ჩემპიონატები

0:15 | 30.01.2018 | ნანახია 1505 - ჯერ

კორდერო “ექსეტერ ჩიფსში” ითამაშებს

ინგლისის ნაკრების მოქმედმა ჩემპიონმა “ექსეტერ ჩიფსმა” არგენტინის ნაკრების გარემარბი, სანტიაგო კორდერო დაიმატა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 24 წლის მორაგბემ ინგლისელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.

კორდერო მეოთხე არგენტინელი მორაგბე იქნება, რომელიც დევონური კლუბის ღირსებას დაიცავს.

სანტიაგო 2015 წლიდან მოყოლებული არგენტინულ ფრანჩიზში, “ხაგუარესში” თამაშობდა და სუპერ რაგბიში ჩატარებულ 20 მატჩში 6 ლელოს დადება მოახერხა. მას არგენტინის ნაკრებში დებიუტი 2013 წელს ჰქონდა, ამ დროის განმავლობაში “პუმების” კვართი 33-ჯერ მოირგო და 11 ლელო გაიტანა.

კორდერომ 2015 წლის მსოფლიო თასზე 3 ლელოს გატანა მოახერხა და აქედან ორჯერ, საქართველოს ნაკრები დაალელოვა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:05 | 30.01.2018
geogoli (367)

ბოლოს უჭირდა ძირითადში მოხვედრა და ალბათ მაგიტომ წავიდა

01:32 | 30.01.2018
temuchin (431)

არგენტინის ნაკრები ნელნელა იცლება სისხლისგან, თავად ვერ სთავაზობენ ნორმალურ ანაზღაურებას მოთამაშეებს და სხვაგან წასვლასაც უშლიან, სპორტი კი სულ რამდენიმე წელიწადია ისიც თუ გაგიმართლებს და უტრამვოდ გალევ კარიერას. ამ ბიჭების მესმის, არგენტინასა და ზელანდიას კი ალბათ მოუწევთ პოლიტიკის შეცვლა.

01:20 | 30.01.2018
dede (87)

რო შეხედავ რა მუტრუკია და გორგოძემ როგორ დააგდო ერთი მირტყმიტ მსოფლიოზე)

0.087293