთონ ჰეიგი გულშემატკივრებს შეხვდა პაბ ბენიაში, სადაც თითქმის 2 საათის განმავლობაში მათთვის საინტერესო თემებზე ესაუბრა - „მსოფლიო თასისთვის მზადებასა და ნაკრების განვითარებაზე ვიყავი გადართული, რის გამოც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ხალხთან - გულშემატკივართან, დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოვახერხე შეხვედრა და მიხარია ახლა ერთად რომ ვართ“ - თქვა მთავარმა მწვრთნელმა. რაღა თქმა უნდა ყველაზე დიდ ინტერესს 2019 წლის მსოფლიო თასისთვის ბორჯღალოსნების სამზადისი იწვევდა. მთავარმა მწვრთნელმა განვლილი 2-წლიანი ციკლიც შეაფასა:

„2015 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანი იყო, რომ წარმატებული სერია გაგვეგრძელებინა და 2016 წელს აქცენტი თამაშების მოგებაზე გაკეთდა. მთლიანობაში წარმატებული წელი გვქონდა და მხოლოდ ორი მატჩი დავმთმეთ იაპონიასა და შოტლანდიასთან.

„შარშან ჩვენს მიზანს უკვე ახალგაზრდა მორაგბეების საქმეში გამოცდა, ნაკრებში პოზიციებზე სიღრმეების შექმნა და განვითარება წარმოადგენდა. სწორედ ამ მიზნის მიხედვით ხდებოდა სელექცია. ინგლისის მსოფლიო თასის განხილვის შემდეგ დავინახეთ, რომ გარკვეული პოზიციებიდან განსაკუთრებულ ხიფათს ვერ ვქმნიდით. თუ გავიხსენებთ 2017 წლის ბოლო თამაშს აშშ-სთან, 9 ნომერზე 19, ხოლო 10-ზე 22 წლის მორაგბე გვყავდა. შუამარბებად 20 წლის და 24 წლის გუნდის კაპიტანი, მერაბ შარიქაძე გვეყენა. გარემარბებად 20 და 23 წლის ბიჭები იდგნენ და ამ 23 წლის მოთამაშეს მხოლოდ 5 კეპი ჰქონდა. ფულბეკის პოზიციაზე გამოცდილი მერაბ კვირიკაშვილი იდგა. ამით იმის თქმა მინდა, რომ 2017 წლის მიზანი შესრულდა და განვითარების მხრივ დიდი ნაბიჯი გადავდგით. 2 წლის წინ, აშშ-სთან ხაზის იგივე მოთამაშეები რომ დაგვეყენებინა, თამაშს ვერ მოვიგებდით, ახლა კი ეს მოვახერხეთ“.

სანაკრებო თემის შეფასება 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატით გაგრძელდა, რომელიც ერთ კვირაში ქუთაისში, ბელგიასთან მატჩით გაიხსნება:

„წელს ვიწყებთ მზადებას მსოფლიო თასისთვის. იმისათვის, რომ მორაგბემ მსოფლიო თასზე წარმატებულად ითამაშოს, უნდა ჰქონდეს გამოცდილება. შარშან რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბე გავსინჯეთ და მათ შანსი გამოიყენეს, თუმცა აუცილებელია, რომ მსოფლიო თასამდე მინიმუმ 15 კეპი მაინც დაუგროვდეთ.

„ნახეთ გაფართოებული შემადგენლობა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის, რომელიც ძირითადად გამოცდილი მორაგბეებითა დაკომპლექტებული. ახლა ის პერიოდია, როდესაც ყველა თამაში საუკეთესო შემადგენლობით უნდა ჩავატაროთ და შესაძლოა, მათ 2-3 შედარებით ახალბედა დავამატოთ.

„გარდა ამისა, პირველი ორი კვირა ძალზედ მნიშვნელოვანია. იცით, რომ არის საუბრები ინგლისის ნაკრებთან ერთობლივი ვარჯიშების ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ გუნდს შესაძლოა უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში ვერც ვეთამაშოთ, მაგრამ მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ გუნდთან ვარჯიშიც კი, ჩვენთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება“ - და იქვე დაამატა, რომ ორივე მხრიდან ივარჯიშებს სრული გუნდი, შერკინებაც და ხაზიც.

ჰეიგის თქმით უახლოეს ორ თვეში გუნდის მიზანი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგება და „ანთიმოზ ივერიელის თასის“ დაბრუნება იქნება:

„რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტულის დაბრუნებაა. რაც საქართველოში ვარ, შარშან რუმინეთთან ფინალი პირველად დავთმეთ და გაძლევთ გარანტიას, რომ ყველანი - მოთამაშეები და მწვრთნელები, მოტივირებულები ვართ, რათა სანაკრებო სეზონის პირველი ნაწილი ამაღლებულ განწყობაზე დავასრულოთ.

„რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი სამი მატჩისთვის (ესპანეთი, რუსეთი და რუმინეთი) უძლიერესი შემადგენლობა გვეყოლება. ბელგიასა და გერმანიასთან შეხვედრების შემდეგ, მწვრთნელები შევჯერდებით და შემადგენლობას დავასახელებთ. ტურნირის ბოლოს, ქვეყნის ყველაზე დიდ სტადიონზე საინტერესო თამაში გველოდება“.

გულშემატკივრის ინტერესს ივნისის ტესტ-მატჩები იწვევდა და ჰეიგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარდა სპორტულისა, ამ ტურნეს ლოგისტიკის თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა ექნება:

„ივნისის ტურნეზე ორ თამაშს ფიჯიზე ჩავატარებთ და სახლში დაბრუნებამდე იაპონიას ვეწვევით. იაპონიის ნაკრებს ვეთამაშებით იმავე სტადიონზე, სადაც 2019 წლის მსოფლიო თასზე უელსს უნდა შევხვდეთ; გავჩერდებით იმავე სასტუმროში, სადაც 2019 წელს ვიცხოვრებთ და გვექნება ისეთივე ლოგისტიკური მოწყობა, როგორიც 2019-ში. ფაქტიურად, გენერალური რეპეტეცია გამოგვდის.

„მსოფლიოს სარაგბო მედიას თუ გადახედავთ ნახავთ, რომ ყველა გუნდი ცდილობს ჩავიდეს იაპონიაში, ითამაშოს იაპონიის წინააღმდეგ და გაიაროს ადაპტაცია იქაურ რეალობასთან, რათა 2019 წელს თავი შედარებით კომფორტულად იგრძნოს“.

ჰეიგი გვერდს ვერ აუვლიდა ნოემბერში, იტალიასთან გასამართ მატჩსაც და მან თქვა:

„ნოემბერში გველის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი ქართული რაგბის ისტორიაში. ჯერ მხოლოდ ის ვიცით, რომ ეს შეხვედრა იტალიაში გაიმართება, მისი ჩატარების ადგილი და დრო უცნობია. გამოცდილმა და დამწყებმა ქომაგმაც ძალიან კარგად იცის, თუ რამხელა მნიშვნელობა ექნება ამ თამაშის შედეგს. გამარჯვებით მოვახდენთ იმ სურვილის ლეგიტიმაციას, რასაც ექვსი ერის კარის გახსნა ქვია. ჯერ არ ვიცით სხვა რა თამაშები გვექნება ნოემბერში“.

მილთონი უფრო შორსმიმავალ გეგმებსაც გადაწვდა და განაცხადა:

„დადგება მსოფლიო თასის, 2019 წელი და დაიწყება კლასიკური საგიჟეთი. ისევ რაგბი ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც გარანტირებულად უძლიერესი გუნდით ვითამაშებთ, ხოლო ზაფხულში, სავარაუდოდ, რაიმე სახით ტურნირი მოეწყობა. საბოლოო ჯამში ყველაფერს გავაკეთებთ გეგმის მიხედვით, რათა 2019 წელს იაპონიაში მსოფლიო თასზე უძლიერესი შემადგენლობით წავრდგეთ.

rugby.ge


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:19 | 03.02.2018
temuchin (431)

თქვენტან ვარ მთელი სულით და გულით. მილტონ, აბა შენ იცი და შენმა ბანდამ.

23:08 | 02.02.2018
BEERTRANCE (1073)

იმედია თამასას მინიმუმ არ დავწევთ.

22:11 | 02.02.2018
პანტელეიმონი (1218)

გაიხარე მელიტონ, კარგი კაცი ხარ ! ! !

19:05 | 02.02.2018
თორღვა პანკელი (387)

რაგბი ჩვენი თამაშია და მელიტონ შენ გენაცვალე! იტალიას თუ მოუგეთ ქანთარიას მერე შენ იქნები ყველაზე ცნობილი მელიტონი საქართველოში.

0.156886